ქინძის სავარაუდო სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ქვეყნები ითვლება. ის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქოლგისებრთა ოჯახიდან.
წამლის ძირითადი ნედლეული ქინძის თესლია, რომელიც გამოიყენება როგორც ბაქტერიოციდული საშუალება, ის აუმჯობესებს ტვინისა და გულის მუშაობას. ქინძის თესლები ხელს უწყობს მონელების პროცესებს, დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე და აქვს აგრეთვე ოფლმდენი ეფექტი. კარგია ნაბახუსევზე - ქინძის რამოდენიმე თესლის დაღეჭვა ხსნის ნაბახუსევის სინდრომს.
ქინძის თესლის ნაყენი დეპრესიის მკურნალობაში
ინგრედიენტები:
- ქინძის თესლი - 100 გრ
- წითელი ღვინო - 1 ლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წითელი ღვინო. ჭურჭელს მჭიდროდ დავახუროთ და დავდგათ ბნელ ადგილას 7 დღე. მიღების წინ გავწუროთ რამოდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში.
მივიღოთ 100 მლ დღეში 2-3-ჯერ.
ქინძის თესლის ნაყენი ნერვული სისტემის მკურნალობაში
ინგრედიენტები: - ქინძის თესლები - 10 გრ
- არაყი - 100 გრ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ არაყი. ჭურჭელს მჭიდროდ დავახუროთ და დავაყენოთ გრილ ბნელ ადგილას 15 დღე.
პერიოდულად შევანჯღრიოთ. 15 დღის შემდეგ ხსნარი გავწუროთ რამოდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში და გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში.
მივიღოთ 50 წვ ნაყენი ყოველდღე.
ბუასილის საწინააღმდეგო ნარევის ჩაი
ინგრედიენტები: - ძირტკბილას ძირები - 10 გრ
- ქინძის თესლი - 10 გრ
- ფარსმანდუკის ბალახი - 10 გრ
- სინამაქის ხის ფოთლები - 10 გრ
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული გულდასმით დავაქუცმაცოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და დავაყენოთ 30 წთ, მოხმარების წინ გავწუროთ.
მივიღოთ 100 მლ ერთხელ დღეში ძილის წინ.
ნაღველმდენი ჩაი ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობაში
ინგრედიენტები: - ქინძის თესლი - 10 გრ
- წყლის სამყურას ფოთლები - 30 გრ
- კვლიავის ყვავილი - 40 გრ
- წყალი - 500 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული დავნაყოთ სანაყში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 20 გრ მშრალ ნარევს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და ვადუღოთ 10 წთ. მიღების წინ გავწუროთ და გავაციოთ. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში 20 წთ-ით ადრე ჭამამდე.
ქინძის თესლების არყის ნაყენი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია.