მათ ნაცვლად კი პურფუნთუშეულის დამზადების დროს ხმარეობენ ხელოვნურ ვიტამინებს და ამატებენ მარილსაც, რომელიც მტერია გულ-სისხლძარღვთა სისტემის. ამიტომ უკეთესია ვიყიდოთ მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან დამზადებული პურ-ფუნთუშეული II ხარისხის, და არა გამოთეთრებული და ხელოვნური კვებითი დანამატებით გამდიდრებული.
თეთრი ბრინჯი (გაპრიალებული). ის ადამიანები, რომლებიც გადავიდნენ ჯანსაღ კვებაზე, აღარ ხმარობენ მას საკვებში. საქმე იმაშია, რომ გათეთრების პროცესში ბრინჯიდან იკარგება ყველაზე ღირებული - მისი გარსი, მდიდარი ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ამ მიზიზის გამო საჭიროა გამოვიყენოთ მხოლოდ ყავისფერი ბრინჯი. თუ თქვენ დიდი ხანია ხმარობთ თეთრ ბრინჯს, ყავისფერზე გადასვლა უნდა მოხდეს ნელ-ნელა. პატარა რაოდენობით დავუმატოთ იგი თეთრ ბრინჯს.
შაქარი
ვიცით, რომ შაქარს ამზადებენ შაქრის ჭარხლისგან და შაქრის ლერწმისაგან. ცნობილია, რომ ტვინის ძირითადი საკვები შაქარია, მაგრამ არა საწარმოში დამზადებული, არამედ გლუკოზა (ყურძნის შაქარი). შაქრის უკონტროლოდ მიღება იწვევს კარიესს და ისეთ ვერაგ დაავადებას როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი.
ბუნებრივი შაქრით (ფრუქტოზა და გლუკოზა) მდიდარი პროდუქტების მოხმარება ორგანიზმისთვის მხოლოდ სასარგებლოა. იქმნება ბარიერი მავნე ქოლესტერინისათვის.
სწრაფად მოსამზადებელი სუპები
ამ პროდუქტების ერთ-ერთი კომპონენტია სუფრის მარილი. თუ თქვენ გამოიყენებთ მათ, ყურადღებით დააკვირდით მარილის შემადგენლობას პროდუქტში. ამ სუპების გამოყენება გამართლებულია, თუ თქვენ იმყოფებით გზაში ან არ გაქვთ საშუალება ისადილოთ. სამსახურში შესვენებაზე მათი რეგულარულად გამოყენება არ არის სასურველი.
ხორცის ნაწარმი, რომლებმაც გაიარეს სამრეწველო გადამუშავება
ეს ნაწარმი შეიცავს ცხიმების და მარილების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომ არაფერი ვთქვათ კონსერვანტებზე და საღებავებზე, რომლებიც ემსახურებიან ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებას. პროდუქცია გამოიყურება ლამაზად, მაგრამ რა ხნისაა და რა პირობებში ინახებოდა, რომელიც რეგიონიდანაა ჩამოტანილი, ჰქონდა თუ არა დასაკლავ ცხოველს დაავადება ეს გაურკვეველია. ასეთი ხორცპროდუქტების მოხმარების შედეგი პირველ რიგში მასში არსებული მარილის დიდი რაოდენობის გამო არის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის გაზრდა.
ჰიდროგენიზირებული ცხიმი
თუ თქვენ გინდათ იყოთ ჯანმრთელი, უნდა მოერიდოთ ყველა პროდუქტს, რომელთა დამზადებისას გამოყენებული იყო ჰიდროგენიზირებული ცხიმი. როგორც აჩვენა ინგლისელი მეცნიერების ახლანდელმა გამოკვლევამ ამ პროდუქტების გამოყენება ზრდის მიოკარდის ინფარქტის განვითარების რისკს ხუთჯერ!