» » » ასპირინის პილინგი ტერფებისა და ქუსლებისთვის მოხერხებული პენსიონერი ქალბატონისგან

ასპირინის პილინგი ტერფებისა და ქუსლებისთვის მოხერხებული პენსიონერი ქალბატონისგან

ზაფხული მიიწურა, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ დაივიწყოთ ფეხის ტერფების მოვლაზე. ბოტასები, კედები, კლასიკური ფეხსაცმელი, ჩექმები - ფეხსაცმელები, რომლებსაც ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ვიყენებთ. იცოდით, რომ სწორედ ვიწრო ფეხსაცმლისა და სითბოში დიდხანს ყოფნის შედეგია ფეხების კანის გაუხეშება, ზოგჯერ, დასკდომაც? ყველაზე საშინელება კი ფეხებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებაა.


ამ არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფეხების პილინგი.

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოვამზადოთ სახლში ეფექტური პილინგი, რომელიც ფეხებს სიგლუვესა და ჯანმრთელობას მიანიჭებს. ხილულ შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ მიიღებთ!


ამ რეცეპტის შესახებ ჩვენ გავიგეთ საყვარელი და მოხერხებული პენსიონერი ქალბატონისგან, რომლის რეცეპტებიც ჩვენს საიტზე არაერთხელ გამოქვეყნებულა.

ფეხების პილინგი
  • 4 აბი ასპირინი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს.კ. ადუღებული წყალი


მომზადება და გამოყენება
  1. დაწურეთ ლიმონის წვენი.


  2. მოხერხებულ ჭურჭელში შეურიეთ ასპირინი, ლიმონის წვენი და წყალი. დაელოდეთ, სანამ ასპირინი გაიხსნება ლიმონის წვენში, მხოლოდ შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. ოთახის ტემპერატურის წყალი.


  3. დაიბანეთ ფეხები და გაიმშრალეთ კარგად.


  4. აიღეთ რამდენიმე ბამბის დისკი, ჩაალბეთ ხსნარში და კარგად გაჟღინთეთ. მიიდეთ დისკები ტერფების დაზიანებულ მონაკვეთზე, შეიხვიეთ ცელოფნით და ჩაიცვით თბილი წინდები.


  5. გაიჩერეთ კომპრესი ნახევარი საათით. შემდეგ გაიხეხეთ ფეხები სპეციალური ქვით.


  6. დაიზილეთ ტერფები 3-5 წუთით. დაიბანეთ სუფთა წყლით. საუკეთესო ეფექტისთვის დაიტანეთ ფეხებზე მკვებავი კრემი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2ჯერ. ეს ბიუჯეტური ნატურალური საშუალება ტერფებს წარმოუდგენელ სინაზეს მიანიჭებს.

ერთხელ მაინც გამოსცადეთ ეს პილინგი და სპა-ეფექტს აუცილებლად შეამჩნევთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.