» » » ხრაშუნა და ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი - არაა საჭირო ქილების ადუღება და სტერილიზაცია

ხრაშუნა და ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი - არაა საჭირო ქილების ადუღება და სტერილიზაცია

ერთხელ, ქმართან ერთად, უჩვეულო ქორწილზე მიგვიწვიეს. უჩვეულო იმიტომ, რომ ქორწილი სოფელში იყო. ქალაქელისთვის სოფლის ქორწილი უჩვეულო და იშვიათია. სუფრა სავსე იყო სხვადასხვა უგემრიელესი კერძით. თუმცა, ამ ქორწილში ერთი სასუსნავი იყო, რომლის გამოც მივედი სასიძოს დედასთან და რეცეპტი ვკითხე.

კიტრი ზამთრისთვის, სტერილიზაციის გარეშე
ამ ქალბატონმა იდეალური სასუსნავის რეცეპტი გამიმხილა. სოფელში "საქორწილო" კიტრს მოკრეფისთანავე ამზადებენ, ასხამენ ჭის წყალს და არ ასტერილებენ. გემოთი კიტრი ნაკლებად მარილიანი, თუმცა ხრაშუნა და არომატულია. ამასთან, ისინი მარტივად მზადდება და კარგად ინახება.
რეცეპტი არაერთხელ გამოვცადე, მე და დედაჩემი უკვე კიტრს მხოლოდ ასე ვამზადებთ. დედა კიტრს პირდაპირ აგარაკზე ამარილებს 5-ლიტრიან ბოთლში. უქმეებზე კი ქმართან ერთად იქ მივდივართ და ვალაგებ ქილებში.



თუ თქვენ, ძვირფასო მკითხველო, ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ კიტრის მწნილი ვერ გაგაოცებთ, ნუ იჩქარებთ! რეცეპტი, რომელსაც დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მხოლოდ იმიტომაც, რომ ჩვენს რედაქციაში ამაზე უფრო გემრიელად მომზადებული კიტრი ჯერ არ უჭამიათ :)
ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია ერთ სამლიტრიან ქილაზე. ხუთლიტრიანი ბოთლისთვის რაოდენობა ორჯერ უნდა გაზარდოთ.
ინგრედიენტები:
  • 2 კგ კიტრი;
  • 100 გ მარილი;
  • 1 ლ წყალი;
  • 3 ღერო კამა;
  • 1 ფურცელი პირშუშხა;
  • 1 თავი ნიორი;
  • 4 ბურთულა შავი წიწაკა;
  • 3 ბურთულა არომატული წიწაკა;
  • 2 დაფნის ფოთოლი;
  • 1 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი;
  • 1/4 წითელი წიწაკა;
  • 2 ალუბლის ფოთოლი;
  • შავი მოცხარის 2 ფოთოლი;
  • 2 მუხის ფოთოლი.


მომზადების წესი:
  1. გარეცხეთ კიტრი ჯაგრისით და დაალბეთ რამდენიმე საათით ცივ წყალში. დალბობა იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ კიტრი უფრო ხრაშუნა გახდეს, კიტრის ბოლოები, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაჭრათ.

  2. კარგად გარეცხეთ ქილა, მისი სტერილიზება არაა საჭირო.
  3. გარეცხეთ კამა და ფოთლები, გაწმინდეთ ნიორი.

  4. დაალაგეთ ფოთლების, ნივრისა და წიწაკის ნახევარი ქილის ფსკერზე. მაქსიმალურად მჭიდროდ დაალაგეთ ზემოდან კიტრები.

  5. გაათბეთ ქვაბში წყალი და გახსენით მარილი.
  6. დაასხით მარილიანი წყალი კიტრს, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ფოთლები და დაახურეთ.
  7. იმისათვის, რომ კიტრი ცივად მოამზადოთ, ყოველდღე ამარილეთ კიტრი 5 დღის მანძილზე. შემდეგ გადაასხით მარილიანი წყალი(სანელებლები და ფოთლები არ გადაყაროთ), გარეცხეთ კიტრი და მოაშორეთ თეთრი ნადები. 1 თვის შემდეგ კიტრი მზად იქნება.
კიტრს თეთრი ნადები ხშირად უჩნდება, ნუ იფიქრებთ, რომ იგი გაფუჭდა.
თქვენ როგორ ამზადებთ კიტრის მწნილს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.