» » » როგორ დავმალოთ ჭარბი კილოგრამები ტანსაცმელში: 7 რჩევა სწორი გარდერობისთვის

როგორ დავმალოთ ჭარბი კილოგრამები ტანსაცმელში: 7 რჩევა სწორი გარდერობისთვის

იცოდით, რომ შოპინგი ქალისთვის საუკეთესო ანტისტრესული მოქმედებაა? თუმცა, ხანდახან, ტანსაცმლის შეძენა კატასტროფას იქცევა, თუ არ იცით, რომელი ტანსაცმელი უხდება თქვენს ფიგურას. ტანსაცმელი, რომელიც გვაცვია, ხაზს უნდა უსვამდეს ჩვენს ფიგურას და დამალოს ნაკლი, რომელიც თავდაჯერებულობას ამცირებს. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს - თუ ნივთი თქვენს ფიგურას არ უხდება, მისი ადგილი ხარადაში არაა!

Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დამალოთ ჭარბი კილოგრამები ტანსაცმლის გამოყენებით.

ქვედა თეთრეული
გაგიკვირდებათ, მაგრა მას შეუძლია ჯადოსნობა თქვენს ფიგურაზე! თუ მოჭერილი ტანსაცმლის ჩაცმა გჭირდებათ, დაგეხმარებათ მაკორექტირებელი თეთრეული. იგი ჭიმავს ღიპს, წამოწევს თეძოებს და გვერდებს შეავიწროვებს. შეარჩიეთ ასეთივე ლიფები. თუ ისედაც დიდი მკერდი გაქვთ, არ გირჩევთ ფუშ-აფებს, იგი ჭარბ წონას მოგიმატებთ.



ორფენიანი ტოპები
დააკვირდით ფოტოს. ხედავთ, როგორაა შევიწროებული წელის ხაზი? მკერდი დიდი და მკვრივი ჩანს, მუცელი კი - ბრტყელი. გარდა ამისა, თუ ფართო გვერდები გაქვთ, მსგავსი მოდელი შეამცირებს მათ.



ქვედა
ბოლოები, შარვლები, ჯინსები, თავისუფალი ქვედა-ბოლოები - არჩევანი ფართოა, მაგრამ აუცილებელია საკუთარი ფიგურის ტიპის გათვალისწინება. თუ ფართო გვერდები გაქვთ, უნდა შეარჩიოთ თავისუფალი შარვალი და მოდელი. ასევე, მოდაშია სწორი ჯინსები, რომლებიც ფარავს ჭარბ წონას ფეხებზე. თუ მუცლის დამალვა გსურთ, შეარჩიეთ მაღალწელიანი მოდელები.



ქამარი
ამ აქსესუართან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ხანდახან ისინი უფრო უსვამენ ხაზს ჭარბ წონას. შეარჩიეთ თხელი ქამრები, რომლებიც აქცენტს წელზე აკეთებს.



ფერი
ყველასთვის ცნობილია, რომ მუქი ფერები ვიზუალურად აჩენს გამხდარს, მაგრამ არა მაინცდამაინც შავი. ყავისფერი, მუქი-ლურჯი, მუქი-მწვანე და ბორდოსფერიც კი - ყველა ეს ტონი მოუხდება ჭარბწონიან ფიგურას. მკვეთრი ელემენტები შეარჩიეთ იმ ზონებისთვის, რომლებზეც არ გაწუხებთ ჭარბი წონა.



ნახატები და ქსოვილი
თუ ქსოვილის დეკორაციაზე ვსაუბრობთ, თავიდან ამოიგდეთ მეტისმეტად გადატვირთული ქსოცილები ან ჰორიზონტალური ზოლები. თქვენი არჩევანია ვერტიკალური ზოლები და მინიმალისტური ნახატები. შავ-თეთრი ფერის ნახატები უფრო ეფექტური გამოჩნდება. მოერიდეთ ატლასისა და პოლიესტერის ქსოვილებს.



სწორი ზომა
რა ბედნიერებაა, რომ მოდაშია ოვერსაიზი - ტანსაცმელი, რომელიც რამდენიმე ზომით დიდია. ვიზუალურად, ეს სხეულს აწვრილებს. თუმცა, თუ არ გინდათ მსგავსი ტანსაცმლის შეძენა, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ ტანსაცმელი თქვენზე პატარა არ იყოს! იგი არ უნდა იყოს შემოტმასნული სხეულის იმ მონაკვეთებზე, რომლებითაც არ ამაყობთ.



გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელი უკვე დიდი ხანია გამოიყენება არამხოლოდ გასათბობად, არამედ მოდური იმიჯის შესაქმნელადაც.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.