» » » წარმოუდგენელი მოქმედება! თუ თავის გაახალგაზრდავება გსურთ, არ მოიქცეთ ასე ნიღბების დამზადებისას.

წარმოუდგენელი მოქმედება! თუ თავის გაახალგაზრდავება გსურთ, არ მოიქცეთ ასე ნიღბების დამზადებისას.

ნაოჭები, გაფართოებული ფორები, შავი წერტილები, აკნე... და სად წავალთ ცხიმოვანი სიპრიალის და აქერცლილი კანის გარეშე! აუცილებელი ინგრედიენტებით აღჭურვილი, კიდევ ერთხელ ვცდილობთ "მეგობრის რეკომენდაციით" საკუთარ თავზე გაამახალგაზრდავებელი რეცეპტის გამოყენებას. საიმედო ინფორმაციის გარეშე, ძალიან ადვილია სილამაზის მსხვერპლი გახდეთ. 

სახის ნიღაბი c ვიტამინით

მე გამონაკლის არ წარმოვადგენ და ძალიან ხშირად სააბაზანო ოთახს კოსმეტოლოგიურ კაბინეტად ვაქცევ. ვწოვი, ვუმატებ, ვურევ. მაგრამ მორიგი ნიღბის გასაკეთებლად ინგრედიენტებს ყოველთვის ფრთხილად ვირჩევ. რადგან ერთხელ ძალიან დიდხანს სააფთიაქო ვიტამინების ჯადოსნური კრემის შედეგებს ვმკურნალობდი. იაფი რეცეპტი ძალიან ძვირი დამიჯდა. ერთი დადებითი მხარე - ახლა კარგ დერმატოლოგს ვიცნობ. 

დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორი ვიტამინების სინთეზი არის კარგი კანისთვის, ხოლო რომელტა შერევა არის დაუშვებელი. სტატიის ბოლო ნახეთ სახის ნიღბის სწორი რეცეპტი გაამახალგაზრდავებელი ეფექტით. 



თუ აფთიაქის ვიტამინებით ნიღბის დამზადებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მათი გამოყენების წესს გაეცანით. არანაირი გამონაკლისი არაა, წესი ყოველვის უნდა შეასრულოთ. 

ვიტამინების სახის ნიღაბში გამოყენების წესები 

  1. ვიტამინების უმეტესობა ამპულებსა და დახურულ კაფსულებში იყიდება. გახსნილი სახით ისინი ჟანგბადთან რეაქციაში შედიან, ამიტომ პრეპარატი გახსნისთანავე უნდა გამოიყენოთ. არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ძალიან დიდი ხნის წინ გახსნილი ამპულა. 

  2. არ გამოიყენოთ რამდენიმე ვიტამინი ერთ ნიღაბში! გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ სახის ნიღბები E და A ვიტამინებით. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად ეთავსება. 



  3. ალერგიული რეაქცია თავიდან რომ მოვიშოროთ აუცილებლად მაჯაზე ტესტირება ჩაიტარეთ. სიწითლის, ქავილის ან წვის შემთხვევაში - მისი გამოყენება არ შეიძლება. 

  4. სანამ სახლის ნიღაბს გამოიყენებთ, აუცილებლად კარგად გაისუფთავეთ სახე კოსმეტიკური ნარჩენების და სიბინძურისგან. შეგიძლიათ სკრაბი გამოიყენოთ. 

  5. ბოროტად არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც სახლში დაამზადეთ. ოპტიმალურია კვირაში 2-3-ჯერ მათი გამოყენება, კურსის ხანგრძლივობა 10-15 პროცედურა. 



  6. ტოფეროლის, რეტინოლის და სხვა ვიტამინების სუფთა სახით გამოყენება ყოვლად დაუშვებელია!

  7. თუ კანის მდგომარეობა ნიღბის გამოყენების შემდეგ გაუარესდა - აუცილებლად ექიმს მიმართეთ. 



სრულყოფილი ზრუნვისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. მოქმედება რომ გააძლიეროთ, ვიტამინების ზოგიერთი ჯგუფი სხვა კომპონენტებთან კომბინაციაში უნდა გამოიყენოთ. 

რომელი ვიტამინების შეთავსება შეიძლება 

  1. ვიტამინი A

    ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი - ეს არის რეტინოლ აცეტატი, ან უბრალოდ რეტინოლი. მას ახალგაზრდობის ვიტამინს უწოდებენ. აძლიერებს კოლაგენის და ესტროგენის წარმოებას. აფერხებს კანის ნაადრევ დაბერებას და დემოდეკოზის, სებორეას, აკნეს სამკურნალოდ იყენებენ. 



    რეტინოლის გამოყენება უმჯობესია E ვიტამინთან (ტოკოფეროლი) კომპლექსში. აუცილებელია იცოდეთ, რომ A ვიტამინის გადაჭარბება კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ ზრდის. სწორედ ამიტომ ასეთი ნიღბები ღამით გამოიყენეთ. 

  2. ვიტამინი E

    მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, კანის რელიეფს თანაბარს ხდის და დაბერების პროცესს აფერხებს. კარგად იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. ეპიდერმისის ზედა ფენებში გროვდება, ტოკოფეროლი თვალების ქვეშ ჩანთებს აქრობს და პიგმენტური ლაქების, ჭორფლის გაჩენას ხელს უშლის. კანს უფრო ნათელს ხდის. ვიტამინი E რამდენიმე სახეობის არსებობს. ყველაზე ეფექტურია ალფა-, გამა- და სიგმა-ტოკოფეროლები.



