ხალხურ მედიცინაში გამოყენებულ ნებისმიერ პერეპარატს შეიძლება ჰქონდეს წინააღმდეგჩვენება და გვერდითი მოქმედება. ამიტომ ხალხური მედიცინის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავეცნოთ შესაძლო გვერდით ეფექტებს.
ჭარხლის წვენით მკურნალობა ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. მისი გამოყენების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტირება.
უმი ჭარხლის წვენით მკურნალობა წინააღმდეგ ნაჩვენებია:
- მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს;
- ჰიპოტონიისას;
- გლომერულონეფრიტისას;
- დიარეის დროს;
- ნეფროზული სინდრომის დროს;
- ოსტოპოროზის;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს;
- პიელონეფრიტისას;
- შარდკენჭოვანი დაავადების დროს;
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავებისას.
ახალგამოწურული ჭარხლის წვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების სპაზმს. მისი გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, სისუსტე, პულსის შენელება, არტერიული წნევის დაქვეითება. ამიტომ, ახალგამოწურული ჭარხლის წვენის დალევა არ შეიძლება. ხალხური მედიცინის გამოცდილი სპეციალისტები ურჩევენ წვენის დაყოვნებას 3-4-სთ-ით და მხოლოდ ამის შემდეგ მის მიღებას.
რეცეპტი 1
ჭარხლის და სტაფილოს წვენი შევურიოთ ერთმანეთს პროპორციით 3:13. მივიღოთ 600 მლ დღეში, რამდენიმე მიღებაზე.
რეცეპტი 2
ჭარხლის, სტაფილოს და კიტრის წვენი შევურიოთ ერთმანეთს პროპორციით - 3:3:10. 600 მლ ნარევი დავლიოთ დღის განმავლობაში (რამდენიმე მიღებაზე).
რეცეპტი 3
შევურიოთ ერთმანეთს ჭარხლის და ისპანახის წვენი პროპორციით - 5:3. მივიღოთ 600 დღეში რამდენიმე მიღებაზე.
რეცეპტი 4
ჭარხლის, ისპანახის და კიტრის წვენი შევურიოთ ერთმანეთს პროპორციით - 2:3:10 და მივიღოთ 600 დღეში რამდენიმე მიღებაზე.