მორჩები ცოცხალი ფერმენტებია, რომლებიც თქვენს ორგანიზმზე სასწაულად მოქმედებს. ისინი უამრავი დაავადებისგან განგკურნავენ და სხეულს გაახალგაზრდავებს, გაგათავისუფლებთ ჭარბი წონისგან.
გაღვივებული ხორბლის ძალა და სარგებელი ძველი დროიდან ცნობილია. მორჩებით დიდი ხნის მანძილზე იკვებებოდნენ იმპერატორები, ჯადოქრები, ძველი ბრძენი ხალხი, მდიდრები, იოგები, დღეგრძელები და კოსმონავტებიც კი.
ხორბლის, სელის, ქერის, ლუცერნის, მდოგვის, გოგრის, მზესუმზირის, ამარანტი, ნუტისა და მაჩეს მორჩებს მაქსიმალური ბიოენერგია აქვს. ისინი ორგანიზმს უმაღლესი ფაზის აქტიურობას ანიჭებს. ასეთ საკვებს ცოცხალს ან "ახალგაზრდობის ელექსირს" უწოდებენ.
ყველაზე ჯანსაღი კვება
Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ ამ უძველესი გამაჯანსაღებელი საშუალების სასარგებლო თვისებებზე. აი ისიც - დღეგრძელობის რეცეპტი.
- ვიტამინების ბუმი
გაღვივებული ხორბალი შეიცავს უდიდესი რაოდენობის ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ყველა შეუცვლელ ამინომჟავას. ამასთან, მთელი ეს სიმდიდრე ჩვენი ორგანიზმისთვის მოსახერხებელ, ბუნებრივ ფორმაშია, აფთიაქის პრეპარატებისგან განსხვავებით. - ახალგაზრდობის წყარო
თესლის მორჩები გეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით. ისინი არამხოლპდ გარეგნულად გაახალგაზრდავებთ, არამედ ორგანიზმში ყველა ორგანოს აძლევს სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალებას. - გამძლე იმუნიტეტი
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მორჩებშია, აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. ცნობილია, რომ მორჩებით კვება გეხმარებათ სიმსივნური უჯრედების შეჩერებაში. - ნერვული სისტემა
ასეთი კვება დაგეხმარებათ ემოციური ფონის დარეგულირებაში. შეამცირებს დეპრესიულ და მშფოთვარე მდგომარეობას, აამაღლებს განწყობას, ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას. - ინტიმური ჯანმრთელობა
მამაკაცებში უმჯობესდება პოტენცია, ქალბატონებში კი რეგულირდება მენსტრუალური ციკლი და ჰორმონალური ბალანსი. ქრება ისეთი დაავადებები, როგორიცაა მასტოპათია. - მყარი სისხლძარღვები
რაციონში ცოცხალი საკვების მიღება არეგულირებს წნევას, ამცირებს მეტოდამოკიდებულებას, გაშორებთ ვეგეტოსისხლძარღვულ დისტონიას. - შესანიშნავი მხედველობა
ახლომხედველობის შემთხვევაშიც კი, ნივთიერებები, რომლებიც მორჩების შემადგენლობაში შედის, გეხმარებათ მხედველობის საგრძნობლად გაუმჯობესებაში და სათვალეების დავიწყებაშიც კი! - სილამაზე
სამუდამოდ ახალგაზრდა ლიზ ტეილორი და მომხიბვლელი ჯეინ ფონდა რაციონის დიდ ნაცილს მორჩებს უთმობენ.
მათ მაგალითს მიბაძა ბევრმა ტოპ-მოდელმა, ვინაიდან მათი სახის ლამაზი კანი, თეთრი კბილები, ელასტიური კანი და მოვლილი თმა სჭირდებათ. - წონაში კლება
ეცადეთ, საუზმეზე მორჩები მიირთვათ. ისინი ორგანიზმს ყველა აუცილებელი ნივთიერებით გაამდიდრებს, მოგაზღვავებთ ენერგიას და დღის განმავლობაში მადასაც დაგიქვეითებთ. - ძალა და სიფხიზლე
როცა ადამიანი სრულყოფილად იკვებება, იგი თავს იდეალურად გრძნობს. ყველა, ვინც რეგულარულას მოიხმარს მორჩებს, აღნიშნავს ძალის მოზღვავებას.
მორჩები თერმული დამუშავების გარეშე უნდა მიიღოთ, დაუმატოთ სალათს ან უბრალოდ უმად მიირთვათ. ასევე, შეგიძლიათ მირთვათ იგი პურთან ერთად, ფაფაში ან სუპებში. მთავარია, მიიღოთ იგი ყოველდღე და კარგი განწყობა გარანტირებული გაქვთ.