    ტოკოფეროლის ყველაზე წარმატებული წყვილია - C ვიტამინი. ასეთ კომბინაციაში მას კარგი მზისგან დამცავი ეფექტი აქვს. ტოკოფეროლის მოქმედებას აძლიერებს A ვიტამინი, სელენი და მაგნიუმი. 

  3. C ვიტამინი 

    ასევე ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს და კოლაგენის წარმოების პროცესში A ვიტამინის მსგავსად მონაწილეობს. C ვიტამინის წყალობით კანის უჯრედების ჟანგბადით გაჯერება ხდება, სისხლძარღვები ძლიერდება. ეს საშუალება სისხლძარღვების "ბადეს" აქრობს და კანზე წვრილი ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას ხელს უშლის. 



    მაგრამ C ვიტამინი ჟანგბადის მიმართ არასტაბილურია. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ასკორბინის მჟავა, ასკორბილ ფოსფატი. თუ შეფუთვას აწერია "დერივატი C ვიტამინი", ჯობს არ შეიძინოთ. დერივატი - ეს ნებისმიერი შენაერთია C ვიტამინთან, რომელიც სწრაფად იჟანგება და თავის თვისებას კარგავს. 

  4. B ჯგუფის ვიტამინები

    ამ ვიტამინების გამოყენების მთავარი წესია - დოზირების შენარჩუნება! სახლის ნიღბებისთვის ძალიან მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ, რადგან მათ შეიძლება ალერგია გამოიწვიონ. ამ ვიტამინების ყველა ჯგუფი საკმაოდ მგრძნობიარეა სინათლის, სითბოს და წყლის მიმართ. რასთან შეიძლება შეუთავსოთ B ჯგუფის ვიტამინები, ნახეთ ცხრილი. 



    თუ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობაა, იქმენაბ კანის გაღიზიანება, ქრონიკული დერმატიტი, ტუჩები იქერცლება და ხშირად ტუჩის კუთხეებში დახეთქილია.

    ტიამინი (B1) და პირიდოქსინი (B6) კანს აღადგენს, რიბოფლავინი (B2) აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადით გაჯერებას, ნიაცინი (B3, PP, ნიკოტინის მჟავა) სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, პანტოტეინის მჟავა (B5) არეგულირებს სეპარატისტული ჯირკვლის მუშაობას, ფოლიუმის მჟავა (B9) იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და კანიკობალამინი (B12) გამოიყენება შეშუპების წინააღმდეგ.



  5. ალფა-ლიპოური მჟავა 

    ამ ანტიოქსიდანტის შესახებ ცოტას საუბრობენ, მაგრამ კოსმეტოლოგები დაბერების პირველივე ნიშნების დროს, ღრმა ნაოჭების და სახის ოვალის შესაცვლელადაც კი იყენებენ. სახლში დამზადებულ ნიღბებსა და კრემებში ლიპოური მჟავის გამოყენება გაუხსნელად არ შეიძლება. მას მცენარეულ ზეთში ან სპირტში ხსნიან. 



    კოსმეტიკურ საშუალებაში ლიპოური მჟავა ყველაზე ბოლოს უნდა დაამატოთ. პირველი გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია  0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შემდეგში ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ ისე რომ 5%-იან დონეს არ გადააჭარბოთ. წყლის საფუძველის ნიღაბში, ლიპოური მჟავა კარგად რომ გაიხსნას C ვიტამინს უმატებენ.



სახის კანის მდგომარეობა რომ გააუმჯობესოთ და წვრილი ნაოჭები გააქროთ, სცადეთ სახის ნიღაბი E ვიტამინით და გლიცერინით. თუ გლიცერინის ნაცვლად კაკაოს ზეთს აიღებთ, საუკეთესო ამქერცლავი საშუალება გამოცვა, რომელიც შეგიძლება როგორც ტუჩის ბალზამი ისე გამოიყენოთ. 



სახის ნიღაბი E ვიტამინით და გლიცერინით.

0.5 E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი, 1 ჩ/კ თხევადი თაფლი, 1 ჩ/კ გლიცერინი აურიეთ. წაისვით სახეზე თანაბარ ფენად და 20-25 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენ კაკაოს ზეთს იყენებთ, წინასწარ წყლის ორთქლის წყალში უნდა გაადნოთ. 



კანი რომ ბრწყინვალე და ჯანსაღი იყოს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარედან გამოკვებოთ, არამედ შიგნიდანაც. დიეტებით თავი არ დაისუსტოთ, გადახედეთ თქვენს რაციონს, დაუმატეთ ბევრი ბოსტნეული, ხილი. სწორი კვება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ცუდად არ მუშაობს. 

სახის კანის მოვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ დაგავიწყდეთ სახის კანის გაწმენდა საღამობიით და აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები, რომლებიც სახლში არის დამზადებული. 

დაწერეთ კომენტარებში, რომელ კოსმეტიკურ საშუალებას იყენებთ თქვენ კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად. აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.