მსგავსი მინიოაზისის შესაქმნელად დაგჭირდებათ:
- თუნუქის ან კერამიკის ფორმირებულ გვერდებიანი კონტეინერი;
- ბრტყელტუჩა;
- ტანსაცმლის ლითონის საკიდი;
- დეკორატიული ან ლაქირებული კენჭები;
- ხრეში;
- მიწის სუბსტრატი;
- ერთჯერადი ჩაის კოვზი
- სუკულენტები
თუნუქის კონტეინერის ძირში ჩაყარეთ ხრეშის ფენა, დააყარეთ სუბსტრატი და ჩარგეთ სუკულენტები ისე, რომ დარჩენილ ადგილას შეძლოთ ბილიკების გაკეთება.

დეკორატიული ან ლაქირებული კენჭებით დაფარეთ სუბსტრატის ცარიელი ზედაპირი და პატარა, მინიატურული საგნებით დაიწყეთ დეკორირება.
ტანსაცმლის ლითონის საკიდი დაშალეთ. დაამზადეთ 2 კალათის ჩამოსაკიდებელი და ორი პატარა კალათი.

კალათის ჩამოსაკიდებლები ჩაარჭეთ სუბსტრატიან კონტეინერში და ჩამოკიდეთ სუკულენტებიანი კალათები. ოაზისის დანარჩენი დეკორირება თქვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულია მინიატურული, სათამაშო სავარძელი.
ერთჯერადი პატარა კოვზით ამოავსეთ კალათები მიწით, ჩარგეთ მინიატურული სუკულენტები და მორწყეთ პულივიზატორით.