1 დათესეთ. გაზაფხულზე, ორ ქვას შორის გამოათავისუფლეთ 8-10 სმ სიგანის სწორი ადგილი. უხვად მორწყეთ კედელი. შიგ შეიტანეთ ბაღის მიწა, ოდნავ გამდიდრებული სასუქით, და დატკეპნეთ. დაამზადეთ თიხანახევარი სველი მიწისგან ბურთულა, რომელშიც ჩადებთ ორ თესლს, და მოათავსებთ სასუქის შუაგულში. შეეცადეთ, რომ იქ მუდმივად ტენი იყოს, სანამ მცენარე ბოლომდე არ გაიხარებს.
1 დარგეთ. შეგიძლიათ იქ მოათავსოთ მრავალწლიანი მცენარის უკვე დაფესვიანებული ტოტები (მინიბელტები) თავისივე მიწით, როგორც ნახატზეა ასახული; ორ ქვას შორის გააკეთეთ 10-12 სმ სიგანის პატარა ხვრელი. ამ შემთხვევაში მცნარის ფესვები კარგად უნდა გამოახვიოთ სასუქიან მიწაში, რათა მეორე დღესვე არ გახმეს. შემდგომ, მცენარემ რომ გაიხაროს, უხვად უნდა მორწყოთ კედელი, ან მუდმივად ასხუროთ წყალი ნაპრალებში. ცოტა ხნის შემდეგ ამდენი მოვლა აღარ იქნება საჭირო.
რომელი მცენარეებია კედლისათვის აუცილებელი
ყოველ კედელს თავისი სპეციფიკა აქვს და, შესაბამისად, ის სია მცენარეებისა, რომელთაც გთავაზობთ, მხოლოდ რჩევის სახითაა. მოწოდებული სანამ მცენარეთა თქვენთვის სასურველ გამას მიაგნებდეთ, ურიგო არ იქნება, თუ საკუთარ სინჯებსაც გააკეთებთ მზიანი კედლისთვის: ბეგქონდარა, დევისპირა, კედლის ციმბალარია, ერიზიმუმი, ობრიეტა, ქვატეხია, კლდისდუმა, ალისუმი, ირაგა. პირთეთრა. სავარცხელა, იბერისი, ზღვისპირა არმერია, კატაბალახა, ცხენის კუდა, მიხაკი, მზეყვავილა, საპონა.
ჩრდილიანი კედლისთვის: არაბულა, პორტენშლაგის მაჩიტა, კლდის ძირტკბილა, გვიმრუჭა, ქვატეხია, ია, აცენა.