» » » გამაახალგაზრდავებელი ტანვარჯიში "ხელახლა დაბადების თვალი": 5 ტიბეტური მარგალიტი

გამაახალგაზრდავებელი ტანვარჯიში "ხელახლა დაბადების თვალი": 5 ტიბეტური მარგალიტი

ტიბეტელი მონაზვნების ახალგაზრდული იერისა და ჯანმრთელობის საიდუმლო, რომელიც ათასობით წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 5 მარტივი სავარჯიშოს შესრულებით, რომლებსაც "ტიბეტურ მარგალიტებს" უწოდებენ, თქვენ მიიღებთ შესაშურ შედეგს: გათავისუფლდებით დაავადებებისგან, გაახალგაზრდავდებით, აღდგება მხედველობის ნაწილი, სმენა, დარეგულირდება წონა, მოგემატებათ ამტანობა და შრომისუნარიანობა, მუდმივად იქნებით ფხიზლად და ჯარგ განწყობაზე.



Rchevebi.com-ის რედაქციამ გამოსცადა ეს მეთოდიკა საკუთარ თავზე და საბოლოოდ დავრწმუნდით: ტიბეტური "ხელახლა დაბადების თვალი" ნამდვილად მცირე დროს მოითხოვს, მისი რეგულარული სესრულებით კი სხეული სასიცოცხლო ენერგიით ივსება, კუნთები - ძალით, აზრები კი პოზიტიურად გადალაგდება.

ტიბეტური მარგალიტები
  1. პირველი სავარჯიშო საათის ისრის მიმართულებით ტრიალია. წამოწიეთ ხელები მხრების გასწვრივ, ხელის გულები ქვედა მხარეს. დაიწყეთ ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით მთელი ძალით, სანამ თავბრუსხვევას არ იგრძნობთ.
    ეცადეთ, ნელა, ღრმად და თანაბრად ისუნთქოთ. ჯერ გააკეთეთ 3 წრე, თანდათან კი ადით 21-მდე. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გაჩერდით, დაიდეთ ხელები მკერდზე და დაელოდეთ, სანამ თავბრუსხვევა ბოლომდე არ გაქრება.



  2. დაწექით ზურგზე, ხელები ტორსის დონეზე. მაქსიმალურად ამოისუნთქეთ. თანაბრად და ღრმად ჩასუნთქვასთან ერთდ, წამოწიეთ ორივე ფეხი ზემოთ, 90°-ით, თავი მკერდისკენ წაიღეთ. ეცადეთ, არ მოაშოროთ თეძოები იატაკს და არ მოხაროთ მუხლები. ტალღოვან ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის პოზიციას.



    დაიწყეთ 3 აუჩქარებელი გამეორებით, თანდათან კი რაოდენობა აიყვანეთ მაქსიმუმ 21-მდე. ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გასწორდით წელში და შეისვენეთ 30-60 წამით.



  3. დადექით მუხლებზე, ფეხები დაალაგეთ პარალელურად, ფეხის თითებით დაებჯინეთ იატაკს, ხელები კი დაილაგეთ დუნდულებზე. ამოსუნთქვისას დახარეთ თავი მკერდისკენ, შესუნთქვისას - გადაწიეთ თავი უკან, ოდნავ გადაიხარეთ და გამოწიეთ მკერდი. ამოსუნთქვისას ისევ დააბრუნეთ თავი მკერდთან, გაიმეორეთ 3-21-ჯერ. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ აღადგინეთ სუნთქვა და დაისვენეთ 30-60 წამით.



  4. დაჯექით ხალიჩაზე, ხელის გულები დაალაგეთ იატაკზე, თითებით წინ. ფეხები სწორად, ტერფები მხრების სიგანეზე უნდა გელაგოთ, თავი - მკერდისკენ დახრილი. შესუნთქვისას დაეყრდენით ტერფებსა და ხელის გულებს, წამოწიეთ თეძოები და თავები გადაწიეთ უკან.



    გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, დაჭიმეთ ყველა კუნთი. ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. დაიწყეთ 3 მისვლით, თანდათან ადით 21 გამეორებამდე. მეოთხე სავარჯიშოს შესრულებით შემდეგ დაისვენეთ 30-60 წამით.



  • საბოლოო მარგალიტია ძაღლი სახით ზემოთ. დაწექით მუცელზე, მოიხარეთ, ხელის გულები და ტერფები მხრებთან შედარებით ოდნავ უფრო განზე. მუხლები და მენჯები არ უნდა ეხებოდეს იატაკს. გადაწიეთ თავი უკან და ამოისუნთქეთ. შესუნთქვისას წამოწიეთ მენჯები და გადადით ძაღლის მდგომარეობაში სახით იატაკისკენ. ნიკაპი მიწიეთ მკერდისკენ, ფეხები მაქსიმალურად გაშალეთ, ამასთაბ, სხეული მახვილ კუთხეს უნდა ჰგავდეს.



    ამოსუნთქვისას დაუბრუნდით საწყის პოზას, არ დაგავიწყდეთ სწორი სუნთქვა! არ შეგეშინდეთ, თანდათან ისწვალით სწორად სუნთქვას: შესუნთქვისას სხეულის პოზა უნდა შცვალოთ, ამოსუნთქვისას კი საწყის პოზას დაუბრუნდეთ. გაიმეორეთ 3-12ჯერ.

    საერთო წესები
    1. მთავარი წესი რეგულარობაა! შეასრულეთ სავარჯიშოების კომპლექსი დღეში ერთხელ, ეცადეთ, არ გამოტოვოთ. თუ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა გსურთ, გაზარდეთ მისვლების რაოდენობა: პირველ კვირას თითოეული სავარჯიშო 3 გამეორებით, მეორე კვირას - 5, მესამე - 7 მისვლა, ასე, რომ 21 გამეორებამდე მეათე კვირას მიაღწევთ.
    2. საუკეთესო დრო სავარჯიშოების შესასრულებლად არის დილით უზმოზე.
    3. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა შედეგის სწრაფად მისაღწევად არის სწორი, თანაბარი და ღრმა სუნთქვა ცხვირით.
    4. თუ რომელიმე სავარჯიშოს შესრულება გიჭირთ, ნუ დაიტვირთავთ თავს. უმჯობესია, ერთხელ გააკეთოთ, მაგრამ ხარისხიანად.
    5. ყოველი სავარჯიშოს შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ დასვენება, მოდუნება და სუნთქვის აღდგენა.


    არსებობს უამრავი აღმოსავლური სავარჯიშო და სავარჯიშოთა კომპლექსი, თუმცა ეს ყველაზე ეფექტურია. 5 ტიბეტური მარგალიტი სასიცოცხლო ძალას განიჭებთ, მოჰყავთ კუნთები ტონუსში. არეგულირებს ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებას, მთავარი კი ისაა, რომ კვებავს გონებასა და სულს. აუცილებლად დაიწყეთ ამ სავარჯიშოს შესრულება დღესვე და იგრძენით, როგორ იცვლებით როგორც გარეგნულად, ისე სულიერადაც.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.