» » » რითია სასარგებლო ჩაი მატე და რატომ უნდა მიირთვათ იგი ხშირად?

რითია სასარგებლო ჩაი მატე და რატომ უნდა მიირთვათ იგი ხშირად?

მატე ტრადიციული პარაგვაული და არგენტინული სასმელია. ესაა დაფქული და გამომშრალი ფურცლები და ღეროები პარაგვაული პადუბისა. ადგილობრივი მოსახლეობა მას ღვთის საჩუქარს უწოდებს. არსებობს მოსაზრება, რომ მატე პრაქტიკულად ყველა დაავადებას კურნავს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

რეალურად, მატე ნამდვილად დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ასე, რომ ღირს ამ უჩვეულო ჩაისთვის ყურადღრების მიქცევა. ჩვეულებრივ, მას სპეციალური ჭურჭლიდან - კალაბასიდან სვამენ, მაგრამ შეგიძლიათ სქელკედლიანი ფინჯანიც გამოიყენოთ.

მატეს სარგებელი
ამ მცენარეში დიდი რაოდენობით შედის განსაკუთრებული ნივთიერება - მატეინი. იგი ასტიმულირებს ორგანიზმს კოფეინის მსგავსად, გმატებთ ტონუსს, ახშირებს გულისცემას და არ იწვევს გადატვირთვას. ამასთან, მატე გმატებთ ტონუსს 10 საათის განმავლობაში, ანუ მთელი სამუშაო დღის მანძილზე, ყავისგან განსხვავებით, რომელიც მოკლევადიან ეფექტს იძლევა.



მატეინი არ უშლის ხელს ძილს, პირიქით, იგი უფრო მშვილი და ღრმა ხდება, ძალებიც სწრაფად აღდგება. იგი ასტიმულირებს იმუნიტეტსაც. რა თქმა უნდა, იგი ლიტრებით არ უნდა დალიოთ, მაგრამ რამდენიმე ფინჯანი კვირაში მხოლოდ დადებით ეფექტს მოგიტანთ.



მატე და გახდომა
ფრიბურის უნივერსიტეტმა, კერძოდ კი ბიოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებმა ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტი. ის, რომ მატეს მადის დაქვეითება შეუძლია, ძველი დროიდანაა ცნობილი, მაგრამ მეცნიერებმა იკისრეს იმის გარკვევა, თუ რამდენად ეფექტურად ებრძვის იგი ჭარბ წონას.



ექსპერიმენტისთვის აირჩიეს 23 კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანი. თავიდან ისინი 30 წუთის მანძილზე ისხდნენ მშვიდად, რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდნენ, შემდეგ კი ნახევარ ლიტრ მატეს შაქრის გარეშე სვამდნენ, ყოველდღე ანაცვლებდნენ ცივ და ცხელ სასმელს. შემდეგ, ნახევარი საათი ისინი ისევ მშვიდად იყვნენ(ჩვეულებრივი სტიმულატორები და ცხიმის მწველები ხომ აქტიურ მოძრაობას მოითხოვს).



დამტკიცებულია, რომ ცივი მატე ორგანიზმს ორჯერ უფრო სწრაფად აწვევინებს, ვიდრე ცხელი.



როგორ მოვამზადოთ მატე
ტრადიციული პარაგვაული ჩაი სპეციალურად განათლებული ადამიანების - სევადორების მიერ მზადდება. ეს ნამდვილი რიტუალია, რომელიც სპეციალურ ცოდნასა და დროს მოითხოვს. თუმცა, სხვა ქვეყნებში უფრო მარტივი საშუალება მოიფიქრეს.

ცხელი მატე


  • 5 ს.კ. მატე
  • 1 ლ წყალი
აადუღეთ წყალი, გააგრილეთ 70-80 გრადუსამდე. ჩაყარეთ მატე ჩაის დასაყენებელ ჩაიდანში და დაასხით წყალი. გააჩერეთ 10 წუთით, ჩაასხით ფინჯანში საცრის გამოყენებით.

ცივი მატე


  • 2 ს.კ. მატე
  • 500 მლ წყალი
  • 2-3 ს.კ. ნატურალური წვენი
  • თაფლი, პიტნა, ვარდის ფურცლები, ვანილის ღერო გემოვნებით
აადუღეთ წყალი, გააგრიელთ, დააყენეთ ჩაი 10 წუთით. დაუმატეთ თაფლი, ფურცლები ან სხვა დანამატები, ჩაასხით წვენი, დაასხით მატე საცრის გამოყენებით.

მატე რძით

  • 0.5 ლ რძე
  • 2 ს.კ. მატე
  • თაფლი ან შაქარი გემოვნებით
გაათბეთ რძე 60 გრადუსამდე, დაყენებული ჩაი ჩაასხით, დაუმატეთ შაქარი ან თაფლი. მოურიეთ, აადუღეთ მაგრამ არ ხარშოთ. გადაასხით ფინჯნებში საცრით.
მატეს სარგებელი შესამჩნევი იქნება, მისი მომზადება კი საკმაოდ მარტივია, თუ კარგად გაიცნობთ მის თვისებებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.