ამისათვის დაგჭირდებათ:
დამტვრეული ქოთანი, ფერადი თვლები, წებო ემულსია ან თხევადი სილიკონი, უფერო ლაქი, ხრეში, სუბსტრატი და სუკულენტები.
დამტვრეული ქოთნის გარეთა მხარეს მიაწებეთ ფერადი თვლები. წებო ემულსიის გამოყენების შემთხვევაში, წებოს ფენა უნდა იყოს სქელი და მის სრულ გაშრობას დასჭირდება დაახლოებით 2 სთ.
ფერადი მოზაიკის დამთავრების და წებოს გაშრობის შემდეგ ქოთნის ორივე მხარე დაამუშავეთ 2 ფენა უფერო ლაქით, რათა თვლები დაცული იყოს სინესტისგან.
მზა ქოთნის ძირში ხრეშით გააკეთეთ სადრენაჟო ფენა და ჩაყარეთ სუკულენტებისთვის განკუთვნილი სუბსტრატი.
სახეობების ჩარგვამდე ერთი დღით ადრე მორწყეთ მიწიანი ქოთანი და დაელოდეთ მიწის ბუნებრივ დატკეპვნას. მეორე დღეს დაიწყეთ დარგვა. პირველი დარგული მცენარე შეეცადეთ რბილი თასმით რამენაირად მიაბათ ქოთანს.
იმისათვის, რომ მცენარე ჩარგოთ ქოთნის ქვევითა ნაწილში, დაგჭირდებათ ქოთნის ამოყირავება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მთლიანი ქოთანი ფრთხილად მორწყეთ და გააფორმეთ ბრტყელი ქვებით, რომლებიც ერთდროულად იქნება დეკორის ელემენტი და ამავდროულად დააფიქსირებს ნიადაგს.