» » » დიდგულას ყვავილის ნაყენი კარგი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა.

დიდგულას ყვავილის ნაყენი კარგი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა.

დიდგულა ბუჩქი ან ხემცენარეა, მისი სიმაღლე 2-დან 6 მეტრამდე აღწევს, ყვავის მაის-ივნისში. სურნელოვანი, ღია ყვითელი ყვავილები ყლორტების კენწეროებზე ქოლგისებრ ყვავილებადაა შეკრული. მისი ნაყოფი მწიფდება აგვისტოს - სექტემბერში. მრავლდება თესლით. ჩრდილის ამტანი მცენარეა, იზრდება ღია ადგილებშიც და ტყეებშიც. სინესტის მომთხოვნი მცენარეა, გვხვდება ბარადაც და მაღალ მთებშიც.
ნაყოფი უნდა შეგროვდეს სავსე მთვარის ფაზაში.
ყვავილები შეიცავს ვაშლის, ვალერიანისა და სხვა მჟავებს და გლიკოზიდებს.
ნაყოფი შეიცავს ვიტამინ C-ს, ამინომჟავებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.



სამკურნალო მიზნით დიდგულას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ. დიდგულას ყვავილის ნაყენი კარგი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა.
  • მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ს.კ ყვავილი, დაასხით 1 ჩ/ჭ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ და გამოიყენეთ ცხელი სახით. იგივე ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში და ყელში.

  • ნაყენის საფენები აჩქარებს ჭრილობის, ფურუნკულის, დამწვრობის შეხორცებას.

  • ყვავილის ნახარშს იყენებენ რევმატიზმის, ნიკრისის ქარის და ართრიტის დროს.

  • კენკრის ექსტრაქტს საფაღარათო მოქმედება აქვს. კენკრის წვენი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, ჰეპატიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.