თმის ცვენის საწინააღმდეგო ვიტამინები ამპულებში
მათი ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება და ღირს უფრო იაფი, ვიდრე ნებისმიერი სპეციალური პრეპარატი მსგავსი ვიტამინებით. უფრო რაციონალური იქნება ბრენდში ზედმეტი არ გადაიხადოთ, არამედ ვიტამინების ხსნარი თავად მოამზადოთ.
ნიღბები, რომლებში შეგიძლიათ B ჯგუფის ვიტამინები დაამატოთ, საკმაოდ მარტივია მოსამზადებლად და ხშირად სახლის პირობებში თმის მოვლისთვის გამოიყენება. მათი გამოყენების დროს აუცილებელია გახსოვდეთ B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინების შეუთავსებლობის შესახებ. B6 და B12 ვიტამინები ჯობს რიგრიგობით გამოიყენოთ და სხვადასხვა ნიღბებში.
სუპერ-ნიღაბი B ჯგუფის ვიტამინით
ინგრედიენტები
- 1 ამპულა B6 ან B12 ვიტამინი
- 1 გრ C ვიტამინი ( იყიდება აფთიაქებში)
- 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი
- 2 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ ნებისმიერი თმის ბალზამი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნიღაბი თმაზე დაბანამდე 1 საათით ადრე წაისვით. თავიდან ძირებზე, შემდეგ თანაბრად მთელ სიგრძეზე. თავზე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ (საუნის ეფექტს მიიღებთ). ნიღაბი ძალიან კარგად ჩამოიბანება იმის საფუძველზე, რომ მის შემადგენლობაში ბალზამი შედის.
ასეთივე გზით შეგიძლიათ B ჯგუფის ვიტამინი ნებისმიერ შამპუნს და ბალზამს დაუმატოთ. კონკრეტული დოზა არ არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ თმის ერთხელ დაბანისას ერთ ამპულას იყენებენ.
რედაქციის რჩევა
ორგანიზმის B ჯგუფის ვიტამინებით უზრუნველყოფის დროს უნდა გვახსოვდეს მთავარი წესი: თმას ვიტამინები ლომის წილი სისხლიდან და საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან მიეწოდება და მხოლოდ მცირე რაოდენობით შამპუნიდან, ნიღბიდან და თმის გელიდან.
თუ თქვენ ერთი რომელიმე B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ, პირველ რიგში ეცადეთ თქვენ რაციონში კორექცია შეიტანოთ, რო ვიტამინები ორგანიზმმა ბუნებრივი გზით საკვები პროდუქტებიდან მიიღოს.
თაფლის ნიღაბი თმის ძლიერი ცვენის დროს
ერთხელ გამოყენებაც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა! დაგეხმარებათ თმის ცვენის, სიმშრალის და ლაპლაპის დროს. სასურველია თუ კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ. ინტენსიური ცვენის დროს (დღეში 100 ღერზე მეტი) შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენოთ, სანამ ნიღბის შედეგი შესამჩნევი არ გახდება.
ინგრედიენტები
- 1 კვერცხის გული (აუცილებელია)
- 1 ს/კ თაფლი (აუცილებელია)
- 1 ს/კ ზეითუნის ან ნებისმიერი თმის ზეთი (შეიძლება ბირკავას)
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი (აუცილებელია თუ ზეთს ამატებთ)
- 1 ს/კ იოგურტი ან კეფირი, შეიძლება მაიონეზი (არ შეგეშინდეთ)
- 1 ს/კ ნებისმიერი კოსმეტიკური თმის ნიღაბი
- 1 კბილი ნიორი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თმაზე წაისვით. ზემოდან ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შემოიხვიეთ. გაიჩერეთ მინიმუმ 45 წუთი (სასურველია მინიმუმ 2 საათი). შემდეგ ნიღაბი 300-500 მლ ცივი (დაახლოებით 30 გრადუსი) 1/8 ლიმონის წვენში გახსნილი საკვები წყლით ჩამოიბანეთ.
