» » მშრალი ფინიკისგან ყველა სასარგებლო ნივთიერება რომ აითვისოთ, ჭამის წინ აუცილებლად უნდა... 

მშრალი ფინიკისგან ყველა სასარგებლო ნივთიერება რომ აითვისოთ, ჭამის წინ აუცილებლად უნდა... 

ფინიკი, ინდის ხურმა, უძველესი დროიდან როგორც მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი გამოიყენება. აღმოსავლეთში ძველი დროიდან იცოდნენ ფინიკის ჩირის სარგებლობის შესახებ და თვლიდნენ, რომ მისი მოხმარება ჯანმთელობის გაძლიერებას და ხანგრძლივ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ფინიკი უფრო მეტი მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტკბილეული. არაბულ ქვეყნებში მას "უდაბნოს პურს" უწოდებდნენ, რადგან ის ეხმარებოდა სამხედრო პირებს ენერგიის აღდგენასა და ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. 



ფინიკს დღესაც პატივს სცემენ და მათი სარგებლის შესახებ ყველამ იცის. და თქვენ ალბათ ზოგჯერ გემრიელი ტკბილეულით პირის ჩატკბარუნებაზე უარს არ ამბობთ. ისინი მშვენივრად ინახება, კარგად იტანს მგზავრობას. მაგრამ აი რაშია კითხვა: რეცხავენ თუ არა ფინიკს ჭამამდე თუ არა? დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რატომ არის ფინიკი სასარგებლო და რა უნდა გააკეთოთ, სანამ სუფრაზე გაიტანთ. 

გამხმარი ფინიკი

ფინიკში ბევრი სასარგებლო ნივთიერება არის. მისი ნაყოფი А, Е და В ვიტამინებს შეიცავენ. ფინიკის ფასეულობა იმაშიცაა, რომ ის შეიცავს ამინო მჟავებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სხვა ნაყოფებში არ შედის. ამასთან ფინიკი კალციუმით და ფოსფორით, კალიუმით და მაგნიუმით, რკინით და თუთიით, მარგანეცით და სელენით მდიდარი არის. 



ამ ნაყოფს შეუძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება, ღვიძლის და თირკმლის მუშაობის გააქტიურება. ფინიკი დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა. ის უნდა დაუმატოთ რაციონს ვირუსული ინფექციის და ხველების დროს. შეუცვლელია ანემიის დროს. ასევე ფინიკი - შესანიშნავი საშუალება არის დაღლილობის მოსახსნელად, რადგან მკვებავ ნივთიერებას და ვიტამინებს ორგანიზმი ტონუსში მოყავს. 

სხვა ყველაფერთან ერთად, ფინიკს ორგანიზმში მჟავა-ტუტე ბალანსი ნორმაში მოყავს. ნაწლავებში მოხვედრისას, ისინი სასარგებლო მიკროფლორას ავითარებენ. ექიმები გვირჩევენ ფინიკი შაქრის დიაბეტის დროს მივირთვათ. კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულად ფინიკის მოხმარება ონკოლოგიური დაავადების პრევენციას წარმოადგენს. 



როგორც ხედავთ, ფინიკის გამოყენებით სარგებლობა ძალიან დიდია. ახლა კი გადავიდეთ კითხვაზე იმის შესახებ, უნდა გავრეცხოთ თუ არა ფინიკი ჭამამდე. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ სანამ სუფრაზე მოხვდება ფინიკი გრძელ გზას გადის. ახალი სახით ის დიდხანს ვერ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ ახმობენ. ხშირად ეს ბუნებრივი გზით ხდება, ასე უბრალოდ გემრიელი და სასარგებლო გამოდის. 

ზოგიერთი მწარმოებელი სამრეწველო სპეციალურ მეთოდებს მიმართავენ ფინიკის გასახმობად, სპეციალურ ღუმელებს შაქრის სიროპის გამოდევნით. ეს ნაკლებად სასარგებლოა. ასეთი დამუშავებით ფინიკი გლუვი და ბრწყინვალე ხდება. შეიძლება საკვები ცვილით ან სხვა კონსერვანტით დაამუშაონ, რომ ნაყოფმა უფრო კარგი სახე მიიღოს და ვადა გაიხანგრძლივოს. 



ნებისმიერი დამუშავების შემთხვევაში, შეფუთვის და ტრანსპორტირებისას ფინიკს არ წმენდენ. სწორედ ამიტომ ისინი არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებლად უნდა გარეცხოთ. განსაკუთრებით თუ დამუშავებულია, რადგან ყველა ეს კონსერვანტი უნდა მოაშოროთ, სანამ მიირთმევთ. ახლა აუცილებელია ფინიკის სწორად გარეცხვა ისწავლოთ, რომ მათ გემო და სასარგებლო თვისებები არ დაკარგონ. 



როგორ გავრეცხოთ ფინიკი სწორად

  1. ყველაზე დიდი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ტკბილი ნაყოფი წყალს იწოვს და დიდი რისკია რომ ისინი თავიანთ გემოს და გარეგნულ მხარეს დაკარგავენ. ყველაზე მთავარი წესი არის - არ შეიძლება ფინიკის ცხელ წყალში გარეცხვა. მდუღარე წყლის გამო ნაყოფი სკდება და მოხარშული ხდება. ასეთი ხილი მოხმარებისთვის უსარგებლოა. 

  2. ფინიკის ფასეულობა რომ შეინარჩუნოთ, სწორად უნდა გარეცხოთ. პირველ რიგში კარგად გადახედეთ ნაყიდ ფინიკს, რადგან შეიძლება კარგად შეფუთულშიც კი გაფუჭებული ფინიკი ერიოს. ქვემოთ მოცემული იქნება ვიდეო, რომლის დახმარებითაც შეძლება გაიგოთ, თუ როგორ შეარჩიოთ კარგი ფინიკი. 

  3. შემდეგ აიღეთ ცივი წყალი და საწური. მშრალი ხილი მცირე ნაწილებად მაქსიმალურად სწრაფად გარეცხეთ. განსაკუთრებით კარგად გარეცხეთ პრიალა ნაყოფი, რომ ყველა საკვები დანამატი მოაშოროთ.

  4. გარეცხვის შემდეგ ფინიკი საწურზე დაყარეთ და გამდინარე წყლით დანამეთ. 

  5. შემდეგ ნაყოფი ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ და ზემოდან ქაღალდი დააფარეთ. ასე უფრო მალე გაშრება. გაშრობის შემდეგ ბოლოები მოაშორეთ და ჰერმენტულ კონტეინერში მოათავსეთ. 


აი ვიდეოს, რომელიც თქვენ ფინიკის არჩევაში ნამდვილ პროფესიონალს გაგხდის. გაფუჭებული მშრალი ხილი აღარ გექნებათ, მხოლოდ საუკეთესო!



აი ასეთი მარტივი ინსტრუქცია, რომელიც თქვენ ფინიკის ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და ამასთან გემოსაც არ დაუკარგავთ. დამუშავების და შენახვის ყველა წესი დაიცავით და თქვენ სუფრაზე ნამდვილი სასარგებლო ტკბილეული იქნება. 

ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო? აუცილებლად მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.