Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თი როგორ უნდა გათავისუფლდეთ თავის ტკივილისგან ტაბლეტების გარეშე. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესო ბუნებრივი საშუალებებია შაკიკის შეტევის ასაცილებლად, გარდა ამისა, ყველა საშუალება ხელმისაწვდომია.
თავის ტკივილის მოშორების ხალხური საშუალებები
- ბანანი
მოეშვით ბანანის კანის გადაყრას! ეს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი განძია. აღმოჩნდა, რომ თუ ბანანის კანს შუბლზე 20-30 წუთით მაინც გაიჩერებთ, თავის ტკივილი შეგიმსუქდებათ. - კოჭა(ინბირი, ჯანჯაფილი, ჯინჯერი)
ჯანჯაფილის ბოლქვს უბადლო ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, რითიც იგი მოსაბეზრებელი თავის ტკივილების დროს გვეხმარება. კოჭა ეხმარება თავისა და კისრის სისხლძარღვებს მოდუნებაში, ამით ამცირებს შეშუპებას და ააქტიურებს ბუნებრივ დამამშვიდებელ მექანიზმს.
დღეში 3-4 ფინჯანი ჯინჯერის ჩაის ჩვევა გაგათავისუფლებთ შაკიკისგან. მთავარია, ჩაის დალევა მაშინ დაიწყოთ, როგორც კი თავის ტკივილს იგრძნობთ. - ცხელი წყალი
თავის ტკივილის მოშორებაში დაგეხმარებათ ცხელი წყლით სავსე სათბურიც, რომელსაც კეფის არეზე დაიდებთ. სითბო დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში, კისრის კუნთების მოდუნებასა და შაკიკის დამარცხებაში.
კომპრესის დანამატად შეგიძლიათ მიიღოთ ცხელი შხაპი ან მომადუნებელი აბაზანა. თუ აბაზანაში ჩაწოლა არ გსურთ, მიიღეთ ცხელი აბაზანა კიდურებისათვის, რაც შესანიშნავი ალტერნატივაა ბანაობისა. იგი მოგიხსნით თავის ტკივილსა და დაძაბულობას. - ვაშლი
აქამდე არ ვიცოდი, რომ ვაშლი ლამის საუკეთესო საშუალებაა თავის ტკივილის დროს. თუ თავის ტკივილით გაგეღვიძათ, მიირთვით ერთი ცალი ვაშლი მცირეოდენი მარილით, რასაც აუცილებლად უნდა დააყოლოთ თბილი წყალი. გპირდებით, ტკივილი მალევე გაქრება! სხვათაშორის, ვაშლის ძმრის ინჰალაციაც არაჩვეულებრივად მოქმედებს თავის მდგომარეობაზე. - ნუში
აფთიაქის ანალგეზირებადი პრეპარატების შესანიშნავი ბუნებრივი ჩანაცვლება. ერთ მუჭა ნუშს შუძლია თავის ტკივილის მოხსნა 10-15 წუთში, ამასთან, იგი გემრიელი და სასარგებლოა! - ლავანდის ეთერზეთი
აიღეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი თითით და შეიზილეთ საფეთქლებზე 10-15 წუთის მანძილზე. ლავანდის დამამშვიდებელი ეფექტი დადებითად აისახება თავის მდგომარეობაზე და გაათავისუფლებს მას ტკივილისგან.
ლავანდის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ევკალიპტის ან პიტნის ეთერზეთიც. ამ ზეთების დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები მოადუნებს კუნთებს და გააუმჯობესებს სისხლის ნაკადს, რითიც ხელს შეუშლის თავის ტკივილების გაჩენას. - დარიჩინი
აიღეთ რამდენიმე ჯოხი დარიჩინი და დაფქვით. დაუმატეთ მცირეოდენი წყალი, რათა მიიღოთ სქელი მასა. მზადაა! დაიტანეთ მასა შუბლისა და საფეთქლის არეში, კარგად შეიზილეთ და გაიჩერეთ 30 წუთით. მალე ტკივილი მოგეხსნებათ. ასეთი მეთოდი ძალიან სასარგებლოა, თუ თავის ტკივილი ცივი ჰაერის ზემოქმედებითაა გამოწვეული. - კაიენური წიწაკა
კიდევ ერთი საშუალება თავის ტკივილისგან გასათავისუფლებლად - მცირე ოდენობის ცხარე წიწაკის მირთმევა ან შეზელაა. დიახ-დიახ, ეს პროდუქტი გაგათავისუფლებთ საშინელი შაკიკისგან.
თავის ტკივილთან ბრძოლაში ეფექტურია წიწაკაზე დამზადებული დამამშვიდებელი კრემიც. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითიც ხსნის თავის ტკივილს. - კავკასიური გვირილა
ასეთი გვირილის გამშრალი ყვავილები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, მის სამკურნალო თვისებებს კი შეაფასებენ ისინი, ვინც ყოველდღიურად იტანჯება აუტანელი თავის ტკივილებით. მცენარე აღმოგიჩენთ დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, რითაც გაგათავისუფლებთ შაკიკისგან.
თუმცა, გვირილასთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მისი ჭარბად მოხმარება იწვევს უკუჩვენებებს: საჭმლის მონელების პრობლემები, გულისრევა და ძილის დარღვევები. ოპტიმალური დოზა თავის ტკივილის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არის 5 გ ეს სამკურნალო მცენარე ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე. მიირთვით დღეში ორი ფინჯანი.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!