გირჩევთ ასეთი პროცედურით დაასრულოთ ნებისმიერი თავის დაბანა, ეს თმას უფრო გლუვს, დამყოლს, ბრწყინვალეს და ხავერდოვანს გახდის, ბალზამის გარეშეც კი (თუმცა ხისტი წყლის დროს ორივეს ვიყენებ)
რედაქციის რჩევა
თმის ცვენამ სერიოზულად უნდა შეგაწუხოთ, თუ დღეში 70-100 ღერი თმა გცვივათ. ამ შემთხვევაში სასურველია დერმატოლოგთან ვიზიტი!
თმის ცვენის ძლიერი რეცეპტი, დროში გამოცდილი
კონიაკის სხვადასხვა ნიღბებში დამატება თმის ზრდას ხელს უწყობს და კარგად კვებავს. მიზეზი იმაშია, რომ კონიაკი საკმაოდ დიდი რაოდენობით ტანინებს, მჟავებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს შეიცავს. გარდა ამისა, კონიაკი ცხიმიან სიპრიალეს მოგაშორებთ.
კონიაკის ნიღაბი გამოადგებათ ქალებს და მამაკაცებს ნებისმიერი ტიპის თმით, თუმცა თუ თქვენი თმა სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, კონიაკის რაოდენობა სხვა ინგრედიენტებთან შედარებით ნაკლები უნდა იყოს.
ინგრედიენტები
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
- 1 ს/კ კონიაკი
- 1 კვერცხის გული
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თმის ძირებში 5 წუთით შეიზილეთ. დაიხურეთ აბაზანის ქუდი ან პაკეტი, პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. ამის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ. უკვე 3-4 პროცედურის შემდეგ შედეგს ნახავთ.
კაკაოს ნიღაბი თმის მოცულობის გასაზრდელად.
კაკაოზე დაფუძნებული ნიღაბი თმას არა მარტო მოცულობას შესძენს, არამედ თმის სტრუქტურად აღადგენს, შემატებს სირბილეს და ბრწყინვალებას.
ინგრედიენტები
- 2 ს/კ კაკაო-ფხვნილი
- 0.25 ჭიქა რძე
- 2 ს/კ კონიაკი
- 1 კვერცხის გული
კაკაოს ფხვნილს რძე დაასხით, ნელ ცეცხლზე დადგით და კაკაოს ბოლომდე გახსნას დაელოდეთ. ამის შემდეგ კვერცხის გული და კონიაკი დაუმატეთ. აურიეთ და ნიღაბი სუფთა თმაზე წაისვით. გაიჩერეთ 1 საათით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
თმის ნიღაბი მდოგვით
ის თავის კანზე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მძინარე თმის ბოლქვებს აღვიძებს, კარგად კვებავს და თმას აძლიერებს. ეს სახლის ნიღაბი განსაკუთრებით ცხიმიანი თმისთვის არის რეკომენდებული, მგრძნობიარე თავის კანისთვის ის შეიძლება არ გამოდგეს. ასევე არ გამოიყენოთ დაზიანებული ან გაღიზიანებული კანის დროს.
ინგრედიენტები
- 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 კვერცხის გული
- 1-2 ჩ/კ თაფლი
ცხელ წყალში 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი გახსენით, დაუმატეთ კვერცხის გული და ზეითუნის ზეთი (ასევე შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი, ბირკავას და სხვ), 1-2 ჩ/კ თაფლი. მიღებული ნიღაბი თმის ძირებში შეიზილეთ და გაიჩერეთ 15 წუთით ( იდეალური იქნება 45-30 წუთი).
მათთვის, ვისაც ძვირადღირებული სავაჭრო მარკების ნიღბებში ფულის დახარჯვა არ სურს და სხეულის გონივრულად მოვლას არის მიჩვეული - ჩვენი იაფი და გამოცდილი საშუალებების სია გამოადგებათ.
შეინახეთ ეს სასარგებლო სტატია და გაუზიარეთ მეგობრებს, რადგან იაფი - ცუდს არ ნიშნავს!