ეს სიტყვები აკადემიკოსმა ვლადიმერ მიხაილოვიჩ ბეჰტრევმა, ცნობილმა ნევროპათოლოგმა, ფსიქიატრმა, ფიზიოლოგმა, პეტერბურგში ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელმა, თქვა. აქვე დაამატა: "სიკვდილი არ არსებობს, ბატონებო! სიკვდილი არ არის! ეს შეიძლება დავამტკიცოთ. დავამტკიცოთ მკაცრად ლოგიკურად. ადამიანის პიროვნება უკვდავია!"
ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ რა ემართება ადამიანის პიროვნებას მეცნიერების კუთხით? რა ემართება თქვენს ცოდნას, უნარს, გრძნობას, ემოციას, ფიქრებს, ცხოვრებაში დაგროვილ ინფორმაცის, ანუ ჩვენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას?
ნუთუ ჩვენი ცხოვრება გულის ცემასთან ერთად წყდება? თუ სიკვდილის შემდეგ უსულო მასალად გარდავიქცევით, რომელიც დაშლას ექვემდებარება, მაშინ თავად ცხოვრება რად ღირს? ბევრი რთული და ცხოვრებისეული საკითხი არის დასმული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათზე მეცნიერულად დასაბუთებული პასუხები არსებობს!
მეცნიერმა ივარაუდა, რომ უკვდავების საიდუმლო ადამიანის ტვინის ფუნქციასა და სტრუქტურასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მთელი ცხოვრება მის შესწავლას დაუთმო.
დემენცია ხანში შესულ ადამიანებში
აკადემიკოსი ბეჰტრევი ამბობდა, რომ ბედნიერება მოკვდე ისე, რომ საღი აზრი არ დაკარგოთ, ადამიანების მხოლოდ 20%-ს ხვდა. დანარჩენი, სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანებისთვის ტვირთი იქნება.
80% მნიშვნელოვნად აღემატება კიბოთი, პარკისონით ან ძვლებით მტვრევადობით დაავადებული ადამიანების რიცხვს. ბედნიერი 20%-ის რიცხვში რომ მოხვდეთ, ახლავე უნდა დაიწყოთ.
ფილტვების კიბო რომ თავიდან აიცილოთ, პირველ რიგში მოწევას თავი უნდა დაანებოთ. ინფარქტი რომ თავიდან ავიცილოთ, ცხოვრების აქტიური წესი უნდა გქონდეთ და სწორად იკვებოთ. და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასაკობრივი ჭკუასუსტობა თავიდან ავიცილოთ?
ზუსტი პასუხი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ჭკუასუსტობა მოულოდნელად არ მოდის. ის წლები პროგრესირებს, თანდათანობით უფრო მეტ ძალას იკრებს. ის, რაც ახლა მხოლოდ წინაპირობაა, მომავალში შეიძლება დემენციის ზრდას ხელი შეუწყოს.
უფრო მეტად ეს ემუქრებათ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება ცვლილებების გარეშე განვლო. ამგვარი თვისებები, როგორც გადაჭარბებული პრინციპულობა, სიჯიუტე და კონსერვატიულობა სიბერეში ჭკუა სუსტობას უფრო იწვევს, ვიდრე მოქნილობა გადაწყვეტილების სწრაფად შეცვლის უნარი, ემოციურობა.
დემენციის ადრეულ ნიშნებად შეიძლება ჩაითვალოს ქრონიკული დაღლილობა, ხშირი უსიამოვნება და სტრესი, სწორედ ამიტომ დემენციის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. პირველი ნიშნები შეიძლება 40 წლის ასაკში შეამჩნიოთ, ხოლო 60 წლის ასაკში უფრო აქტიურად გამოჩნდეს. ტვინის სფეროს შესწავლა ამტკიცებს, რომ ცხოვრების შუა ხანებში ინტელექტუალური შესაძლებლობის და მეხსიერების გაუარესება დაავადების დაწყებას წარმოადგენს.
ნიშნები, რომ დროა ტვინის განახლებაზე იმუშაოთ
1. საჭირო სიტყვას ხშირად ვერ იხსენებთ და ამბობთ "ეს ნივთი, რომელზეც საკვებს ამზადებენ", რადგან ამ სიტყვას "გაზქურას" ვერაფრით იხსენებთ. ან ყოველთვის შესანიშნავი მწერალი იყავით, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ფიქრების ფურცლებზე გადატანას ვერ ახერხებთ. კომუნიკაციის შესაძლებლობის დარღვევა - ეს სახიფათო ნიშანია რომ დემენცია კარს მოგვადგა.
2. კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამთ, მაშინ როცა სხვებს საკმაოდ ხშირად აკრიტიკებთ.
3. რაღაც ახლის სწავლა არ გსურთ. ძველი მოდელის შეკეთებას უფრო დათანხმდებით, ვიდრე ახალი მოდელის შესწავლას.
4. აპათია, ინტერესის დაკარგვა, ჩვეული ადამიანების წრის და საყვარელი საქმეების თავიდან აცილება - ყველაფერი დემენციის დაწყების ნიშნები შეიძლება იყოს. მაგ., საყვარელი გუნდის წარმატებაზე თვალის მიდევნება აღარ გსურთ, საყვარელ შვილიშვილებთან დროის გატარება აღარ გინდათ, კარგი მეგობრების ნახვაზეც უარს ამბობთ.
