» » » როგორ უნდა მოუაროთ თმასა და სხეულს ჯანჯაფილის გამოყენებით

როგორ უნდა მოუაროთ თმასა და სხეულს ჯანჯაფილის გამოყენებით

ჯანჯაფილი საკულტო ნატურალურ საშუალებად ითვლება სხეულისა და თმის მოვლაში. იგი ჯერ კიდევ ანტიკურ ჩინურ წარწერებშია მოხსენებული და გამოუტენება ტრადიციულ აიუვერდულ პრაქტიკაში.

დამტკიცებულია, რომ ჯანჯაფილის ბოლქვი კურნავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, კუნთების ტკივილს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. თუ ჯერ არ შეგიფასებიათ ამ საოცარი მცენარის უპირატესობები, Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც უნდა დაიწყოთ მისი მოხმარება.



აძლიერებს თმის ზრდას და ხელს უშლის ცვენას
თმისცვენა და ნაადრევი ჭაღარა ორგანიზმში ანტიოქსიდანტების უკმარისობის შედეგად იწყება.



გინდათ გრძელი, სქელი თმის გაზრდა, მაგრამ თმა შეუჩერებლად გცვივათ? აიუვერდის გურუ გვირჩევს ჯანჯაფილს, თავის კანზე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
ნიღაბი თავის კანისთვის
ინგრედიენტები:
  • 2 ს.კ. დახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ს.კ. ქოქოსის ან ჟოჟობას ზეთი
მომზადება და გამოყენება
  1. დახეხეთ ჯანჯაფილი, რათა წვენი გამოყოს;
  2. შეურიეთ ქოქოსის ან ჟოჟობას ზეთს;
  3. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ნარევი თავის კანში;
  4. გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ რამდენჯერმე, რბილი შამპუნით;
  5. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
ებრძვის ქერტლს
მოგბეზრდათ ქერტლიანობა? ჯანჯაფილი გაწმენდს თქვენს თავის კანს, მოგაშორებთ ქავილის შეგრძნებასა და სოკოს გაჩენის რისკს.



შეურიეთ ჯანჯაფილის რბილობი ზეითუნის ან კუნჟუტის ზეთს, წაისვით თავის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ მასა რამდენჯერმე, რბილი შამპუნით.

ნიღბები გაუწყლოებული კანისთვის
ასეთი ნიღბები ანელებს დაბერების პროცესს. ჯანჯაფილი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ამცირებს დაბერების ნიშნებს.



ნაოჭები, გაუწყლოება - ცილისა და მასში არსებული კოლაგენის რაოდენობის ასაკობრივი შემცირების შედეგია. ჯანჯაფილი შეიცავს ანტიოქსიდანტ გინგეროლს, რომელიც ხელს უშლის კოლაგენის დაკარგვას.

შეიზილეთ 1/2 ჩ.კ. დახეხილი ჯანჯაფილი სახეზე დღეში ორჯერ, 5-6 კვირის განმავლობაში. რეგულარულად მიირთვით დილაობით ჯანჯაფილის ჩაი თაფლით და ყველა ტოქსინი გამოირეცხება ორგანიზმიდან.

გათავისუფლდით ფერიმჭამელების თეთრი კვალისგან
ჯანჯაფილის ანტიოქსიდანტური თვისებები დაგეხმარებათ ლაქების ჰიპოპიგმენტაციაში, ტონის გათანაბრებასა და კანის ზედაპირის გაუმჯობესებაში.

დაიდეთ ჯანჯაფილის მრგვალი, თხელი ნაჭრები ან მის წვენში ჩალბობილი ბამბის დისკები კომპრესის სახით 10 წუთის განმავლობაში, ლაქების მონაკვეთში. დაუმატეთ 0.5 ჩ.კ. ჯანჯაფილის წვენი სახის ჩვეულებრივ ნიღაბში, რათა გააძლიეროთ ეფექტი.

კურნავს აკნეს
თუ აკნეს ებრძვით და არ გსურთ, კანი დააზიანოთ ქიმიური საშუალებებითა თუ გაღიზიანებით, მიმართეთ ჯანჯაფილს - მისი ანთების საწინააღმდეგო თვისება დაგეხმარებათ აკნეს მოშორებაში.



დაიდეთ ანთებულ ადგილებზე ინბირის წვენში ჩალბობილი ბამბის დისკები. იგი მოგაშორებთ სიწითლესა და შესიებას, ამცირებს კანზე და ფორებში ბაქტერიების რაოდენობას.

ინბირი ნამდვილი განძია მგრძნობიარე კანისთვის!

აშორებს ცელულიტს
დამიჯერეთ, ყველას აქვს ცელულიტი. მართალია, მისი განკურნების კონრეტული საშუალება არ არსებობს, თუმცა ჯანჯაფილი ამცირებს მის გამოჩენას, აძლიერებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას.



ცელულიტი გამოწვეულია სისხლის ცირკულაციის დაქვეითებით, რაც კოლაგენს ანადგურებს.

ანტიცელულიტური სკრაბი
  1. შეურიეთ 0.5 ჭიქა შაქარი 2 ს.კ. ზეითუნის ან ნუშის ზეთს;
  2. შეიურიეთ 2 ს.კ. დახეხილი ინბირი 1 ჩ.კ. ლიმონის წვენს;
  3. სკრაბის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ გვერდებისა და თეძოების არეში ყოველ ჯერზე, შხაპის მიღების დროს.
ახლა, როცა იცით ინბირის სასარგებლო თვისებების შესახებ, ყოველთვის იქონიე მაცივარში 1-2 ბოლქვი სასწაულმოქმედი მცენარე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.