დასარგავად მომზადებული ჩითილები
ბაღის მოფარებულ ადგილას ამოთხარეთ მიწა 10 სმ სიგანესა და 5-7 სმ სიღრმეზე. ამოავსეთ სასუქისა და ყვავილების მიწის ნარევით. მოათავსეთ მცენარეები ერთმანეთისაგან 5-6 სმ დაშორებით, ან უფრო შორიშორ, თუ მინიბელტები დიდია. დააცადეთ მომაგრდნენ ერთი თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში რაიმე გადააფარეთ ღამღამობით. გადარგეთ იქვე, თუ ზომაში სამმაგად გადიდდებიან. ასე მომზადებული მრავალწლოვნებისთვის შედეგი 100%-იანია.
გამოიყენეთ ბუნებრივი თესლები
ზოგიერთი მრავალწლოვანი მცენარე თვითდათესვას ექვემდებარება. მათი თესლი საუკეთესო ხარისხისაა. ასეთებია:
ჰოსტა, ხარისძირა, მარმუჭი, დიდფოთოლა ბრუნერა, ია, წყალიკრეფია, სელიჭა, ქოთანა, გულისაბა, თეთრი ლიმნათესი, აკანთო, ბუჩქისძირა, ბარამბო, მრავალთავთავა, გველისსურო, ნემსიწვერები (არა ყველა), ასტრები ( არა ყველა), ლავანდი, გაურა. რატომ არ გადავრგოთ ეს მცეარეები იქ, სადაც გვჭირდება?