ამის შემდეგ თავზე, მხრებსა და ხელებზე ნაზად გადაისვით ხელი და ხელის მტევნები ძლიერად დაიფერთხეთ, თითქოს ტკივილის გადაგდება, მოშორება გსურთ. რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ ტკივილს ვეღარ იგრძნობთ, გონება გაგინათდებათ.
ახლა კი რეცეპტები:
- სისტემატური და ხანგრძლივი მიღებისას კატაბალახას ეფექტურობა ძალიან მაღალია თავის ტკივილის დროს. ამ მიზნით იყენებენ კატაბალახას ფესვის ნაყენს და ნახარშს.
ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, გააჩერეთ 6-8 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში.
ნახარში: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით, გადმოდგით და გააჩერეთ 10 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში. - თავის ტკივილის დროს ტკივილის გასაყუჩებლად თავზე დაიდეთ კომბოსტოს ფურცლები. ანალოგიური მოქმედება აქვს იასამანის ნედლ ფოთოლს შუბლზე და საფეთქლებზე მიდებისას.
- ხანგრძლივი თავის ტკივილის დროს მოამზადეთ გველის სუროს სპირტზე ნაყენი: 20 გრ ნედლეული 100 მლ. სპირტზე. მიიღეთ 5 წვეთი 1 ს/კ წყალზე 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- აურიეთ თანაბარი რაოდენობით ქაფურის და ნიშადურის სპირტი და შეისუნთქეთ.
- 1 ს/კ ასკილის ფურცელს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, მიიღეთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- ნებისმიერი წარმოშობის თავის ტკივილის დროს შეისუნთქეთ ბარისპირას მშრალი ფხვნილი.
- საფეთქლებზე მიიდეთ შუაზე გაჭრილი ხახვის თავი - ჩვეულებრივ, ტკივილმა 15-20 წუთში უნდა გაგიაროთ.