"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ დაამშვიდოთ კანი მცირე დროში ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით.
როგორ მოვიშოროთ გაღიზიანება
სახესა და მთელ სხეულზე გაღიზიანება როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორით არის განპირობებული. ახლავე აღვნიშნავთ, რომ გარეგანი გამღიზიანებლის არ არსებობის შემთხვევაში, ექიმთან აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევა, ინფექცია, პროდუქტის და სამკურნალო პრეპარატების მოხმარება.
თუ კანზე გაღიზიანება აღმოაჩინეთ, მისი მოქავება ან გამონაყარის გამოდევნა არ ღირს. ასევე გაღიზიანების შენიღბვა არ სცადოთ, განსაკუთრებით სახეზე. დეკორატიული კოსმეტიკა სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
როგორ მოვიშოროთ გაღიზიანება.
1. კბილის პასტა
ჩვეულებრივი კბილის პასტა, განსაკუთრებით ღრძილების დამამშვიდებელი ეფექტით ან მგრძნობიარე კბილებისთვის, № 1 დამხმარე საშუალება არის. გაითვალისწინეთ, რომ თავდაპირველად კანზე რეაქცია უნდა შეამოწმოთ. ამისთვის მაჯაზე მცირეოდენი პასტა წაისვით 5-10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ და კანზე რეაქციას დააკვირდით. თუ ყველაფერი კარგადაა, შეგიძლიათ პასტა გაღიზიანების და კანის სხვადასხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ.
ასე რომ, გაღიზიანებულ კანის ნაწილზე ან მზის პიგმენტურ ლაქაზე კბილის პასტა წაისვით. მენთოლის, ევკალიპტის და სხვადასხვა დამამშვიდებელი ინგრედიენტების არსებობა ხელს შეუწყობს კანის მდგომარეობის ნორმალიზებას, ასევე მზეზე დიდხანს ყოფნისგან გაჩენილი ლაქის შემცირებას. პასტა 5 წუთში ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ აუცილებლად დამატენიანებელი კრემი წაისვით.
თუმცა კბილის პასტა ბოროტად არ გამოიყენოთ, რადგან ის სახის მოვლის პროდუქტად არ ითვლება. ასევე არ გირჩევთ, რომ ბიკინის ზონაში გაპარსვის შემდგომი გაღიზიანების მოსაშორებლად კბილის პასტა გამოიყენოთ.
2. ბალახები
ღირს ყურადღება მიაქციოთ ისეთ ბალახებს, როგორიცაა გვირილა, კალენდულა, ქრისტესისხლა, კრაზანა. ერთ ან რამდენიმე ბალახს მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. შეგიძლიათ გაიწმინდოთ ან სპრეის სახით შეისხათ გაღიზიანებულ ადგილას, კიდევ უფრო კარგია თუ ამ ბალახის ნაყენისგან ყინულებს გააკეთებთ. ზაფხულისთვის უბრალოდ შესანიშნავი საშუალება არის, განსაკუთრებით მწერების ნაკბენის დროს.
ასევე ბალახებისგან შეგიძლიათ კომპრესი გააკეთოთ: ბალახის ნაყენში მარლა ან ბამბის ტამპონი დაასველეთ და გაღიზიანებულ კანზე 15-20 წუთით გაიჩერეთ. ნაყენი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, რომ კანი არ დაითუთქოს ან არ გაიყინოს.
3. კიტრი
კიტრს კოსმეტოლოგიაში აქტიურად იყენებენ, რადგან მას შესანიშნავი მატონიზირებელი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი თვისებები აქვს. თუ კანზე, განსაკუთრებით სახეზე გაღიზიანება გაქვთ, კიტრი გახეხეთ და ფაფა სახეზე 20 წუთით წაისვით. კანი არა მხოლოდ დამშვიდდება, არამედ დატენიანდება.
კიტრის ფაფის ყინულის კუბიკების მომზადება შეგიძლიათ. განსაკუთრებით მამაკაცებს გაპარსვის შემდეგ და ქალებს წარბის ამოღების, სახეზე თმის მოშორების ან გამონაყარის დროს გამოადგებათ.
კანის გაღიზიანების საწინააღმდეგოდ ასეთი მარტივი და მისაღები საშუალებები არსებობს. გირჩევთ მზეზე ნაკლები დრო გაატაროთ, ასევე სინთეტიკური ნივთების გამოყენებაზე უარი თქვით, რომ კანმა ისუნთქოს და ძლიერად არ გაოფლიანდეს.
გვიამბეთ კომენტარებში, თქვენ როგორ იშორებთ კანის გაღიზიანებას. ასევე სასარგებლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ.