დღეს "რჩევების" რედაქცია გიზიარებთ ყველაზე ეფექტური ვარჯიშების კომპლექტს ქალებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ ასაკობრივი ცვლილების წინააღმდეგ, არამედ სახის ასიმეტრიის დროსაც.
სახის ასიმეტრია
სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილის არა სიმეტრიულობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა. უბრალოდ ზოგს უფრო გამოკვეთი აქვს, ზოგს უფრო ნაკლებად. ამ პრობლემას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი ასიმეტრია თავის მხრივ მთელი რიგი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: ნერვის ანთებიდან დაწყებული ცუდი ჩვევით დამთავრებული.
ამასთან, ის ორგანიზმის ბუნებრივი დაბერების პროცესში შეიძლება წარმოიქმნა ან ასაკობრივი დაავადების ფონზე. სწორედ ასეთი სახეობის ასიმეტრიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ შემდეგი ვარჯიშები.
6 საუკეთესო ვარჯიში
ვარჯიში № 1
ხელები კეფასთან დაიდეთ, ამასთან ცერა თითის ბალიშები ყურებთან უნდა გქონდეთ. ხელები ჩაკეტეთ. თითის ბალიშებით კეფას დააწექით სუნთქვის რიტმში. ანუ ჩასუნთქვაზე აწვებით, ამოსუნთქვაზე ადუნებთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას, ეს ყველა ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია. ისუნთქეთ ნელა და ღრმად, ვარჯიში რიტმში შეასრულეთ.
ვარჯიში № 2
ხელები იგივე მდგომარეობაში. ღრმად ჩაისუნთქეთ, სუნთქვა შეიკავეთ და კეფაზე თითის ბალიშებით დააჭირეთ. სუნთქვა 1-3 წამით შეიკავეთ, ამოისუნთქეთ და მოდუნდით. გაიმეორეთ 5-ჯერ.
ვარჯიში № 3
ხელის მტევანი თავზე ისე დაიდეთ, რომ ხელის თითები ერთმანეთს თხემთან შეხვდეს. თითები გადააჯვარედინეთ. ჩასუნთქვაზე თითის ბალიშებით თხემის ქვედა ნაწილზე და გვერდით დააჭირეთ, ამოსუნთქვაზე მოდუნდით. გაიმეორეთ 3-ჯერ.
ვარჯიში № 4
თითები საფეთქელთან დაიდეთ. ჩასუნთქვაზე ნაზად დააჭირეთ, ამოსუნთქვაზე მოდუნდით. გაიმეორეთ 3-ჯერ.
ვარჯიში № 5
თითები შუბლთან წარბების ზემოთ დაიდეთ ისე, რომ ცერა თითის ბალიშები საფეთქელთან გქონდეთ. ჩასუნთქვაზე ნაზად დააჭირეთ წარბების გარე მხარეს ცენტრის მიმართულებით. ამოსუნთქვაზე მოდუნდით. გაიმეორეთ 5-ჯერ.
ვარჯიში № 6
მარცხენა ხელის მტევანი შუბლზე ჰორიზონტალურად დაიდეთ, მარჯვენით ცხვირის წვერი დაიჭირეთ. სუნთქვის მიუხედავად ნელა ამოძრავეთ ხელი სხვადასხვა მხარეს, ოღონდ ნაზად. გაიმეორეთ 10-ჯერ.
ყველა ვარჯიში ფრთხილად უნდა შეასრულოთ, რომ დისკომფორტი ან მტკივნეული შეგრძნება არ შეგექმნათ. თუ თქვენ ტკივილი იგრძენით, ვარჯიშის შესრულება შეწყვიტეთ. შედეგის მისაღწევად ვარჯიში ყოველდღე უნდა შეასრულოთ. საღამოს, ძილის წინ, საკუთარი თავისთვის დრო გამონახეთ და ეს მარტივი კომპლექსი შეასრულეთ.
ეს ვარჯიში - ერთ-ერთი ყველაზე მარტივია სახლის პირობებში სახის კორექციის მეთოდებს შორის. ცოტა ძალისხმევა, მოთმინება და სასურველი შედეგიც სახეზე იქნება.
თქვენ სილამაზის რა საიდუმლოს ფლობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.