» » » აგარაკიდან 1 კალათა მარწყვი წამოვიღე, გუშინ ყველაზე საზაფხულოდ დესერტი მოვამზადე! ყველაფერზე 30 წუთი დამჭირდა, 300 გრ კენკრა და 100 გრ პეჩენია. 

აგარაკიდან 1 კალათა მარწყვი წამოვიღე, გუშინ ყველაზე საზაფხულოდ დესერტი მოვამზადე! ყველაფერზე 30 წუთი დამჭირდა, 300 გრ კენკრა და 100 გრ პეჩენია. 

ბოლოს და ბოლოს გემრიელი მარწყვის სეზონი დადგა! ტრადიციულად კენკრას არაჟანთან და შაქართან ერთად მიირთმევენ, კომპოტებს ამზადებენ, პეროგებს აცხობენ და ტკბილი მარწყვისგან უჩვეულო წვნიანებსაც კი ამზადებენ. რა მაგარია, როცა ხელთ 1 კალათა მარწყვი და შესანიშნავი რეცეპტი გაქვთ, რომ ამ კენკრისგან გემრიელი და მარტივი დესერტი მოამზადოთ. 



"ღმერთო ჩემო, როგორი გემრიელი ტორტია! - აღფრთოვანებულებმა ყველამ ერთად ვიყვირეთ "რჩევების" რედაქციაში და მტკიცედ გადავწყვიტეთ მკითხველებისთვის სასაცილოდ მარტივი რეცეპტი გაგვეზიარებინა. ხელები აიკაპიწეთ და ინგრედიენტები მოამზადეთ - დღეს კულინარიული წიგნი შეივსება. 

მარწყვის დესერტი

ინგრედიენტები

  • 300 გრ მარწყვი

  • 100 გრ პეჩენია

  • 400 გრ ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე

  • 1,5-2 ფილა ნატურალური შოკოლადი

  • 10 გრ მშრალი ჟელატინი

  • 50 მლ წყალი


1. 1 შეფუთვა ჟელატინს (10 გრ) ცივი წყალი დაასხით, კარგად აურიეთ  და შეფუთვაზე მითითებული დროით დატოვეთ. 



2. მარწყვი გარეცხეთ და თხლად დაჭერით. ღრმა მრგვალ თასს საკვები ცელოფანი მოახვიეთ. ზემოდან ერთ ფენად მარწყვი ჩაყარეთ და დროებით დატოვეთ. 



3. კრემის მომზადებას შეუდექით! შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ და იოგურტს შეურიეთ. თუ კრემი საკმარისად ტკბილი არაა, ცოტა შაქრის პუდრა დაუმატეთ. 



4. გასქელებული ჟელატინი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე გაადნეთ. არავითარ შემთხვევაში არ გააცხელოთ, რადგან ის თავის თვისებას დაკარგავს. გამდნარი ჟელატინი კრემს დაუმატეთ და კარგად აურიეთ! მზადაა!



5. აიღეთ თასი, რომელში მარწყვი მოათავსეთ, ზემოდან კრემი მოასხით, შემდეგ კი პეჩენიის ფენა. შეგიძლიათ ნებისმიერი პეჩენია გამოიყენოთ. როგორც გაგიხარდებათ, ისეთი აირჩიეთ. შემდეგი ფენა კვლავ კრემი. შემდეგ მარწყვი. ასე ფენებად დააწყვეთ კრემი, მარწყვი და პეჩენია სანამ ფორმაში ადგილი დარჩება, ზემოთა ფენა აუცილებლად პეჩენია უნდა იყოს. 



6. მომზადებული დესერტი მაცივარში 3 საათით შედგით. შეგიძლიათ მთელი ღამე დატოვოთ. როცა დესერტი გაცივდება, კერძი თეფშზე გადმოიტანეთ, წინასწარ ამოატრიალეთ, საკვები ცელოფანი მოაშორეთ და მაგიდაზე გაიტანეთ. 



ნახეთ, რა გემრიელად გამოიყურება სახლში მომზადებული მარწყვის ტორტი გამოცხობის გარეშე! 



ეს ვიდეო რეცეპტი!



გემრიელი მარწყვის ტორტი გულგრილს ვერც დიდებს და ვერც პატარებს ვერ დატოვებს. გემრიელი, რბილი, მსუბუქი... როგორი მარტივი მოსამზადებელია! და არ დაგავიწყდეთ საზაფხულო მარწყვის დესერტის რეცეპტი მეგობრებს გაუზიაროთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.