დაგჭირდებათ:
- 30 გრ დაფნის ფოთოლი
- 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
მომზადების და გამოყენების წესი:
დაფნის ზეთის მოსამზადებლად უნდა აიღოთ დაფნის ფოთოლი და დააქუცმაცოთ, დაასხათ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და დადგათ სიბნელეში. ყოველდღე კარგად შეანჯღრიეთ. დაახლოებით 2 თვე უნდა იდგეს. შემდეგ გადაწურეთ, ერთი წამოადუღეთ და მზად არის. შეაზილეთ ავადმყოფს დაზიანებულ კიდურებზე.
ინსულტის ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად კარგია, თუ ადამიანი ყოველ დილა-საღამოს შეჭამს ერთ კბილ ნიორს და დააყოლებს ერთ ჩაის კოვზ თაფლს. პარალიზებულებისთვის ასევე კარგია მწვანე ჩაი, მაგრამ მისი მიღება უნდა მოხდეს აუცილებლად არტერიული წნევის კონტროლით.