» » » განთავისუფლდით კენჭებისგან. ამაში კი მზესუმზირა, სიმინდის ულვაში და ალუბლის ტოტები დაგეხმარებათ

განთავისუფლდით კენჭებისგან. ამაში კი მზესუმზირა, სიმინდის ულვაში და ალუბლის ტოტები დაგეხმარებათ

თირკმლის ნებისმიერ დაავადებას უხდება ალუბლის ტოტების ნახარში. ადრე გაზაფხულზე უნდა მოვჭრათ რამდენიმე ტოტი, დავჭრათ წვრილად და მოვაზმადოთ ასეთი ნახარში:

  • ავიღოთ ერთი პეშვი ალუბლის ტოტი, დავასხათ 4 ლიტრი ცივი წყალი, მივიყვანოთ დუღილამდე და 10 წუთი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მერე ქურიდან გადმოვდგათ, შევფუთოთ და 1 საათით გავაჩეროთ, ბოლოს გადავწუროთ.
    მივიღოთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 5-ჯერ. გემოვნებისამებრ, დაამატეთ თაფლი. მკურნალობის კურსი 10 დღეა. მერე 10 დღით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ასე შესვენებებით ჩაიტარეთ 3 კურსი. მერე ერთი თვე შეისვენეთ და ისევ მიიღეთ ნახარში 10 დღიანი კურსებით.

    თირკმლების გაწმენდა ასკილის ფესვებითაც შესაძლებელია

    ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის ქვების დასაშლელად და გამოსადევნად.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, 1-2 კვირის განმავლობაში.

    თირკმლის ანთებას ფარსმანდუკის ნაყენი ჩაგიცხრობთ

  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ფარსმანდუკი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ჯერზე.

    მზესუმზირა და სიმინდის ულვაში კენჭებისგან გაგანთავისუფლებთ

    ერთ ქალბატონს თირკმელში 0,8 მმ ზომის კენჭი აღმოუჩინეს. მაშინვე გადაწყვიტა, კენჭი შინაური მეთოდებით მოეცილებინა.

  • თავდაპირველად ასე მკურნალობდა: იღებდა მზესუმზირას ფესვებს და აქუცმაცებდა, ერთ ჭიქას ყრიდა სამლიტრიან ქილაში და ასხამდა გაცივებულ ანადუღარ წყალს, მერე დგამდა ცეცხლზე და 5 წუთი ადუღებდა, წურავდა და ასხამდა ახლა უკვე ლიტრიან ქილებში, რომლებსაც მაცივარში დგამდა, გაწურვის შემდეგ დარჩენილ ფესვებს კი ცელოფანის პაკეტში აწყობდა და ამასაც მაცივარში ინახავდა, რადგან ფესვების გამოყენება შესაძლებელია სამჯერ, იმ განსხვავებით, რომ მეორედ მოხარშვისას 10 წუთი დუღილია საჭირო, ხოლო მესამე მოხარშვისას - 15 წუთი. მერე შეგიძლიათ გადაყაროთ.
    ამ ნახარშს იღებდა შემდეგი წესით: მკურნალობა გაგრძელდა 63 დღე. ამ ხნის განმავლობაში მას სულ 7 ჭიქა ნედლეული დასჭირდა. ამის შემდეგ ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარა - აღმოჩნდა, რომ ქვა დაშლილიყო და ქვიშად ქცეულიყო. ქვიშის გამოსადევნად კი 3 თვის განმავლობაში სვამდა სიმინდის ულვაშის ნაყენს. ახლა თირკმელები სუფთა აქვს და თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.