ამაში ჟელატინი და ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი დაგეხმარებათ. კვერცხის ცილა კვებავს და აძლიერებს თმას. იგი შეუცვლელად მოქმედებს გამომშრალ და მტვრევად თმას. ლეციტინი, რომელიც ცილის შემადგენლობაში შედის, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, აღწევს თმის თითოეულ ღეროში და კურნავს მათ შიგნიდან.
A, E, D და B ჯგუფის ვიტამინები აძლიერებს თმის ძირებს, ხელს უშლის თმისცვენას. ამინომჟავები ასტიმულირებს თმის ზრდას. ისეთი მაკრო- და მიკროელემენტები, როგორებიცაა კალიუმი, ტყვია, ნატრიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი, აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, ანიჭებს მათ ბზინვარებას.
კვერცხის ცოლა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც თმა სწრაფად უცხიმიანდება, ვინაიდან იგი არეგულირებს თავის კანის ცხიმოვან ჯირკვლებს. პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილა გამოიყენება თმის სტრუქტურის აღსადგენად.
ჟელატინი ქმნის თმის ლამინირების ეფექტს. ცხოველური წარმოშობის ეს პროდუქტი შედგება მაერთებელი ქსოვილებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, კოლაგენისა და პროტეინისგან შედგება. ჩვენი თმა სწორედ კოლაგენისგან შედგება. ჟელატინი ავსებს მის ცარიელ მოლეკულებს, აძლიერებს თმებს და ასტიმულირებს ზრდას.
Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ თმის ნიღაბს, რომელიც თქვენს თმას ბზინვარებასა და სიგლუვეს მიანიჭებს.
თმის ნიღაბი ჟელატინით:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ჟელატინი;
- 1 ც კვერცხი;
- 3 ს/კ თმის ბალზამი.
- დაასხით ჟელატინს 3 ს/კ წყალი. გააჩერეთ 10 წუთით, აცადეთ შესიება. შემდეგ შეათბეთ ორთქლზე სრულ გახსნამდე.
- შეურიეთ ხსნარი კვერცხის ცილასა და თმის ბალზამს, რომელსაც, ჩვეულებრივ, იყენებთ.
- თანაბრად გადაინაწილეთ მასა თმის მთელ სიგრძეზე. შეიხვიეთ თმა პირსახოცით, 40 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღბის ეფექტი პირველივე მოხმარების შემდეგ იქნება შესამჩნევი. თმის სრული გამოჯანმრთელებისთვის, გაიმეორეთ პროცედურა ორ კვირაში ერთხელ. თუ მშრალი თმა გაქვთ, არ გამოიყენოთ მთლიანი კვერცხი - გამოიყენეთ მხოლოდ კვერცხის გული, ცხიმიანი თმის შემთხვევაში - მხოლოდ ცილა.
შეგიძლიათ, წყალს, რომლითაც იბანთ თმას, დაუმატოთ 1 ს/კ ძმარი შემდეგი პროპორციით: 1 ს/კ ძმარი დაუმატეთ 1 ლ წყალს.
როცა ამ ნიღაბს გაიკეთებთ სახლში, დარწმუნდებით, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება სალონურ პროცედურებს, თანაც, გაცილებით იაფად გამოხვალთ.