» » » 20 საუკეთესო სასუსნავი გასახდომად - გახდომა ასეთი გემრიელი არასდროს ყოფილა

20 საუკეთესო სასუსნავი გასახდომად - გახდომა ასეთი გემრიელი არასდროს ყოფილა

მიირთვი და გახდი! ეს ჯანსაღი სასუსნავები მრავალფეროვნებას შეიტანს თქვენს რაციონში. ყველას გვიყვარს წახემსება, თუმცა ჩვენი საკვები ყოველთვის არაა ნაკლებკალორიული და ჯანსაღი.
ხშირად, ძირითად კვებებს შორის ინტერვალში მივირთმევთ საკვებს, რომელიც იწვევს წონაში მატებას. გახდომისა და ლამაზი ფიგურისთვის არჩიეთ სწორი კვება!

რომელი სასუსნავი წვავს ცხიმებს? სწორი წახემსება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. სრული საკვები ბოჭკოებისა და სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ჯანსაღი პროდუქტები ეხმარება მეტაბოლიზმს სტაბილურად მაღალ დონეზე. ამრიგად, მიღებული საკვები მაშინვე მონელდება და იქცევა ენერგიად და არა ცხიმის მარაგად.

Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 20 ჯანსაღ სასუსნავს, რომელიც ცხიმების წვაში დაგეხმარებათ:
  • ვაშლით წახემსება - საუკეთესო არჩევანია!
    20 საუკეთესო სასუსნავი გასახდომად - გახდომა ასეთი გემრიელი არასდროს ყოფილა

  • ნუში - ცილისა და ძვირფასი მიკროელემეტების წყარო. ცელულოზის მაღალი შემცველობა ამ თხილში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.


  • ცილისა და ცელულოზის კომბინაცია. ვაშლი და ერთი ჭიქა უცხიმო რძე - არაჩვეულებრივი გემოა.


  • ავოკადო ხაჭოს შიგთავსით - ორიგინალური ჩანაცვლებაა ჩვეულებრივი ბუტერბროდისა.


  • დაკონსერვებული თინუსი კრეკერებთან ერთად. გემრიელი სასუსნავი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება.


  • ოსპი ბოსტნეულთან ერთად ლავაშში. უგემრიელესი კერძი და იდეალური ვარიანტი ვეგეტარიანელებისთვის. ოსპი ცნობილია ცილის მაღალი შემცველობით, ამასთან, იგი ძალიან გემრიელია.


  • კრევეტები! თქვენ უგემრიელესად წაიხემსებთ, თუ კრევეტებს საჭირო სოუსს მოასხამთ და დაფქულ თხილს მოაყრით.


  • კენკრისა და მაწვნის კოქტეილი არაჩვეულებრივი წახემსებაა, თუ შაქარს თაფლით ჩაანაცვლებთ.


  • გამომცხვარი მსხალი დარიჩინითა და რბილი ყველით - არომატური და ძალიან მსუბუქი დესერტი, რომელიც უხდება ყავას.


  • მწვანილი და ყველი ტოფუ


  • სოიო შესანიშნავი ცილოვანი პროდუქტია. სოიო სოუსითა და ბოსტნეულით - დიეტური სასუსნავია. იმისათვის, რომ სოიო გემრიელი იყოს, დაუმატეთ ცოტაოდენი არაჟანი.


  • ქათამი შედარებით მსუყე წახემსებას გპირდებათ - არავითარი ცხიმი, მხოლოდ ცილა.


  • ყვავილოვანი კომბოსტო თეთრი ლობიოთა და ნივრით.


  • ტოსტი ბერძნული თხილითა და მსხლით. ბერძნული თხილი ტვინზე ისევე მოქმედებს, როგორც ბანანი - ზრდის სეროტონინის რაოდენობას. წახემსება, რომელიც არამხოლოდ გამხდარს, არამედ ბედნიერსაც გაგხდით.


  • სალათი ოსპითა და ბოსტნეულით. შეარჩიეთ ნებისმიერი ბოსტნეული გემოვნებით: პომიდორი, ბულგარული წიწაკა და მწვანე სალათის ფოთლები - აი რა გჭირდებათ.


  • პროტეინის ბატონი. ისეთივეა, როგორც კონფეტი, თანაც გაცილებით სასარგებლო


  • მექსიკური კერძი ლობიოთი, ბოსტნეულითა და პომიდვრის სოუსით. პარკოსანი მცენარეები ცილოვანი პროდუქტია, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვათ.


  • ცხელი კერძი სოიოთი და ბოსტნეულით. თეთრ სოუსთან ერთად ეს პროდუქტი შეუდარებელია.


  • სატაცური და მაგრად მოხარშული კვერცხი. ყურადღება: სატაცური აფროდიზიაკია, იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავასა და B6-ს.


  • მწვანე ჩაი ლიმონით, საუკეთესოა ცივად. თუ მოგშივდათ, მიირთვით მცირეოდენი სითხე. შესაძლოა, თქვენ გაწუხებთ წყურვილი, ამიტომ, ორგანიზმი იძლევა ცრუ სიგნალს შიმშილის შესახებ. ამ დროს მწვანე ჩაი იდეალური არჩევანია.

თქვენი ფიგურა ჰარმონიული იქნება, გახდომის საკითხი კი აღარასდროს შეგაწუხებთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.