» » » ვის ემუქრება დემენცია სიბერეში - აკადემიკოს ბახტერევის ამომწურავი პასუხი

ვის ემუქრება დემენცია სიბერეში - აკადემიკოს ბახტერევის ამომწურავი პასუხი

გონებრივი შესაძლებლობების შესუსტება სიბერეში ძალიან რთული მდგომარეობაა, რომელშიც უამრავი ადამიანი აღმოჩნდა. ვიღაცამ პირადად მოისმინა საშინელი დიაგნოზი, ვიღაცას კი მხრებზე დააწვა იმ ახლობელზე ზრუნვა, რომელსაც დემენცია აქვს.



დემენცია
ჯერ კიდევ აკადემიკოსი ბეხტერევი(სწავლული, რომელმაც ცხოვრება ადამიანის თავის ტვინის შესწავლას შესწირა) ამბობდა, რომ ბედნიერებაა სიკვდილი ისე, რომ გზად არ დავკარგოთ გონებრივი შესაძლებლობა. ასეთი ბედნიერება კი მხოლოდ ადამიანთა 20%-ს ერგება. დანარჩენები, სამწუხაროდ, თავიანთი ახლობლების ტვირთად იქცევიან.



იმისათვის, რომ მომავალში ამ 20%-ში მოხვდეთ, მოქმედება ახლავე უნდა დაიწყოთ. პრობლემა ისაა, ასაკთან ერთად ვიწყებთ ბანალურ სიზარმაცეს, რასაც რკინის არგუმენტით ვამტკიცებთ: "ჩემი დრო მოვჭამე(ვისწავლე, ვიმუშავე), ბევრი რამ გამოვცადე, ახლა დასვენების დროა!"

ინტელექტუალური უნარები ვლინდება კროსვორდების ამოხსნაში, ტელევიზორს ანაცვლებს წიგნი, ჰობის მიმართ ინტერესი იკარგება. პირველადი მიზნები: კარგად გამოძინება და გაძღობა. რაც უფრო მშვიდდება ადამიანი, მით უფრო ვნებს საკუთარ თავს.



ვის ემუქრება დემენცია
ტვინის ასაკობრივი დემენცია ყველაზე მეტად ემუქრება მათ, ვინც ცხოვრების მანძილზე არასდროს ცვლის მიზნებს. მეტისმეტი პრინციპულობა, სიჯიუტე, კონსერვატიზმი იწვევს დემენციას გაცილებით ხშირად, ვიდრე მოქნილობა, სიტუაციაზე მორგების უნარი, ემოციურობა და ცნობისმოყვარეობა.



იმის დადგენა, თუ როდის ჩნდება დემენცია, შეუძლებელია. ეს ხომ სიგიჟე, ფსიქიკური გადახრა ან დაავადება არაა. დემენცია არ მოდის უეცრად, არამედ წლების განმავლობაში ვითარდება.

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მიუთითებს დემენციის საწყის ეტაპებზე:
  1. კრიტიკის მიმართ მტკივნეული რეაქცია, მეტისმეტად მგრძნობიარობა;
  2. რამე ახალის შესწავლის სურვილის არქონა. მაგალითად, ადამიანს ურჩევნია ძველი ტელეფონი შეაკეთოს, ვიდრე ახალ ტექნიკაში გაერკვეს;
  3. ყურადღების კონცენტრაციის სირთულე: გიჭირთ სერიოზული ლიტერატურის აღქმა, წაკითხული მალე გავიწყდებათ;
  4. თუ კითხულობთ, წიგნი მარტივი უნდა იყოს, ფილმი - გასართობი. რატომ უნდა დაიტვირთოთ თავი?
  5. ჭარბი ეგოცენტრიზმი: ადამიანი დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფები მათ უნდა ექვემდებარებოდნენ და არავის სხვას;
  6. წარსული დროის ხშირი ნოსტალგია.


ალბათ ბევრი სიმპტომი გეცნობათ. სწორედ ისინია დემენციის საწყისი ნიშნები. ამიტომ, აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო რაღაც ახალის შესასწავლად, უნდა უყუროთ მსოფლიოს ცნობისმოყვარე მეცნიერის თვალებით, რომელსაც ბუნების კანონებში გარკვევა სურს. ასე თავიდან აიცილებთ დემენციის გაჩენას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.