» » » ამარანტი - სლავების ნამდვილი პური! აი, რატომ აკრძალა რუსეთის მეფემ ამარანტის მოყვანა

ამარანტი - სლავების ნამდვილი პური! აი, რატომ აკრძალა რუსეთის მეფემ ამარანტის მოყვანა

რა ამოუცნობი და მშვენიერია ბუნება! უყურებთ მცენარეს, ფიქრობთ, რომ ეს სარეველაა და აღმოჩნდება, რომ.. მელიის კუდი, კატის კუდი, მამლის ბიბილო - ამ ულამაზეს მცენარეს უამრავი სახელი აქვს. ნებისმიერი მოაგარაკისთვის ცნობილი ამარანტის ყვავილი უდიდეს საიდუმლოს ინახავს.

მარა - უძველესი სლავი ხალხის სიკვდილის ქალღმერთია. ამარანტი სლავურიდან სიტყვასიტყვით "სიკვდილის უარმყოფელს" ნიშნავს, საწყისი ასო "ა" და საშინელი ქალღმერთის სახელი ჯადოსნურ სიტყვას ქმნის, რომელიც უკვდავობაზე მიანიშნებს.

ოდესღაც ამარანტი სლავი ხალხის ძირითადი საკვები იყო. პეტრე პირველის რეფორმებამდე გლეხები და სხვა მომუშავეები შეუდარებელი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით გამოირჩეოდნენ. რატომ აკრძალა პეტრე I-მა ამ მცენარის მოყვანა და მისგან პურის გამოცხობა? ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, უცნობია. და, სამწუხაროა, რომ ადამიანებმა ბევრი რამ დაკარგეს მას შემდეგ, რაც ამარანტით კვებას გადაეჩვივნენ.



ამარანტის თესლი
რაც მეტი მეცნიერი შეისწავლის ამ მცენარეს, მით მეტ გასაოცარ ფაქტს აღმოაჩენენ ხოლმე. ამარანტის თესლისა და ზეთის უნიკალური თვისებები ნიკოლაი ვავილოვმა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გამოიკვლია, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ნაშრომის დიდი ნაწილი გაიბნა. ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვეცნობით თავიდან ამ ბუნებრივ მკურნალს.

Rchevebi.com-ის რედაქცია ამ სტატიაში მოგიყვებათ ამ წარმოუდგენლად სასარგებლო მცენარის დადებით თვისებებზე.

ამარანტის სასარგებლო თვისებები:
  1. ამ მცენარის აბსოლუტურად ყველა ნაწილი შეიცავს ზეთს, სახამებელს, სხვადასხვა ვიტამინს, მიკროელემენტს, პექტინს, კაროტინს, ლიზინსა და მინერალურ მარილებს. იაპონიაში ამარანტი, მისი სუპერშემადგენლობის გამო, ისეთივე ძვირადაა შეფასებული, როგორც კალმარის ხორცი!



  2. ამ სასწაულებრივი მცენარის თესლი ძვირფას ზეთს შეიცავს. გემრიელია მისი მირთმევა შემწვარი სახით, გემოთი იგი ფიჭვის თხილს მოგაგონებთ. თესლი შრგიძლიათ ნებისმიერ ფქვილიან კერძს, ღვეზელსა თუ ტორტს დაუმატოთ.



  3. ამარანტის ფოთლები მდიდარია ვიტამინი C-თი, კაროტინით, ფლავანოიდებით, კალციუმის, კალიუმის, თუთიისა და მარგანეცის მარილებით. მათ წარმატებით გამოიყენებენ პანკრეატიტის, გასტრიტის, შაქრიანი დიაბეტის, კიბოს, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

    ამარანტის ფოთლები გემოთი ისპანახს ჰგავს. რა შეიძლება მათგან მოვამზადოთ? სუპები, სხვადასხვა სალათი, კომპოტი, ჩაი, სიროფი, ასევე, შეგიძლიათ მათი გამოყენება ღვეზელისა და ბლინების მოსართავად. უგემრიელესი და სასარგებლო კერძი!



  4. ამარანტის ზეთი სკვალენის, უძლიერესი ანტიოქსიდანტის მდიდარი წყაროა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკვალენი ადამიანის კანის სეკრეციაც შეიცავს. ამარანტის ზეთი სასწაულებრივად აღადგენს კანის საფარველს, ახორცებს ჭრილობებს. პროდუქტის მიღება შეიძლება როგორც გარეგანი, ისე საკვების სახითაც.
    ეკზემა, სოკოვანი დაავადებები, კანის ინფექციები - ამ ყველაფერს შეუდარებელი ზეთი განკურნავს.



ამარანტის ნაყენი და ნახარში აჩერებს სისხლს, კურნავს ღვიძლსა და გულს, კუჭ-ნაწლავის ინფექციებს. მცენარის ნაყენით ებრძვიან ბავშვებში შარდის შეუკავებლობას.

ამარანტის წვენი და დახეხილი მწვანილი გამოიყენება როგორც ლოსიონი, სახის ნიღაბი ან ბალზამი-სავლები თმისათვის. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები დადებითად მოქმედებს კანის საფარველზე, აახალგაზრდავებს, თმას ანიჭებს ბზინვარებასა და ელასტიურობას. აი, თქვენი სარეველაც.

ამარანტის ფქვილი მისი თესლისგან მზადდება. ეს პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ, ასეთი ფქვილით ძალიან სასარგებლო კერძები გამოგივათ. ამარანტის ფქვილს შეუძლია სისხლში შაქრის დონის შემცირება, გახდომა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დადებითად ზემოქმედება.



უჩვეულო მცენარე! რამდენი რამეა კიდევ მასზე სათქმელი, მაგრამ ჩემი აღტაცება ერთ სტატიაში ვერ მოვათავსე. თუ ინფორმაციით დაინტერესდით, დაწერეთ კომენტარებში, კიდევ რისი გაგება გსურთ ამ მცენარეზე! ამარანტის გაზრდა შეგიძლიათ სახლის პირობებშიც კი, ფანჯრის რაფაზე.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.