Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ტახიკარდიის შეტევების შესახებ და გაგიზიარებთ ალექსანდრე დროჟენიკოვის რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ შეტევის თავიდან აცილებაში.
როგორ განვკურნოთ ტახიკარდია
ჩვენ ხშირად შეგვმთხვევია ტახიკარგია, როცა გვეჩვენებოდა, რომ გული მკერდიდან ამოხტებოდა. ეს მდგომარეობა ბევრს ეცნობა, მაგრამ მათმა მცირე ნაწილმა იცის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მას. ტახიკარდია სხვადასხვა სახით იჩენს თავს: როგორც ორგანიზმის რეაქცია სხვადასხვა ზემოქმედებაზე ან როგორც ცალკეული დაავადება.
მეორე შემთხვევაში, დაავადება კარდიოლოგის რეკომენდაციების მიხედვით უნდა განკურნოთ. დღეს კი პირველ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, როცა ტახიკარდია ორგანიზმის რეაქციაა მაპროვოცირებელ ფაქტორებზე. შეტევის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მთავარი კი ორია: სტრესი და სისხლის შეგუბება. როცა ჩვენ ვნერვიულობთ, ორგანიზმი რეაგირებს და, ხშირად, ამაზე ტახიკარდიით გვპასუხობს.
ჯანმრთელ ადამიანებში ტახიკარდია სტრესული სიტუაციების, ფიზიკური დატვირთვებისა და ემოციური აღგზნების შედეგად ჩნდება, ასევე, ჰაერის ტემპერატურის მომატების, ყავის ან მაგარი ჩაის მოხმარებითა და სხეულის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
3 საშუალება ტახიკარდიის შეტევის თავიდან ასაცილებლად
- დალიეთ ჭიქა წყალი ლიმონითა და თაფლით;
- დალიეთ 1 ს.კ. ვალერიანის წვეთები;
- ღრმად შეისუნთქეთ ცხვირით და შეიკავეთ სუნთქვა, სადამდეც შეძლებთ, შემდეგ ნელა გამოისუნთქეთ პირით. მოიქეცით ასე სამჯერ.
პირველი - ეს ფიზიკური აქტივობაა. მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, ჩვენი ორგანიზმი სუსტდება, რაც გულზეც მოქმედებს. აუცილებელი არაა დარბაზში სიარული, მაგრამ შემოუარეთ სახლს ან აიარეთ კიბეებზე, ნუ გამოიყენებთ ლიფტს. სხეულის მდგომარეობის მცირე ცვლილებები თუ გულის შოკს იწვევს, აუცილებლად უნდა იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ნუ მოიხმართ ჭარბად ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე, ყავასა და მაგარ ჩაის. დაამატეთ რაციონში ჩირები: კურაგა, ქიშმიში და ქლიავის ჩირი. შეამცირეთ ცხიმიანი და მარილიანი საკვების მოხმარება. იკვებეთ რეგულარულად, რათა არ გაგიჩნდეთ შიმშილის გრძნობა.
როგორც უკვე ვთქვით, ტახიკარდიის მთავარი მიზეზი სტრესია. რა თქმა უნა, სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება თქვენს ძალებს აღემატება, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ მაინც. ალექსანდრე დროჟენიკოვი გვთავაზობს სავარჯიშოს შესრულებას, რაც დაგვეხმარება სტრესისა და ნერვული გადატვირთვისგან გათავისუფლებაში. ამას გარდა, აუცილებელია ძილის რეჟიმის დარეგულირებაც, რათა ორგანიზმმა დაისვენოს.
გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ პრობლემა სისხლის შეგუბებაც იყოს. ამიტომ, დაიცავით წყლის რეჟიმი და დათვალეთ, რამდენ სუფთა წყალს იღებთ. ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტახიკარდიის ხშირი შეტევა, შესაძლოა, საგანგაშო სიგნალი იყოს და სერიოზულ დაავადებაზე მეტყველებდეს. თუ შეტევები რეგულარულია, უნდა მიმართოთ კარდიოლოგს, ჩააბაროთ ანალიზები და გაიკეთოთ კარდიოგრამა.