» » » რა არის ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი პრინციპები და როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე სწორად

რა არის ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი პრინციპები და როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე სწორად

დიდი ხანია ცნობილია, რომ დაავადების პროფილაქტიკა მკურნალობას სჯობს. მაგრამ ჩვენ იმდენად იშვიათად ვზრუნავთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დაავადებების პროფილაქტიკაზე. გარდა ამისა, არსებობს უამრავი მითი ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც იმდენად ძირფესვიანადაა გამჯდარი ჩვენს ცხოვრებაი, რომ დაუფიქრებლად მივყვებით ინსტრუქციებს: ყელი გვტკივა - ვსვამთ ცხელ ჩაის, თიაქარი გვაქვს - მივრბივართ ქირურგთან... ყველაფერი ხომ პირიქითაა..

ულიანა სუპრუნი მედიცინის დოქტორია, რომელიც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებს. წარმოშობით იგი აშშ-დანაა, სადაც განათლება მიიღო და სამედიცინო თუ საზოგადო საქმიანობებს ეწეოდა.

Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ულიანას რჩევებს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ და იმ პრინციპებს, რომლებიც ჯანაღი ცხოვრების საწინდარია.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპები
ულიანა თვლის, რომ თანამედროვე ხალხის მთავარი მტერი სტრესი, უძილობა და ცუდი კვებაა. პირველი ორი ფაქტორი პირდაპირაა დამოკიდებუი იმაზე, თუ რას ჭამთ. სწორედ ამიტომ, იგი გვირჩევს მეტი ბოსტნეულის მიღებას, რადგან ეს ის ერთადერთია, რომელიც, ასე თუ ისე, ნატურალურად დარჩა. ბრიტანეთის ჯანმრთელობის ნაციონალური სამსახური და ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება გვირჩევს, დღეში 5 ულუფა ბოსტნეულის მიღებას(1 ულუფა = 80-100 გ).



გახდომა გსურთ, ემზადებით გამოცდისთვის, სამსახურში სირთულეები გაქვთ თუ ძილის პრობლემები - მიირთვით ბოსტნეული, სიტუაციის მიუხედავად. ეს აუცილებელი მინიმუმია იმის, რისი გაკეთებაც ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ. ახლა კი ვისაუბროთ ხალხში გავრცელებულ მითებზე ტკივილის გავრცელების შესახებ.

  1. ყელის ტკივილი
    ულიანა სუპრუნი ამტკიცებს, რომ ყელის ტკივილის დროს არ უნდა ჩაუაროთ ნაყინის კონტეინერებს და არ უნდა მიიღოთ ყველა სასმელი ცხელ ან თბილ მდგომარეობაში. სხვათაშორის, ცხელი ჩაი ანგინების დროს ბაქტერიების საუკეთესო მეგობარი, რადგან იგი მათ გასამრავლებლად იდეალურ პირობებს უქმნის, ლორწოვანას კი უარესად აღიზიანებს. რეალურდ, ნაყინი, გაყინული ხილი და ყინულიანი სასმელები ანესთეტიკებივით მოქმედებს - გეხმარებათ ანთების ჩაცხრობაში და ტკივილის დროებით შემსუბუქებაში.

    უბრალოდ შეარჩიეთ ნაყინი დანამატების გარეშე, რადგან თხილი, შოკოლადი, ქიშმიშები ლორწოვანას აღიზიანებს. გახსოვდეთ: ცივი დესერტი მხოლოდ ტკივილს გიხსნით და საკვების მარტივად გადაყლაპვაში გეხმარებათ(ანთების დროს ხომ ნერწყვის ყლაპვაც გიჭირთ). ამიტომ, სრული მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს.



  2. მალთაშორისი თიაქარი
    როცა ადამიანს ეუბნებიან, ხერხემლის დისკებს შორის თიაქარი გაგიჩნდაო, მაშინვე იწყებს მისი მოშორების საშუალებების ძიებას. და, რა თქმა უნდა, იკეთებენ ოპერაციას. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა არაა საჭირო, თანაც, ხერხემალზე იგი ძალიან საშიშია. ულიანა სუპრუნი ამტკიცებს, რომ მალთაშორისი თიაქრის თვისება დამოუკიდებლად გაწოვაა. დამტკიცებულია, რომ თიაქრის 3 შემთხვევიდან 2 თავისით გაიწოვება.



  3. შარდკენჭოვანი დაავადებები
    დამტკიცებულია, რომ წყლის ბალანსის დამრღვევი ადამიანები შარდკენჭოვანი დაავადებით ორჯერ უფრო ხშირად ავადდება. ასევე, უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება, რადგან სწორედ იგი ართმევს ძვლებს კალციუმს, რაც თირკმლებში ქვიშისა და კენჭების გაჩენას იწვევს. მარილის მაქსიმალური დოზა დღეში 5 გ უნდა იყოს, რაც
    1ჩ.კ. უდრის. ყურადღება მიაქციეთ რაციონში ცხოველური ცილების რაოდენობას, რადგან მათი ჭარბი მოხმარება ორგანიზმში ფოსფორის მჟავის დონეს ზრდის.

    ასევე, მიირთვით ლიმონი, რადგან მისი მჟავა არ აძლევს კალციუმსა და მჟაუნმჟავას გაუხსნელი მარილების წარმოქმნის საშუალებას. თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, მკურნალობა მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს.


რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია მოწევისა და ალკოჰოლისთვის თავის დანებება. დაკავდით სპორტით და ეცადეთ, ცხოვრებისგან მეტი პოზიტივი მიიღოთ. არ გამოტოვოთ საუზმე, რათა ორგანიზმს დღის განმავლობაში ჰქონდეს მუშაობის ძალა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.