» » » ნაგვის ურნაში კი არა, სამკურნალო ნაყენში: კაკლის ნაჭუჭი მთელი ოჯახისთვის ფასდაუდებელი საშუალებაა

ნაგვის ურნაში კი არა, სამკურნალო ნაყენში: კაკლის ნაჭუჭი მთელი ოჯახისთვის ფასდაუდებელი საშუალებაა

ნიგოზის სასარგებლო თვისებებზე ყველას სმენია, მაგრამ ვის გაუგია კაკლის ნაჭუჭის ან კანის სარგებელზე? ნაჭუჭი ეს, ერთი შეხედვით, უსარგებლო ნაწილი ხომ დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ძველი დროიდან გამოიყენება სამკურნალო ნაყენებისა და სიროფების დასამზადებლად. ყრით თხილის ნაჭუჭს ნაგვის ურნაში - ყრით პოტენციურ სარგებელს!

დღეს, რჩევების რედაქცია გასწავლით კაკლის ნაჭუჭებისგან ნაყენის მომზადებას, რომელიც გიხსნით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისგან, დაგეხმარებათ გაცივებისა და უძილობის დროს.



ბერძნული კაკლის ნაჭუჭი
ჰიპერტონიის მქონეთათვის, ნაჭუჭის ნაყენი ნამდვილი ხსნაა, რადგან იგი არეგულირებს წნევას და წმენდს სისხლძარღვებს. ამ ნაყენის მომზადება საშინაო პირობებში მარტივია.



ინგრედიენტები
  • 15 კაკალი (გვჭირდება მხოლოდ ნაჭუჭი, გულის გარეშე)
  • 0.5 ლ არაყი



მომზადება და გამოყენება
  1. გაწმინდეთ ნაჭუჭი გულისგან, გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. მოათავსეთ სუფთა ნაჭუჭი შუშის ქილაში და დაასხით არაყი.


  3. ამ ჭურჭელს დაახურეთ ნეილონის თავსახური და მოათავსეთ მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 14 დღით.

  4. ნაყენი მზადაა. მიიღეთ დილით 1-2 ს.კ. ჭამამდე 30-60 წუთით ადრე. ნაზავი წმენდს სისხლძარღვებს, გვეხმარება სასუნთქი გზების განკურნებაში. გამოიყენება ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის.


ყალმუხეთში ძველი დროიდან ამზადებენ მოსადუნებელ და დამამშვიდებელ ნაყენს ბერძნული კაკლის ნაჭუჭისგან, რომლებიც გიხსნით უძილობისგან. ამისთვის, კაკლის გასუფთავებულ ნაჭუჭებს ხარშავდნენ 30-40 წუთით რძეში. ასეთი ნაყენის ნახევარი ჭიქა დაწოლამდე მათ მშვიდ და უშფოთველ ძილს ჩუქნიდა.



კაკლის ნაჭუჭების ნახარში წყალზე დღემდე გამოიყენება კანის პრობლემების სამკურნალოდ. საკმარისია, მოათავსოთ ნაჭუჭი წყალში და აადუღოთ. ჯერ კიდევ ცხელი ნახარშიც გაიწმინდეთ კანის პრობლემური ნაწილები.

ბერძნული კაკალის მწვანე კანს უფრო მეტი გამოყენება აქვს. განსაკუთრებით აქტუალურია იგი ახლა, როცა კაკლის სეზონი იწყება. მისი კანი გვეხმარება კუჭის მოუნელებლობისა და გრიპის დაავადებების დროს. მისგან სამკურნალო ლიქიორსაც კი ამზადებენ.



სწორედ ახლაა დრო, მოიმარაგოთ მწვანე კაკალი და მისგან სხვადასხვა პროდუქტი მოამზადოთ. ჩვენ მოგიყვებით ყველაზე გავრცელებული პრობლემის, გრიპის მკურნალობის შესახებ, კაკალის გამოყენებით.

ინგრედიენტები
  • 0.5 ლ ბერძნული კაკალის მწვანე კანი
  • 0.3 ლ ახალი თაფლი


მომზადება და გამოყენება
  1. ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი მწვანე კანი (ნიგოზის გარეშე).
  2. დაასხით თაფლი და მჭიდროდ დააცეთ ნეილონის თავსახური.
  3. გააჩერეთ ბნელ ადგილას. 2-3 კვირაში ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად.
ერთი ჩ.კ. ასეთი ნაყენი ცხელ ჩაისთან ერთად, დაგაძლევინებთ საშემოდგომო გრიპს. ამიტომ, დაიწყეთ კაკალის მომარაგება ახლავე, რათა მზად იყოთ ყოველგვარი უსიამოვნებისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.