ლიპური მჟავის ირგვლივ აჟიოტაჟი, ასევე, გამოწვეულია მისი სიიაფის გამოც. თუმცა, როგორც ნებისმიერ ვიტამინსა და ბიოდანამატს, ამ პრეპარატსაც აქვს უკუჩვენება. ამიტომ, არ გირჩევთ მასზე ექსპერიმენტის ჩატარებას დამოუკიდებლად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ლიპოური მჟავა, ასევე ცნობილი, როგორც ტიოკტოური ან ვიტამინი N - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში სინთეზირდება და უჯრედულ დონეზე, მემბრანასა და თვით უჯრედშიც მოქმედებს. უზრუნველყოფს ცხიმებისა და ნახშირწყლების მიმოცვლაზე: მისი მოქმედებით, ნახშირწყლები გაცილებით სწრაფად მიმოიცვლება, ცხიმებს კი ბოლომდე შლის ენერგიის მისაღებად.
სწორი გახდომა საშინაო პირობებში
ლიპოური მჟავა უშუალოდ გახდომის საშუალება არაა. იგი მხოლოდ ეხმარება ორგანიზმს იმ ფაქტორებთან გამკლავებაში, რომლებიც ორგანიზმს მასის მატებასა და ცხიმების შენახვას აიძულებს. ამ პირობებში, ჭარბი წონის დაკლება ხდება გაცილებით მარტივად, ამიტომ, ლიპოური მჟავის პრეპარატებს იყენებენ გასახდომ დანამატად და არა ძირითად საშუალებად.
იმ ქალბატონების უმეტესობა, რომლებიც ლიპოურ მჟავას იყენებენ გასახდომად, აღენიშნებათ მადის დაქვეითება, ტკბილეულისა და პურეული პროდუსტისკენ მიდრეკილების შემცირება. ანტიოქსიდანტის წყალობით, სისხლში რეგულირდება შაქრის დონე, შესაბამისად, მცირდება მომატებული მადაც. ნივთიერებათა ცვლის პროცესი ჩქარება, გამოიდევნება ტოქსინები, ნახშირწყლები გაცილებით სწრაფად გადამუშავდება - ამრიგად, ქრება ცხიმოვანი ფენები, იზრდება კუნთოვანი მასა.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საშინაო პირობებში ყველაზე ეფექტური გახდომა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიპოურ მჟავას შეუთავსებთ სწორ დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვას. მთელი კურსის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. საუკეთესო შედეგისთვის საჭიროა მისი მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან 1 საათის შემდეგ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შესამჩნევი შედეგს უკვე 3 კვირაში მიიღებთ.
კვლევებით დადგინდა და განისაზღვრა ლიპოური მჟავის როლი სერიოზული დაავადებების განკურნებასა და ასაკობრივ ცვლილებებთან ბრძოლაში.
- ლიპოური მჟავა გასაახალგაზრდავებლად
მეცნიერებმა გარეგნობის ასაკობრივი გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად გლიკოდაბერება დაასახელეს, რომლის დროსაც კოლაგენის მოლეკულები ემაგრება შაქრის მოლეკულებს. ასეთი "მოლეკულური წებო" სისხლძარღვებს არაელასტიურსა და ვიწროს ხდის. გლიკაციის პროდუქტების გამო, კანი იცვლის ფერს, ხდება ჩამოწელილი, უფერული, თხელი, ჩნდება ნაოჭები და ლაქები.
ლიპოური მჟავა ხელს უშლის გლიკაციის გამანადგურებელ პროცესს. მას შეუძლია "დროის უკან დაბრუნება" - უკვე შესამჩნევად დაზიანებული კანის აღდგენა და ელასტიურობის დაბრუნება. ამ ანტიოქსიდანტის მიღების შემდეგ აღინიშნება სახის შეშუპების შემცირება, აკნეს გაქრობა, კანის დაგლუვება და სისწორე. შესამჩნევად უმჯობესდება თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობა. - ლიპოური მჟავა სამკურნალოდ
ლიპოური მჟავა ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოჰყავს მძიმე მეტალის მარილები და ტოქსინები ორგანიზმიდან, აღადგენს და იცავს ღვიძლის უჯრედებს დაავადებისა და ცხოვრების არასწორი წესის შემდეგ. ლიპოურ მჟავაზე დამზადებული პრეპარატები მიიღება გაღიზიანებისა და დაავადებების ფართო სპექტრში.
ნივთიერება ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ რეაბილიტაციას დაავადებისა და ოპერაციების შემდეგ, ამაღლებს განწყობას, იგრძნობა ძალების მოზღვავება და უმჯობესდება შრომისუნარიანობა. რეგულირდება არტერიული წნევა და მცირდება შაკიკის შეტევათა სიხშირე. ინსულტის შემდეგ ტვინი აღდგება გაცილებით სწრაფად, აქტიურდება კოგნიტური პროცესები. უმჯობესდება მხედველობითი ფუნქციები გლაუკომის დროს. დიაბეტის დროს იწყება საკუთარი ინსულინის გამომუშავება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.
ლიპოური მჟავას აქვს ნეირონების აღდგენისა და ტვინის დაავადებების პროფილაქტიკის უნარი. ბოლოდროინდელი კლინიკური კვლევების მიხედვით, რომელიც მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა ლიპოური მჟავის კურსის შემდეგ.
ჩვენ სპეციალურად არ აღვნიშნავთ სტატიაში პრეპარატის დოზირებას, ვინაიდან ლიპოური მჟავის მიღების ნორმა გამოითვლება მხოლოდ სპეციალისტის მიერ ასაკის, ფიზიკური მაჩვენებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ვიტამინ N-ს შეუძლია საკმაოდ ბევრი უკუჩვენების გამოწვევა და ჯანმრთელობის სერიოზულად დაზიანებად კი. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ შეზღუდვებს:
ლიპოური მჟავა არ უნდა მიიღონ:
- ბავშვებმა 6 წლამდე, მოზარდებმა, ფეხმძიმეებმა და დედებმა ლაქტაციის პერიოდში;
- როგორც მომატებული, ისე შემცირებული მჟავიანობის გასტრიტის მქონე პაციენტებმა;
- კუჭის ან ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებმა;
- მათ, ვისაც აღენიშნებათ ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატისა;
- ალერგიისკენ მიდრეკილებმა;
- მათ, ვინც რკინისშემცველ პრეპარატებს იღებენ;
ტიოქტოური მჟავის არასწორად მიღების მოულოდნელი შედეგი შეიძლება იყოს თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, გულისრევა, ძილიანობა და კიდურების კანკალი. საშინაო პირობებში სწრაფად გახდომის იმედით, ნუ გაიქცევით აფთიაქში მჟავის საყიდლად. გაიგეთ კვალიფიცირებული სპეციალისტისგან, გჭირდებათ თუ არა ეს პრეპარატი და რა დოზით უნდა მიიღოთ.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!