ძალიან ხშირად, კოსმეტოლოგები და ტრიქოლოგები პაციენტებს უნიშნავენ კომპრესებს თუ სხვა საშუალებებს დიმექსიდის შემცველობით, ეს ნივთიერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ ჩქარდება სასარგებლო ნივთიერებების მიწოდება თმის ფოლიკულებამდე. მისი დახმარებით მარტივად დააჩქარებთ თმის ზრდას. ამასთან, თქვენი თმის საფარველი გახდება ხშირი და მბზინავი.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ ძალიან მარტივი და შედეგიანი ნიღაბი თმისთვის, დიმექსიდის გამოყენებით.
თმის ნიღაბი დიმექსიდით
ინგრედიენტები
- 3 ჩ.კ. დიმექსიდი
- 1 ჩ.კ. A ვიტამინი
- 1 ჩ.კ. E ვიტამინი
- 1 ჩ.კ. D ვიტამინი
- 1 ჩ.კ. B6 და B12 ამპულებში
- 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
- 1 ჩ.კ. ოროვანდის ზეთი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება
შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი. ზეთები ოდნავ უნდა გაათბოთ. მასა წაისვით თავის კანზე, გადაინაწილეთ თმები რიგებად და მასის ნარჩენები მთელ სიგრძეზე დაიტანეთ. შემდეგ შეიხვიეთ თავი ფოლგით ან საკვები ცელოფნით და პირსახოცით. დამატებით, გაითბეთ თმა ფენით.
გაიჩერეთ ნიღაბი 30-60 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურის დროს ნორმალურია ქავილის შეგრძნება თავის კანზე. ნიღბის გაკეთება საკმარისია კვირაში 1-2ჯერ.
დიმექსიდიანი ნიღაბი თმებს საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს აძლევს, ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს, ამიტომ თმა უფრო სწრაფად იზრდება და იშვიათად ცვივა. ყველა ღერო დაგლუვდება, ამიტომ თმა დამყოლიც გახდება. გაითვალისწინეთ, რომ დამძიმების გამო, პირველი პერიოდი თმა მალე დაბინძურდება, თუმცა რამდენიმე პროცედურის შემდეგ ეს გვერდითი მოვლენა გაქრება.
თქვენ როგორ ახერხებთ თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.