» » » როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ფურცლები ტოლმისთვის სწრაფად

როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ფურცლები ტოლმისთვის სწრაფად

მიკროტალღური ღუმელი დიასახლისებისთვის ღვთიური საჩუქარია. მასში არამხოლოდ საკვების მომზადება ან გათბობა შეგიძლიათ. რას არ აკეთებენ ამ ღუმელში: ღრუბლების დეზინფიცირება, შოკოლადისა და ზეფირის დადნობა, სიმინდის სწრაფად გამოცხობა თავისივე ფოთლებში...

წარმოგიდგენთ მიკროტალღური ღუმელის გამოყენების კიდევ რამდენიმე საშუალებას, რომლებიც დროსა და ძალისხმევას დაზოგავს სამზარეულოში. აწი ტოლმას მხოლოდ ასე მოამზადებთ.

მიკროტალღური ღუმელის უჩვეულო გამოყენება
  1. ქილების სტერილიზაცია
    მიკროტალღურ ღუმელში ქილების სტერილიზაცია ძალიან სწრაფად ხდება. კიდევ ერთი პლუსი - ნებისმიერი ფორმისა და ზომის ქილის სტერილიზაცია შეგიძლიათ. გარეცხეთ ქილა სოდის ხსნარით და ჩაასხით 30 მლ სუფთა წყალი. შედგით ღუმელში 2-3 წუთით სრული სიმძლავრით და სულ ესაა! ორთქლით სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, არავითარი ძალისხმევა და არეულობა სამზარეულოში.
    ასევე, შეგიძლიათ გაასტერილოთ მშრალი ქილებიც. შეგიძლიათ მათში წყალი არ ჩაასხათ, გვერდით კი წყლით სავსე ჭიქა მიუდგათ. სამლიტრიანი ქილა მშვენივრად სტერილდება დაწოლილ მდგომარეობაში.



  2. კომბოსტოს ფურცლების ხარშვა
    ტოლმა იშვიათია ჩვენს მენიუში, ეს კი იმიტომ, რომ კომბოსტოს ხარშვა საშინელი, მოუხერხებელი და უსიამოვნო საქმეა. კომბოსტოს ფარში, მისი ფურცლების ლაზანია, კომბოსტოს შნიცელი - ეს ყველაფერი უკვე ძალიან მარტივი გახდება მოსამზადებლად. მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ მოამზადოთ თავი კომბოსტო ნებისმიერი ამ კერძისათვის.
    უბრალოდ მოათავსეთ ერთი თავი კომბოსტო ღუმელში, ჩართეთ 10-15 წუთით. მომზადების პროცესში რამდენჯერმე გადააბრუნეთ კომბოსტო, რათა თანაბრად მოითუშოს. მზადაა!



  3. ლობიოს მომზადება მოსახარშავად
    ლობიო ძალიან დიდხანს მზადდევა, მიკროტალღური ღუმელი კი სასწაულებს ჩადის. ჩაალბეთ ლობიო მცირე რაოდენობის წყალში, დაუმატეთ მარილი და შედგით ღუმელში 10 წუთით. სიმძლავრე მაღალი უნდა იყოს: 1 კვტ-დან. თუ ღუმელი ასეთ რეჟიმზე არ მუშაობს, გაზარდეთ დრო 15 წუთამდე. ყურადღება ადევნეთ წყალს - იგი არ უნდა ადუღდეს.



  4. ძველი ტუშის გაცოცხლება
    არსებობს ძველი ტუშის რეაბილიტაციის 2 გზა. ჩვეულებრივ, ჩვენ ვერ ვასწრევთ მთელი ტუბის გამოყენებას, რადგან იგი ხმება. მიკროტალღური ღუმელი მოგცემთ საშუალებას, დაუბრუნოთ ტუშს საჭირო კონსისტენცია.
    მოათავსეთ დახურული ტუბი ღუმელში 10 წამით, სიმძლავრე - 500-800 ვტ. აუცილებლად დააკვირდით, რომ შეფუთვაზე არ იყოს მეტალის რაიმე დეტალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ტუბი აფეთქდება.

    ასევე, შეგიძლიათ ღუმელში ღია ტუბიც მოათავსოთ. ღია ტუბიკი და წყლით სავსე ჭიქა მოათავსეთ 10 წამით ღუმელში, 500-800 ვტ სიმძლავრეზე. მზადაა! გამოიყენეთ დარჩენილი ტუში.



    ეს რჩევები ნამდვილი მონაპოვარია სამზარეულოში ფუსფუსის მოყვარული ქალბატონებისთვის. ახლა ტოლმისა და ლობიოს მომზადებაც კი გაცილებით მარტივია.
თქვენ როგორ იყენებთ მიკროტალღურ ღუმელს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.