მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებამ ადამიანებს უამრავი დაავადების განვითარების საშუალება მისცა, ახალგაზრდობის გახანგრძლივება და უკვდავობის მინიჭება მათ ძალებს აღემატება. სამაგიეროდ, დაბერების პროცესი საკმაოდ კარგადაა ცნობილი იმისთვის, რომ განვიხილოთ, თუ ცხოვრების როგორი სტილი დაეხმარება ადამიანს ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში.
ადამიანთა სიბერე
ადამიანის ცხოვრების სტილი ერთ-ერთი ფაქტორია დაბერების სიჩქარის განსაზღვრისას. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, მაგალითად, იმ დღეს, როცა სკოლის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ კლასელები იკრიბებიან, უმრავლესობა კი ასაკზე უფრო მოხუცად გამოიყურება.
ვიღაც დაავადებებმა შეაწუხა, ვიღაც მთელი ცხოვრება მძიმედ მუშაობდა, ვიღაც მავნე ჩვევებს მიეძალა. მაგრამ, ეს ადამიანები არამხოლოდ სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, არამედ სხვადასხვანაირადაც გრძნობენ თავს. თითოეულ მათგანს საკუთარი ინტერესები და მიზნები აქვს, რომლებიც იმდენად არაა დამოკიდებული ასაკთან, როგორც შეგრძნებებთან.
-"პლასტიკური ოპერაცია ახალგაზრდა სახის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, მაგრამ სულსა და გულში, ძალითა და კუნთებით თქვენ მაინც მოხუცი იქნებით." - ამბობს ექიმი ალექსანდრე მასნიკოვი.
იგი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდობა ჩვენში ცხოვრობს, გარეგნულად კი მხოლოდ საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებას ვხედავთ. ცხოვრების სტილი განსაზღვრავს დაბერების სიჩქარეს და შედგება ჩვევებისგან - მათგან, რის კეთებასაც ადამიანი მიეჩვია.
მასნიკოვის აზრით, შემდეგი ჩვევები შეძლებს ჩვენი ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად:
- სპორტი
ნებისმიერს შეუძლია დაკავება თავისი შესაძლებლობების მიხედვით. სპორტი ხომ მაინცდამაინც ფეხბურთი, ჰოკეი ან ბოქსი არაა. ფიზიკურად მოუმზადებელი ადამიანებისთვის, ფხიზელი ნაბიჯით სეირნობაც კი საკმაო ფიზიკურ დატვირთვად ითვლება. მთავარია, ამ ყველაფერს რეგულარული სახე ჰქონდეს. - პოზა და მოთელვა
შორიდან მომავალი ადამიანის დანახვისას, მაშინ, როცა ვერ არჩევთ მის ტანსაცმელსა და თმას, ფიგურის მიხედვითაც შეგიძლიათ მის ასაკზე მსჯელობა. მოხრილი, მოტეხილი ფიგურა ახალგაზრდას არ უნდა მიაკუთვნოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ასაკით არც ისე მოხუცია. - უარის თქმა მავნე ჩვევებზე
აქ არამხოლოდ სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა მოიაზრება. მავნე ჩვევები გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ტკბილეულის უკონტროლო ყლაპვა ან ფრჩხილების კვნეტა. - ჩირი და თხილი
მავნე ტკბილეულსა და ორცხობილებზე უარის თქმა ჩირისა და თხილის სასარგებლოდ - კიდევ ერთი ნაბიჯია ახალგაზრდობის გასაახალგაზრდავებლად და ფიზიკურად ლამაზი ფორმის შესანარჩუნებლად. - თვითგანვითარება
ცხოვრების აქტიური წესი, ახალი სფეროებით დაინტერესება, მეტი კონტაქტი და გახსნილობა სხვა ადამიანებთან აუცილებელია გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკისთვის. - ჯანსაღი ძილი
სრულყოფილი დასვენების გარეშე, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად იფიტება. ჯანმრთელობის, ახალგაზრდობისა და ხალისის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ დაამყარებთ ბალანსს სამსახურსა და დასვენებას შორის. - სეირნობა სუფთა ჰაერზე
ადამიანები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა რაიონში ცხოვრობენ, გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებიან თავიანთ ასაკში. ნაწილობრივ, ეს დაკავშირებულია სუფთა ჰაერთან, რომელსაც ისინი რეგულარულად მოიხმარენ. სეირნობისას სასარგებლოა არამხოლოდ მოძრაობა, არამედ სუფთა ჰაერიც, რომელსაც პარკსა და ტყეებში გაცილებით დიდი რაოდენობით შეხვდებით, ვიდრე ბინაში. - მზის სხივების კონტროლი
მზის გულზე ხშირი ყოფნა იწვევს კანის პრობლემებს ან არსებულის გაუარესებას. ამიტომ, მზის აბაზანები უნდა მიიღოთ ზომიერად, დილით ადრე და საღამოს. - პოზიტიური განწყობა
ადამიანები, რომლებიც ყველაფერში დადებით ნიუანსებს ეძებენ, ნაკლებად აღელვებთ მცირე უსიამოვნებები, მომავლის იმედი აქვთ, უფრო მეტს იღიმებიან და დეპრესიას არ ექვემდებარებიან, იზიდავენ სხვებსაც, ამიტომაც, ცხოვრება გაცილებით ხალისიანად და უდარდელად გადის, რაც გარეგნობაზეც აისახება. - ცხოვრებით ტკბობა
ვინც საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს, იგი უსმენს თავის ორგანიზმს და იქცევა ისე, როგორც სწორედ მას სჭირდება. ამიტომაც, ასეთი ადამიანი მარტივად ინარჩუნებს ახალგაზრდობას და ტკბება კარგი, ღირსეული და ხანგრძლივი ცხოვრებით.