ერთი თვის წინ, ინტერნეტში რამდენიმე ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, დათომ დაიწყო ფისტის ნაჭუჭების შეგროვება ცალკე თასში. როცა გავიგე, რისთვის სჭირდებოდა ამის გაკეთება - გავოცდი და ახლა მეც ასევე ვიქცევი.
საკუთარი ხელებით დამზადებული დეკორაცია სახლისთვის
როგორც აღმოჩნდა, ფისტის ნაჭუჭი ხელოვნებისთვის შესანიშნავი მასალაა. მარტივი, მაგრამ, ჩემი აზრით გენიალური იდეაა 6 ნაჭუჭით საპნის დასადგამის გაკეთება.

აი, როგორ გამოიყურება ეს.

ასევე, შეგიძლიათ ნაჭუჭი ოთახის მცენარეების დრენაჟად გამოიყენოთ.

Rchevebi.com-ის რედაქციამ მოამზადა მასტერ-კლასი სახლის დეკორაციების დასამზადებლად.
- ჩემმა ქმარმა რაღაც ამდაგვარი გააკეთა სახლში. ახლა ნახეთ, როგორ მკვეთრად და უჩვეულოდ გამოიყურება ჩამრთველები ინტერიერში. 
- დასაწყისისთვის დაგჭირდებათ ფისტის ნაჭუჭები. წინასწარ უნდა მოამზადოთ იგი: გარეცხოთ კარგად და მოაშოროთ მარილი თუ სიბინძურე. 
- ნაჭუჭების გასაშრობად დაალაგეთ ისინი გაზეთზე, გაშრობის შემდეგ კი შეღებეთ ისინი აეროზოლით. ეცადეთ, მაქსიმალურად მსუბუქად დააჭიროთ მას, თორემ ნაჭუჭები მთელს ოთახში გაიფანტება. შეღებეთ ყველა დეტალი მომავალი დეკორისთვის. 
- დარწმუნდით, რომ საღებავი ნამდვილად გაშრა. 
- ასევე, შეგიძლიათ ნაჭუჭები ხელით შეღებოთ სხვადასხვა ფერში.  
- იმისათვის, რომ ნაჭუჭები კედელს მიაწებოთ, დაგჭირდებათ ორმხრივი სკოჩი, მაკრატელი და მოთმინების უნარი. 
- ვუალა, ჩვენი დეკორაცია მზადაა. როგორ მოგწონთ შედეგი? 
- გამოიყენეთ აკრილის საღებავები ხის დასახატავად, რომელზეც ჩვენი ჩიტები ისხდებიან. 
- შესანიშნავი იდეა მოზრდილი ბარათის გასაკეთებლად ვალენტინობის დღეს.  
- ასეთი დეკორატიული ვარდების შექმნისთვის დიდი შრომა და მოთმინება დაგჭირდებათ, მაგრამ შედეგი ამად ღირს! 
- და როგორ მოგწონთ ასეთი მასტერ-კლასი მოდური და უჩვეულო ყელსაბამისთვის?  
- ფისტის ნაჭუჭისგან მიიღებთ ორიგინალურ ნაკეთობებს, რომელიც ნებისმიერ ოთახს მოუხდება.
 ასეთი ხის შესაქმნებლად დაგჭირდებათ პლასტილინი, რომელსაც დაამრგვალებთ და შემდეგ ნაჭუჭებს ჩაარჭობთ. ნამდვილი ტოტები ხის ღეროს მაგივრობას გაწევენ. 
- ასეთი ჩარჩო კი შეგიძლიათ ბავშვებს გაუკეთოთ. 
- მოდური და გემოვნებიანია, არა? 
- ძალიან მინდა ასეთივე მოდური და ორიგინალური ყელსაბამი ფისტის ნაჭუჭებისგან. 
- კიდევ რამდენიმე მაგალითი ხის მსგავსი დეკორაციისა. 
- ასეთი ლარნაკი ეკოსტილის მოყვარულებს მოეწონებათ. დაგჭირდებათ დრო, რათა საკმარისი ოდენობის ნაჭუჭი შეაგროვოთ. სთხოვეთ ახლობლებს ამაში დახმარება. ასევე, კაფეშიც შეგიძლიათ ითხოვოთ. 
 
                 
        

