» » ამ ხრიკით დავიწროებულ ჯინს ისე გადააკეთებთ, რომ ორსულებიც კი მოახერხებენ მის ჩაცმას

ამ ხრიკით დავიწროებულ ჯინს ისე გადააკეთებთ, რომ ორსულებიც კი მოახერხებენ მის ჩაცმას

თუ კარადის დალაგების დროს აღმოაჩინეთ ჯინსი, რომელიც ძნელად იკვრება - მათზე უარის თქმის მიზეზი ეს ნამდვილად არაა. წარუმატებელი გარეცხვის შემდეგ შემცირებული, წონის მომატება ან ორსულობა - ეს იმას არ ნიშნავს რომ საყვარელ და ადრე კომფორტულ ჯინსის ჩაცმაზე უარი თქვათ. 



უბრალოდ საჭიროა იცოდეთ პატარა ეშმაკობა, რომელიც ამ პატარა პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ. დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თქვენი საყვარელი ჯინსი ზომაში როგორ გაზარდოთ ისე, რომ მისი ჩაცმა ორსულმა ადამიანმაც მოახერხოს. გარდერობის განახლებას მინიმალური დახარჯებით შეძლებს ისინიც კი, ვისაც ადრე ნემსი ხელში არ დაუჭერია!

როგორ გადავაკეთოთ ჯინსი



ჯინსის ზომის გაზრდა ყოველგვარი სირთულის გარეშე შეიძლება და აუცილებელი არაა საკერავი მანქანა გქონდეთ. რა თქმა უნდა, გრანდიოზულ საღამოზე ამ ჯინსით ვერ წახვალთ, მაგრამ სამსახურის ან ბუნებაში, აგარაკზე წასვლის დროს - ძალიან გამოგადგებათ. 

1. ჯინსი თქვენ ფიგურას რომ მოარგოთ, პირველ რიგში ჯიბეები მოაჭერით. 



2. ასევე თქვენ ფართო ზომის რეზინა დაგჭირდებათ, რომლის სიმაღლეც ჯინსის ამოჭრილ ნაწილს უნდა აჭარბებდეს. რეზინის სიგრძე ჯინსის ზომაზე და ჯიბის ფორმაზე არის დამოკიდებული. 



3. ჯიბეების ადგილას რეზინა კარგად მიაკერეთ, შემდეგ კი ზედმეტი ნაწილი მოაჭერით. ამ ხრიკის შემდეგ ჯინსი რამდენიმე ზომით გაწელვას შეძლებს. 



4. ეს მეთოდი გარდერობის განახლების საშუალებას მოგცემთ, ამასთან ახალ მოდურ ნივთს მიიღებთ. 
გარდა ამისა, ამ მეთოდით არა მხოლოდ შარვლის, არამედ შორტის გადაკეთებაც შეიძლება!



პროცესი რომ უფრო დეტალურად ნახოთ, ნახეთ ვიდეო



ამ მეთოდისთვის თქვენ ჯინსის პატარა ნაჭერი და საკერავ მანქანაზე კერვის უნარი დაგჭირდებათ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!



ჯინსის შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას, რომლითაც ის არის შეკერილი. რაც უფრო მეტ ბამბას შეიცავს, მით უფრო ნაკლებია რისკი რომ გარკვეული დროის შემდეგ ჯინსი ფორმას დაკარგავს. 



ნებისმიერი ჯინსი შეიძლება ზომაში შემცირდეს: როგორც ბაზრობაზე ნაყიდი, ასევე ძვირადღირებულ მაღაზიაში ნაყიდი. არა მხოლოდ ნივთის მასალის ხარისხი, არამედ მოვლის სწორი წესების დაცვას გავლენას ახდენს. 



უმჯობესია ჯინსი ხელით გარეცხოთ ან სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმში. ცხელ წყალში ჯინსი არ გარეცხოთ და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ გააშროთ!

გადაკეთებაში წარმატებას გისურვებთ! ასევე გისურვებთ უფრო ნაკლები ჯინსი იპოვოთ, რომლებიც ზომაში შემცირებული არიან! იყავით მოხდენილები!

ეს სასარგებლო ხრიკი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.