» » » როგორ დავამზადოთ მოთხოვნადი მდოგვის საწებელი სახლის პირობებში

როგორ დავამზადოთ მოთხოვნადი მდოგვის საწებელი სახლის პირობებში

მდგოვი ორნაირია: თეთრი და ნაცრისფერი. ერთსაც და მეორესაც აქვს თესლები. თესლებიდან ხდიან საუკეთესო ხარისხის ზეთს, რომელიც მეტად გემრიელია. ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაწილს - კოპტონს ფქვავენ და მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის მდოგვსაწებელს.

ჩვეულებრივი მდოგვი

300 გრამი მდოგვის ფხვნილი ავურიოთ 1 ჩაის ჭიქა თეთრ ღვინოსა და 1/2 ჩაის ჭიქა ძმარში. ჩავყაროთ ცოტაოდენი დანაყილი მიხაკი, კარგად ავურიოთ და ერთხელ წამოვადუღოთ. დავუმატოთ ცოტა შაქარი და მარილი, კარგად ავლესოთ და კვლავ წამოვადუღოთ. კიდევ ვურიოთ კარგა ხანს, ჩავასხათ ჭურჭელში და დავდგათ. მეორე დღეს იგი მზად იქნება.

მდოგვი მეორენაირად

საჭირო ინგრედიენტები:
  • მდოგვის ფხვნილი - 200 გრამი
  • ძმარი - 3 ჩაის ჭიქა
  • მიხაკი - 1/2 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი - 1/2 ჩაის კოვზი
  • შაქარი - 60 გრამი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:
200 გრამი მდოგვის ფხვნილი ავლესოთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე ძმარში. ვლესოთ დაახლოებით ნახევარ საათს. შემდეგ დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ცივი ძმარი, კარგად ავურიოთ, შევახვიოთ თბილად და დავდგათ თბილ ადგილას მეორე დღემდე. მეორე დღეს კარგად ავლესოთ, ჩავაყაროთ 60 გრამი შაქრის ფხვნილი, 1/4 ჩაის კოვზი მიხაკი, ამდენივე დარიჩინი და ცოტა მარილი. კარგად ავლესოთ და ჩავასხათ მდოგვის ჭურჭელში. მდგოვის საწებელი მზადაა...
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.