» » » კომბოსტო და კიბო: რა კავშირია მათ შორის? სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამ ბოსტნეულზე წარმოდგენებს შეგიცვლით.

კომბოსტო და კიბო: რა კავშირია მათ შორის? სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამ ბოსტნეულზე წარმოდგენებს შეგიცვლით.

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ კომბოსტო ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა. არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია, რომ მჟავე კომბოსტო იცავს ჩვენს ორგანიზმს კიბოსგანაც კი. ამ სამეცნიერო კვლევის ჩატარების მიზეზად იქცა ე.წ. "პოლონური პარადოქსი".

რა იგულისხმება პარადოქსში? პოლონეთში სარძევე ჯირკვლის კიბო გაცილებით ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე აშშ-ში. მიუხედავად ამისა, როდესაც პოლონელი ქალბატონები აშშ-ში საცხოვრებლად მიდიან, მათში სარძევე ჯირკვლის კიბოს პროცენტული მაჩვენებელი უტოლდება ადგილობრივ ქალბატონებში ამ დაავადების პროცენტულ მაჩვენებელს. მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ფაქტი კომბოსტოს მწნილს უკავშირდებოდა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული პოლონეთში და მისი გაყიდვა აკრძალულია აშშ-ში.



ოფიციალური წყაროები და მტკიცებულებები ამ კვლევასთან დაკავშირებით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაუჯერებთ თუ არა ამ მოსაზრებას. დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა უპირატესობებს ფლობს მჟავე კომბოსტო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რატომაა ის ეფექტური კიბოს პრევენციისთვის.

კომბოსტოს სასარგებლო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

კომბოსტო გლუკოზინოლატით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ანეიტრალებს ტოქსიკურ შენაერთებს და ავთვისებიან უჯრედებს ორგანიზმში. სწორედ მოცემული პროდუქტის ამ თვისებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეფექტურად გვარიდებს თავიდან ზოგიერთ ონკოლოგიურ დაავადებას, მათ შორის სარძევე ჯირკვლების კიბოს.

გარდა მკერდის კიბოსა, კომბოსტო გვიცავს ფილტვების, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების სიმსივნის განვითარებისგან. განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროდუქტი სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვისაა, რადგან ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვებულ ტოქსინებს და გვიცავს კუჭისა და ნაწლავების წყლულობანი დაავადებებისგან.



გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოცემული პროდუქტი დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. 100 გრამ კომბოსტოში შედის K და C ვიტამინების დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის, მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელსაც განსაკუთრებით სასარგებლო გავლენა ქალბატონის ორგანიზმზე აქვს, და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

კომბოსტოში შემავალი აბსოლიტურად ყველა კომპონენტი ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვისაც. ტუტე მარილების მაღალი შემცველობის ხარჯზე, კომბოსტო ატუტოვანებს ჩვენს სისხლს, რის შედეგადაც ორგანიზმი გაცილებით უკეთ ითვისებს გლუკოზას ინსულინის ჩარევის, მონაწილეობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტი არაჩვეულებრივია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების თავიდან ასარიდებლადაც.



რომელი სახეობის კომბოსტოს მიღებაა ყველაზე სასარგებლო ორგანიზმისთვის? ზემოთ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს ორგანიზმზე საოცრად დადებითი, სასარგებლო გავლენა აქვს აბსოლიტურად ყველა ტიპის კომბოსტოს, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თერმული დამუშავების შედეგად მოცემულ პროდუქტში ვიტამინების შემცველობა მინიმუმამდე მცირდება.



განსაკუთრებულ ყურადღებას მჟავე კომბოსტო იმსახურებს, რადგან მას გამოვლილი აქვს დუღილის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, დუღილის შედეგად წარმოიქმნება ახალი, ძალიან სასარგებლო ქიმიური კომპონენტები, რომელთაც ანტიბაქტერიული და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ეს შენაერთები გაანადგურებს კანცეროგენებს თქვენს ორგანიზმში და დაიცავს უჯრედებს დაზიანებისგან. მინდა აქვე ავღნიშნო ის ფაქტი, რომ არსებობს არაერთი ძალიან საინტერესო ცნობა ხალხურ მედიცინაში მჟავე კომბოსტოს შესახებ. სახალხო მკურნალები საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ მოცემულ პროდუქტს სხვადასხვა დაავადადებების წინაღმდეგ საბრძოლველად.

აუცილებლად მინა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ კომბოსტოს მწნილის წვენი ეფექტურად ამცირებს შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, აღადგენს მსხვილი ნაწალვის ჯანსაღ მიკროფლორას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ა.შ.



ნატურალური გზებით, შხამ-ქიმიკატების გამოყენების გარეშე გაზრდილი კომბოსტო და მისგან დამზადებული მწნილი - ნამდვილი საგანძური, რომელსაც ბუნება გვჩუქნის. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და გაამდიდრეთ კვების რაციონი მოცემული პროდუქტით, რათა ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.