ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ყოველი 1 მმ3 შეიცავს 4-5 მილიონ ერითროციტს. ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში 14-16 % შეადგენს. თუ ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირდა, ასეთ მდგომარეობას ანემია ეწოდება.
მკურნალობა:
- ანემიისა და სხვიური დაავადების დროს მთელი წლის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი, შავნაყოფა ცირცელის ნაყოფი მივირთვათ.
- ბავშვებში ანემიის დროს სასარგებლოა მრავალძარღვას ფოთლების ფხვნილისგან მომზადებული ორცხობილა.
- 200 გრ ჭინჭრის ფოთლების ფხვნილს დავუმატოთ 1 კგ თაფლი. მივიღოთ ნარევი - 1 ს/კ 1-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ორსულთა ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის, მეორადი ანემიისა და არითმიის დროს.
- სისხლნაკლებობის დროს საკვებში ხშირად ვიხმაროთ ლომბარდიული თხილის გული.
- 1 ჭ ტომატის წვენს დავუმატოთ 1ს/კ თაფლი და დავლიოთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ანემიებისა და ათეროსკლეროზის დროს.
- დილის 6-7 საათზე დავკრიფოთ ბაბუაწვერას ყვავილები. 100 გრ ყვავილს დავასხათ 900 მლ წყალი, დავუმატოთ 2-3 ნაჭერი კანგაცლილი ლიმონი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 40-50 წთ-ის განმავლობაში. გავწუროთ მარლაში, დავუმატოთ 1 კგ შაქარი და კიდევ ვადუღოთ 60-80 წთ. ასეთი სახით მომზადებული მურაბა სასარგებლოა დასუსტებული და ანემიით დაავადებული ავადმყოფებისთვის.