» » » სიმინდის ფოთლებისგან დაწნული ეს ხელნაკეთი ნივთები, აუცილებლად დაიპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას

სიმინდის ფოთლებისგან დაწნული ეს ხელნაკეთი ნივთები, აუცილებლად დაიპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას

ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის იპყრობდა და იპყრობს განსაკუთრებული ყურადღებას და გამორჩეული ადგილი უკავია დღესაც.
უმარტივესია სიმინდით წვნა და ამავდროულად, მისგან დამზადებული ნივთები მყარი და ზედმიწევნით პრაქტიკულია.
თუმცა მასაც აქვს თავისი ნიუნსი, რომლის გათვალისწინება აუცილებელია. სიმინდის ფოთოლი თუ ტაროს ფოთოლაკები რამდენადაც კარგად უნდა იყოს გამომშრალი, დიდი ხნით სინესტეში ყოფნის დროს ინვითარებენ ობს. სწორედ ამიტომ, სამუშაოს დაწყების წინ, სიმინდის ბუნებრივი მასალა მოათავსეთ წყლიან ქვაბში, დადგით ცეცხლზე და წყლის ადუღებიდან ხარშეთ 40 წუთის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, ამოიღეთ, დაწკრიტეთ, სათითაოდ გაასწორეთ და გაფინეთ ცალობით გასაშრობად.
მხოლოდ მსგავსი პროცედურის ჩატარების შემდეგ შეგეძლებათ სიმინდისგან ხელნაკეთი ნივთის დამზადება.
მზა, გამომშრალი ტაროს ფოთოლაკებს მოაჭერით უხეში ნაწილები და თითოეული ფოთოლი დაჭერით გრძელ ზოლებად ისე, რომ ერთი ფოთლისგან მიიღო დაახლოებით სამი ცალი, 1.5 სმ. სიგანის ზოლი.
საყვავილე ქოთნის დასამზადებლად აიღეთ ქოთნის ქვესადგამი და ელექტრო ბურღით, მთელი ქვესადგამის რადიუსზე გააკეთეთ ერთმანეთისგან 0.5 - 0.7 სმ-ით დაშორებული ნახვრეტები.

თითოეული სიმინდის ფოთოლაკი ისე გაუყარეთ თითო ნახვრეტში, რომ მათი მოხრის შემდეგ, სიმინდის ფოთლის ორივე მხარე იყოს თანაბრი.
ამის შემდეგ სიმინდის მარცხენა ზოლი მოხარეთ, მიღებულ რკალში გაატარეთ სიმინდის მარჯვენა ზოლი, ხოლო მარცხენა შეაცურეთ მარყუჟში და ამოაყოფინეთ წვერი ანუ აღნიშნული წვნა არის ბალახით გვირგვინების წვნის ანალოგიური.

წვნის დასასრულს, დარჩენილი სიმინდის ზოლები შეგიძლიათ მიაკეროთ ან უფრო მეტი სიმტკიცისთვის დააწებოთ ცხელი სილიკონის წებოთი.
ამავდროულად, მუშაობის პროცესში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მასალა. მაგალითად სურათზე აღბეჭდილი ქოთნებიდან მარცხენას წვნის დროს გამოყენებულია ჩვეულებრივი თუნუქის ქილის გადანაჭერი.

წვნის დროს ყურადღება მიაქციეთ წვნის სიმჭიდროვეს. ის უნდა იყოს თანაბარი, რადგანაც სწორედ წვნის სიმჭიდროვეზე არის დამოკიდებული დასრულებული საყვავილე ქოთნის იერსახე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.