მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფინიკი (კურკის გარეშე) — 250 გრამი
- ჭერამი — 250 გრამი
- შირბახტი(ქუნჟუტი) — 100 გრამი
- მზესუმზირის მარცვალი — 50 გრამი
- აკაჟუს მარცვალი — 150 გრამი
- ფორთოხლის ცედრა — 1 ცალი
- დარიჩინი — 1 მწიკვი
- ილი — 1 მწიკვი
მომზადების წესი:- გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში კურკა გამოცლილი ფინიკი და ჭერამი.
- ყველა მარცვლეული და ნახევარი ქუნჟუტი დაყარეთ საცხობ ტაფაზე და შეწვით მოოქროვილი შეფერილობის მიღებამდე. ცხელი თხილეული მაშინთვე ჩაყარეთ ფინიკის მასასთან. დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, ილი და ყველაფერს გულიანად აურიეთ.
- მიღებული მასიდან მოახდინეთ ორი ძეხვის ფორმირება და გადაავლეთ დარჩენილი ქუნჟუტი.
- ორივე ძეხვი გაახვიეთ საკვებ პლიონკაში და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით.
ეს ძეხვი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დილით ჩაისთან ერთად, ასევე მსუბუქ წასახემსებლად სამხარზე.
გემრიელად მიირთვით და ნუ დაგავიწყდებათ გაუზიაროთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.
- გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში კურკა გამოცლილი ფინიკი და ჭერამი.