მაგრამ ამქვეყნად არსებობს ერი, რომელიც ყველა უსიამოვნების მიუხედავად ჯანსაღი და ცოცხალია. ტიბეტელი ბერები უჩვეულო ადამიანები არიან, რომელთა ასკეტიზმი, ჯანმრთელობა და სულის სიმტკიცე აღფრთოვანებას იწვევს.
ტიბეტში ყველაფერი ჩვეულებრივი და ამავდროულად უჩვეულოა. დაუნდობელი კლიმატური პირობები, მცხუნვარე მზე, ქარი და ქვიშიანი ნიადაგი ადგილობრივი მოსახლეობის სამზარეულოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ვერ, მაგრამ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. "რჩევების" რედაქცია ტიბეტელი ხანგრძლივი მოსახლეების საყვარელი პროდუქტის შესახებ გიამბობთ, რომელიც ჩვენს მაღაზიებში თეთრები ღირს, მაგრამ რატომღაც დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს.
ქერის ფაფა წყალზე
ქერი დედამიწაზე უძველესი მარცვლეულია, მაგრამ კაცობრიობამ ქერის მარცვლეული ხორბლის პროდუქტებით ჩაანაცვლა, ქერის ფაფა კი სპაგეტით და ბურღულეულით. თავად ქერი მსხვილფეხა საქონლის და ქათმების საკვები გახდა. და ტყუილად, რადგან ის საკვები ნივთიერებებით მდიდარი შეუფასებელი წყაროა, რომლებიც ადმიანს ორგანიზმის ზრდის, განვითარების და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სჭირდება.
ტიბეტელები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ქერის მარცვლეულის ფაფა საუკეთესო აკმაყოფილებს სხეულის მოთხოვნილებებს, მუხტავს ენერგიით, სხეულს მსუბუქს ხდის, გონებას კი მახვილს.
ქერის მარცვლეული სასარგებლო უჯრედისებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინების გამოდენვნას და მონელების პროცესის ნორმაში მოყვანას ხელს უწყობს. ნახშირწყლებით მდიდარი ქერის ფაფა დილიდან ენერგიით დაგმუხტავთ, ამ კერძისს სისტემუტი გამოყენება ალერგიისგან გაგათავისუფლებთ და მეტაბოლურ პროცესებს დააჩქარებს.
ქერის ძვირფასი მარცვლეული შეიცავს ლიზინს, რომელსაც ანტივირუსული ეფექტი აქვს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. გსურთ ნაოჭების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ? შეიყვარეთ ქერის ფაფა! ამასთან ქერის ყველა მარცვლეული ყველაზე დაბალკალორიული 100 გრ - 320 კკალ.
გასაკვირი არაა, რომ ბრძენი ბერები ქერს პატივს სცემენ და თავის არც თუ ისე მდიდარ რაციონში ჩაამატეს. ბევრი იტყვის, რომ ეს საუკეთესო ცხოვრებისგან არაა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბერებმა რაღაც იციან! ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივი ქერის ფაფას მომზადებას, როგორც მას ტიბეტის მთებში ამზადებენ. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ სარგებელი.
ქერის ფაფა ტიბეტელი ბერებისგან
- ერთი ჭიქა ქერი მშრალ ტაფაზე შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- ამ დროს 2 ჭიქა წყალი აადუღეთ. როცა ქერის მარცვლეული შეიწვება, ღრმა კერამიკის ჭურჭელში გადაიტანეთ და მდუღარე წყალი დაასხით.
- ფაფას მარილი გემოვნებით მოაყარეთ და პირსახოცში გაახვიეთ. ქერის ფაფა ცოტა ხანს უნდა გააჩეროთ.
- როცა ქერის მარცვლეული დაყენდება, დაუმატეთ ცოტა კარაქი, მარხვის დროს მცენარეული ზეთი.
- ცხელი ქერის ფაფა მაგიდაზე გაიტანეთ. ასეთ საკვებს მწვანე ჩაი კოჭით და თაფლით მიაყოლეთ, დესერტად კი გარგარი ჭამეთ.
თუ საკუთარ თავს ქერის ფაფის სიყვარული ვერ აიძულეთ, არსებობს კიდევ ერთი რეცეპტი შესანიშნავი ტიბეტიდან, მაგრამ ბრინჯით!
ბრინჯის ფაფა ბერებისგან
- ერთი ჭიქა ბრინჯი გარეცხეთ და მოხარშეთ.
- ბრინჯს ნახევარი ჭიქა დაქუცმაცებული კაკალი ამდენივე ქიშმიში და ცოტა თაფლი დაუმატეთ.
- ყველაფერი კარგად შეურიეთ, თბილად შეფუთეთ და ერთი საათით დატოვეთ. გემრიელი და ჯანსაღი საკვები მუშაობის დროს მზადაა.
ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ ქერის ფაფა და მიირთვათ ის. მიირთვით ქერი, როგორც გარნირი, დაუმატეთ სალათებს, მოამზადეთ ტკბილეული საუზმეზე ან მარილიანი სადილად - მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია, შეიყვაროთ ეს მარტივი, მაგრამ სასარგებლო პროდუქტი.
მე, მაგალითად, ქერს არასდროს ვღებულობდი, მაგრამ დღეიდან მომზადებას დავიწყებ. თქვენ გიყვართ ქერის ფაფა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.