სავარჯიშოები სქოლიოზის დროს
ცოტას თუ შეუძლია სხეულის სრულყოფილი ფორმით დაკვეხნა! სამწუხაროა, რომ ხერხემლის გამრუდება სულ უფრო ხშირად გვხვდება. პათოლოგიურ მდგომარეობას თან ახლავს ტკივილი, დისკომფორტი და გარეგნული ცვლილებები. ხშირდება თავის ტკივილები, იკლებს მხედველობა, დეფორმირდება ზურგი და ფეხები, ზიანდება შინაგანი ორგანოები, დაღლილობა კი ნორმად ითვლება.
Rchevebi.com-ის რედაქცია დარწმუნებულია, რომ ხერხემლის გასწორება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. არ ღირს ამ პრობლემის მიშვება თავის ნებაზე. დღეს ჩვენ მოგიყვებით სქოლიოზის მკურნალობის შესახებ მანუალური თერაპევტის, ვიტალი გიტის რეკომენდაციების მიხედვით.
სქოლიოზის დროს ხერხემალი ერთ მხარესაა გამრუდებული. კუნთების ერთი მხარე ჰიპერტროფირებულია, მეორე კი პრაქტიკულად არ ჩანს. ასიმეტრია ხერხემლის არათანაბარი დატვირთვის შედეგია. იმისათვის, რომ ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოთ, კუნთების ერთი მხარე მუდმივად დატვირთულია.
არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი დგას თუ ზის, ერთ მხარეს კუნთები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ნებისმიერი დატვირთვის დროს, იქნება ეს სეირნობა თუ სპორტი - დატვირთვა იზრდება და პრობლემა უარესდება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომელზეც ყველა ოსტეოპათი, მანუალური თერაპევტი და მასაჟისტი საუბრობს: სქოლიოზის სპორტით ან ფიზკულტურით განკურნება შეუძლებელი კი არა, სახიფათოცაა. სკოლიტური გამრუდება მხოლოდ გაუარესდება!
არსებობს სქოლიოზის მკურნალობის ტრადიციული მეთოდები: სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, სპეციალური კორსეტები და ქირურგია. ხანდახან მანუალური თერაპევტი ხერხემალს რამდენიმე სამკურნალო პროცედურაში ასწორენს. მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ, პრობლემა ისევ გიბრუნდებათ. მეთოდიკები არ მუშაობს, პაციენტი კი ცხოვრებაში არაფერს ცვლის. დადებითი შედეგი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ხერხემლისთვის პირობები ყოველდღიურობაშიც შეიცვლება.
საუბარია აუცილებელ პროცედურებზე. პირველი - ისე გაკეთება, რომ ხერხემალმა დროის დიდი ნაწილი გამრუდების საწინააღმდეგოდ გაატაროს. მეორე - მაქსიმალურად გასწორდეს კუნთოვანი კორსეტი. სამკურნლო პოზებისა და სავარჯიშოების შესრულება საჭიროა რეგულარულად. როგორც სახლში, ისე მუშაობისა და დასვენების დროს. მაშინ, ექიმების თქმით, ხერხემალი ნებისმიერ ასაკში გასწორდება.
გადავხედოთ წელის მარცხენა ნაწილის სქოლიოზის მაგალითებს. მარჯვენა მხარის სქოლიოზის შემთხვევაში, ყველა სავარჯიშო პირიქით უნდა გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაცია სავარჯიშოების შესრულებამდე.
სამკურნალო პოზები სქოლიოზის დროს
- სამუშაო ადგილზე მარცხენა დუნდულის ქვეშ უნდა დაიდოთ მყარი საგანი. გამოგადგებათ წიგნი ან პენოპლასტის ნაჭერი. საგნის სისქე ინდივიდუალურად შეირჩევა. აქ მთავარ როლს ასრულებს დეფორმაციის ზომა, ასაკი, მენჯების სიფართე და ცხიმოვანი ფენები დუნდულებზე. საშუალო სიმაღლე 1-1.5 სმ-ა ბავშვებისთვის, ზრდასრულთათვის კი 5-6 სმ.
სკოლის მოსწავლეები და ზრდასრულები მუდმივად ასე უნდა ისხდნენ. სამსახურშიც, სახლშიც და საერთოდ ყველგან. ნივთს მოაშორებთ მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემდეგ. 5 წლამდე ბავშვები მცირე გამრუდებით ნივთზე 1 საათზე მეტხანს არ უნდა ისხდნენ. - როცა ხელთ არავითარი ნივთი არ გაქვთ, ფეხზე უნდა დაჯდეთ. მარცხენა მხარის სქოლიოზის შემთხვევაში, მარჯვენა ფეხი მარცხენა თეძოს ქვეშ უნდა დაიდოთ. მარჯვენა მხარით შეგიძლიათ დაეყრდნოთ რამეს.
- უნდა ისწავლოთ სიმრუდის საპირისპირო მხარეს დგომა. ეს საკმაოდ მარტივია: მარჯვენა ფეხი მოხრილია, მარჯვენა მენჯი ჩამოშვებულია ქვემოთ, მთელი სხეული კი მარცხენა ფეხს ეყრდნობა.
ხერხემლის გასწორება მხოლოდ ნახევარი სამუშაოა. აუცილებელია კუნთოვანი ასიმეტრიის მოხსნაც, რომელიც სქოლიოზს უკან აბრუნებს, თუ არაფერს მოიმოქმედებთ. ატროფირებული კუნთების აღსადგენად რეგულარულად შეასრულეთ შემდეგი სავარჯიშოები.
სამკურნალო სავარჯიშოები სქოლიოზის დროს
- დაზიანებული კუნთების მხარის ხელით მიეყრდენით უძრავ საყრდენს. უნდა დაიჭიმოთ წელისა და ზურგის გვერდითი კუნთები. დღეში საკმარისია 2-5 სერიის 10 მისვლიანი სავარჯიშო: 2 წამი - დაყრდნობა, 1 წამი - შესვენება.
- დაწექით დივანზე გვერდზე ისე, რომ მოდუნებული კუნთები ზედა მხარეს იყოს. ოდნავ მოხარეთ ფეხი, რომელიც დივანზე გიდევთ, ამავე მხარის ხელი კი დაიდეთ თავქვეშ. მოდუნებული კუნთების მხარის ხელით დაეყრდენით დივანს. სხეული ოდნავ გადახრილია წინ. წამოწიეთ ფეხი დაღლილობის შეგრძნებამდე. შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი დატვირთვა ან დამხმარეს გთხოვოთ ფეხზე დაწოლა, რათა ამით წინააღმდეგობა გაგიწიოთ.
სქოლიოზის დროს ყველაზე შესაფერისი სავარჯიშოების კომპლექსი არის იოგა. მოიკითხეთ ახლომდებარე იოგას სასწავლებელში სპეციალური კურსები და ისიამოვნეთ მკურნლობით.