» » » შაკიკის მკურნალობა გამოცდილი სახალხო მკურნალების რჩევებით...

შაკიკის მკურნალობა გამოცდილი სახალხო მკურნალების რჩევებით...

"... რამდენიმე ათეული წლებია, რაც სხვადასსხვა ბალახების ნაკრებს ვაკეთებ. ბევრი ადამიანისთვის მიმკურნალია. მინდა გირჩიოთ რამდენიმე რეცეპტი შაკიკის სამკურნალოდ.

  • შაკიკის შეტევის დროს დაღეჭეთ ანისულის თესლები.

  • მიიღეთ ჭამის დროს ვალერიანის ძირების ნახარში: 2 ჩ/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ვალერიანის ძირებს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გავწუროთ, შევავსოთ საწყის მოცულობამდე და მივიღოთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში.

    მოვამზადოთ შემდეგი ნაკრების ნაყენი:

    1) თანაბრი რაოდენობით შევურით ერთმანეთს კუნელის ყვავილი, პიტნის და გველის სუროს ფოთოლი, ვალერიანის ძირები და შავბალახას ბალახი.

    2)კუნელის ყვავილი, პიტნის ფოთოლი, გველის სურო, ვალერიანის ძირები, ასკილის ნაყოფი და ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილი შევურიოთ ერთმანეთს ასეთი პროპორციით - 16:10:10:20:34:10 (წილი).

  • სასარგებლოა ვღეჭოთ სააფთიაქო გვირილას ხმელი ყვავილების ფხვნილი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (0,2 გრ).

  • დავიზილოთ შუბლი და საფეთქლები იასამანის ყვავილებით მომზადებული მალამოთი: 2 ს/კ დაქუცმაცებული ყვავილი კარგად გავსრისოთ 2 ს/კ კარაქში.

იმედია, ამ საშუალებიდან რომელიმე გიშველით."

სპეციალისტის კომენტარი:
ანისულის მოქმედებას საფუძვლად უდევს ეთერზეთების არსბეობა. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება, სხნის თავის ტკივილს და დეპრესიას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, შლის შარდის ბუშტის და თირკმლის კენჭებს.

ქრისტესისხლას გააჩნია დამამშვიდებელი, გამწმენდი, სპაზმოლიზური და ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება.

იასამანის ყვავილს გამოაქვს სიცხე და აწყნარებს თავის ტკივილს შაკიკის დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.