5. ხშირად ამბობთ: "ადრე", ანუ ძველ დროზე ნოსტალგიები გაქვთ.
6. მზად ხართ რაღაცაზე ილაპარაკოთ მიუხედავად იმისა, რომ თანამოსაუბრეს დიდად არ აინტერესებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ახლა დაიძინებს, მთავარია: რასაც თქვენ ლაპარაკობთ თავად გაინტერესებთ.
7. გიჭირთ კონცენტრირება, როცა სერიოზულ ან სამეცნიერო ლიტერატურას კითხულობთ. რთულად გესმით და ძნელად იმახსოვრებთ წაკითხულს. შეგიძლიათ დღეს წიგნის ნახევარი წაიკითხოთ და ხვალ უკვე ყველაფერი დაგავიწყდეთ.
8. ისეთ საკითხებზე დაიწყე საუბარი, რომლებზეც ადრე არ ფიქრობდით. მაგ., პოლიტიკა, ეკონომიკა, პოეზია ან ფიგურული სრიალი.
9. ორი ფილმიდან - საკულტო რეჟისორის ნამუშევარი და პოპულარული დეტექტივი - თქვენ მეორეს ირჩევთ. რა საჭიროა ზედმეტად დატვირთვა? საერთოდ არ გესმით, თუ ამ საკულტო რეჟისორის ნამუშევარში საინტერესოს რას ხედავენ.
10. დარწმუნებული ხართ, რომ სხვები თქვენ უნდა მოგერგოთ და არა პირიქით.
დემენციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მემკვიდრეობითი მიდრეკილება იყოს, მაგრამ არსებობს სხვა პირობები, რომლებმაც შეიძლება განვითარების შენელება გამოიწვიოს.
გაითვალისწინეთ, როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც ღრმა სიბერემდე საღ აზრს ინარჩუნებენ, ხელოვანები და მეცნიერები არიან. მათ ღრმა სიბერემდე მეხსიერების დაძაბვა და ყოველდღიური გონებრივი მუშაობის შესრულება უწევთ. ასეთი შემოქმედებითი აუცილებლობა ბედნიერი გონებრივი ხანგრძლივობის გარანტია არის.
გადატვირთეთ ტვინი!
1. კომპიუტერი აითვისეთ! კვლევამ აჩვენა, რომ კომპიუტერთან მუშაობის შესწავლა ტვინის ძლიერი სტიმულატორი და ჭკუასუსტობის პრევენციის კარგი საშუალება არის. კვლევაში 70 წელზე უფროსი ასაკის 2000 პენსიონერი მონაწილეობდა. ყოველდღიურად მარტივი ჟურნალის კითხვა ტვინის დეგენერაციას 30%-ით ამცირებდა.
თავსატეხების ამოხსნა მეხსიერების დაკარგვის პრობლემას 14%-ით ამცირებს. თუმცა ყველაზე ძლიერი ეფექტი (42%) სწორედ კომპიუტერთან მუშაობამ აჩვენა.
2. ყოველ 2-3 წელში რაღაც ახალი შეისწავლეთ. აუცილებელი არაა ინსტიტუტში ჩააბაროთ ან მეოთხე განათლება მიიღოთ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლე კურსების გავლა ან ახალი პროფესიის ათვისება სავსებით საკმარისია. შეგიძლიათ იმ პროდუქტების მიღება დაიწყოთ, რომელთაც ადრე არ ჭამდით.
3. გარშემო ახალგაზრდები შემოიკრიბეთ. მათთან ბევრ სასარგებლო რამეს ნახავთ, რომელიც დაგეხმარებათ დარჩეთ თანამედროვე ადამიანი. ბავშვებთან ითამაშეთ, ისინი ბევრ ახალს გასწავლიან, რის შესახებაც ადრე წარმოდგენაც არ გქონდათ.
4. დრო და დრო ინტელექტუალური ამოცანები ამოხსენით და ყველა შესაძლო ტესტები გააკეთეთ.
5. უცხო ენები ისწავლეთ, თუნდაც მათზე არ ისაუბროთ. აუცილებელია რეგულარულად ახალი სიტყვები დაიმახსოვროთ, ეს მეხსიერების ვარჯიშში დაგეხმარებათ.
6. შეისწავლეთ სიღრმისეულად. აიღეთ ძველი სახელმძღვანელოები და პერიოდულად სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამა გაიხსენეთ.
7. სპორტით დაკავდით! რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ნამდვილად დაგიცავთ დემენციისგან.
8. აირჩიეთ ცხოვრების ჭკვიანი თანამგზავრი. ჭკუასუსტობის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ინტელექტუალური განვითარების არ არსებობს პარტნიორში განუკურნებელი დაავადების განვითარების თავისებურ ბუფერს წარმოადგენს. მეცნიერების აზრით, დემენციისგან დაცვის უფრო საიმედო მეთოდი, ვიდრე ინტელექტი არ არსებობს.