ასტროლოგიაში მდოგვი მარსის მაგიურ მცენარედ ითვლება. აღმოსავლეთში მდოგვი ძლიერ აფროდიზიაკად ითვლება, რომელიც სქესობრივი პოტენციის ასამაღლებლად გამოიყენებოდა.
თეთრი მდოგვის 4 სახეობა არსებობს, რომლებიც ჯვაროსანთა ოჯახს ეკუთვნის. წამლის მოსამზადებლად გამოიყენება მისი თესლები. თესლის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, სინიგრინის გლიკოზიდი.
მდოგვს აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული თვისება. მისგან ამზადებენ მდოგვის საფენებს.
ხალხურ მედიცინაში მდოგვით მკურნალობენ სურავანდს, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ჭლექს, იმპოტენციას. კბილის ტკივილის დროს ეფექტურია მდოგვის თესლის დაღეჭვა.
ჰომეოპათიები მდოგვით მკურნალობენ თივის ცხელებას, სურდოს, ზემო სასუნთქი გზების კატარს.
მდოგვისა და სელის თესლის ნახარში შეშუპების მოსახსნელად
ინგრედიენტები:
- სელის თესლები - 40 გრ
- მდოგვის თესლები - 5-7 გრ
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წყალი და ვადუღოთ 10 წთ. შემდეგ დავაყენოთ 1 სთ. მივიღოთ თბილი (არ გავწუროთ), თესლებიანად - 60 მლ ყოველ 3 სთ-ში.
მდოგვის თესლის ნახარში თირკმელების კენჭოვანი დაავადებების დროს
ინგრედიენტები: - მდოგვის თესლი - 10 გრ
- წყალი - 400 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ 5-6 წთ. შემდეგ დავაყენოთ 2 სთ. მოხმარების წინ ნახარში გავწუროთ.
მივიღოთ 10-20 მლ 3-ჯერ დღეში.
მდოგვის თესლის ნაყენი ფილტვების ანთების მკურნალობაში
ინგრედიენტები: - მდოგვის თესლი - 5-7 გრ
- წყალი ან რძე - 50 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში და შევურიოთ წყალს ან რძეს.
მივიღოთ ერთხელ დღეში 15 წთ-ით ადრე ჭამამდე.
თაფლისა და მდოგვის თესლის ნარევი ქრონიკული შეკრულობის დროს
ინგრედიენტები: - მდოგვის თესლი - 5 გრ
- თაფლი - 5 გრ
მომზადების წესი:
თესლები დავნაყოთ და შევურიოთ თაფლს.
მივიღოთ 5 გრ 3-ჯერ დღეში 15 წთ-ით ადრე ჭამამდე, თან მივაყოლოთ ადუღებული თბილი წყალი.