უკვე ყველას მიერაა დამტკიცებული, რომ ხელოვნური ჰორმონები გაცილებით მტკიცედ და ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ფიტოესტროგენები - მცენარეული ჰორმონები. ამიტომ, უმჯობესია მათი მიღება საკვები პროდუქტებისგან, ვიდრე მკურნალობის კურსი სამედიცინო პრეპარატებით გაიაროთ. Rchevebi.com-ის რედაქცია გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლებიც ესტროგენებითაა მდიდარი.
ესტროგენები პროდუქტებში
- სელის თესლი
ეს საუკეთესო პროდუქტია ლიგნანების ჯგუფის მცენარეული ჰორმონების რაოდენობით, რომლებსაც ესტროგენული აქტივობა გააჩნიათ. ასევე, სელის თესლი კარგია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის, ორგანიზმის გაწმენდისთვის და აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება.
სელის თესლი უნდა მიიღოთ დაფქული სახით, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ისინი, შეგიძლიათ, დაუმატოთ ფაფებსა და დესერტებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური ნორმა ორგანიზმისთვის დღეში 2 ს.კ.-ა.
პროფილაქტიკისთვის საკმარისია 1 ჩ.კ. დაფქული თესლი დღეში. მცენარეული ჰორმონი ლიგნანი, ასევე, შედის სეზამისა და მზესუმზირის მარცვლების შემადგენლობაშიც. - პარკოსანი მცენარეები
ქალბატონებისთვის სასარგებლოა ბარდის, ოსპის, სოიოსა და ლობიოს მირთმევა. სოიოში დიდი რაოდენობით იზოფლავანოიდებია - ეს ფიტოესტროგენების კიდევ ერთი სახეობაა.
თუმცა, ვინაიდან სოიო, ხშირად, გენმოდიფიცირებულია და მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაასკვნეს, რა ოდენობითაა იგი სასარგებლო, მედიკოსები გვირჩევენ მის ჩანაცვლებას ოსპით. მასში დიდი რაოდენობით ცილაა, გამოიმუშავებს სეროტონინს, რომელიც გათავისუფლებთ დეპრესიისგან. ქალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მოამზადეთ მისგან ფაფები, სუპები და სალათები. - ყავა
რამდენიც არ უნდა იკამათონ ყავის მავნებლობაზე, იგი ქალისთვის სასარგებლოა! მხოლოდ, იგი უნდა დალიოთ სუფთა სახით ან დარიჩინთან ერთად, არაუმეტეს 300 მლ დღეში. ქალებში, რომლებიც მას ყოველდღიურად მიირთმევენ, ესტროგენის დონე 70%-ით მაღალია, ვიდრე სხვა დანარჩენებში. გაითვალისწინეთ, რომ ესტროგენის სიჭარბეც ხელს უშლის გახდომას. ამიტომ, დიეტის პერიოდში ყავა რაციონიდან უნდა გამორიცხოთ. - გარგარი
გარგარში, სხვა ნებისმიერ ხილთან შედარებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ლიგნანებიამ რომლებიც დადებითად მოქმედებს ქალის ჰორმონალურ ფონზე. საინტერესო ფაქტი: ხუნძის ცნობილი ხალხი, რომელმაც სახელი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით გაითქვა, მთავარ საკვებად უმ ან დაჩირებულ გარგარს მიირთმევდა მთელი წლის განმავლობაში. თქვენც ასევე მოიქეცით, მაგრამ მოწამლვის თავიდან ასაცილებლად ნუ შეჭამთ უზომოდ ბევრს.
ლიგნანები, ასევე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტშიც მოიპოვება. თუმცა, მეცნიერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თანამედროვე ხორცისა და რძის 90% უკვე ჰორმონების დანამატებსა და სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატებს შეიცავს, რომლებიც ცხოველთა სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, რაციონიდან მათი გამორიცხვა აუცილებელი არაა, მაგრამ ესტროგენების დონის მოსამატებლად ნუ მიიღებთ. - ბალახეული
ბალახების უმრავლესობას გამოიყენებენ როგორც ტრადიციულ, ისე ხალხურ მედიცინაშიც. მაგრამ, ანთებისსაწინააღმდეგო, შარდმდენი და ანტიოქსიდანტური თვისებების გარდა, ზოგიერთი მცენარე ცნობილია იმითაც, რომ მდიდარია ესტროგენებით. ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება: ჟენშენის ფესვი, სალბი, სვია, არნიკა, გვირილა, ცაცხვი, ძირტკბილას ფესვი. მიირთვით მათი ნახარშები ან ჩაი და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა დიდხანს.