» » » საკუთარი ხელით დამზადებული მთვრალი ქოთნები თქვენს ეზოს სილამაზეს და სიხალისეს შემატებს

საკუთარი ხელით დამზადებული მთვრალი ქოთნები თქვენს ეზოს სილამაზეს და სიხალისეს შემატებს

მთვრალი ქოთნები წარმოადგენს ლითონის კარკასზე ჩამოცმულ ქოთნებს, რომლებიც ისეთი კუთხით თავსდება, რომ შესაძლებელი იყოს მათში დეკორატიულ-ფოთლოვანი სახეობების ზრდა-განვითარება.
არსებობს მათი დამზადების ორი ვარიანტი, რომელთაგან პირველი ეწყობა პირდაპირ ნიადაგზე, ხოლო მეორეს აწყობა შესაძლებელია ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ადგილას.
პირველ შემთხვევაში, მთვრალი ქოთნების მოსაწყობად მოიმარაგეთ ერთი დიდი და 4-6 შედარებით პატარა ზომის თიხის ქოთნები და სასურველი ფერის აეროზოლით შეღებეთ. დაელოდეთ საღებავის გაშრობას.

ფოლადის მილს გაუკეთეთ მყარი სადგამი და ზედ ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები, სადრენაჟო ხვრელიდან ჩამოაცვით პირველი, დიდი ზომის ქოთანი. წონასწორობის შესანარჩუნებლად შეავსეთ იგი მიწის სუბსტრატით. ფოლადის მილს ჩამოაცვით დარჩენილი ქოთნებიც, ოღონდ ყოველი ახალი ქოთანი მაშინვე შეავსეთ ნიადაგით და მიეცით წინა ქოთნის საწინააღდეგო მიმართულების დაქანება. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი ჩარგეთ მწვანე სახეობები.

მეორე ვარიანტის ასაწყობად დაგჭირდებათ საფეხა ფოლადის კონსტრუქცია, 1 ცალი დიდი და 4 ცალი საშუალო ზომის თიხის ქოთანი.
დიდი ზომის თიხის ქოთანი მოათავსეთ წინასწარ შერჩეულ ადგილას, ჩადგით მასში ლითონის სამფეხა კონსტრუქცია და ამოავსეთ ქოთანი მიწის სუბსტრატით.
ფოლადის მილზე სადრენაჟო ხვრელიდან ჩამოაცვით დანარჩენი საშუალო ზომის ქოთნები ისე, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს საწინააღმდეგო მიმართულების დახრა.
გაითვალისწინეთ, რომ მთლიანი კონსტრუქციის სიმყარისთვის, ყოველი ახალი ქოთნის მილზე ჩამოცმამდე, აუცილებლად მიწის სუბსტრატით აავსეთ წინა ქოთანი.
მთვრალი ქოთნებიც მზად არის. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი ჩარგეთ მწვანე სახეობები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.